Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ჯერ კიდევ, 24 წლის იყო, როცა მძიმე ავარიაში მოყვა. სამკერვალო ქარხნის ავტობუსს, სადაც 10-მდე მკერავი ქალი იჯდა, ქალაქ გორში მეორე ავტობუსი დაეჯახა. ამ ავარიის დროს, სხვებთან ერთად, დაშავდა ქსენია მაყიშვილი.
ის, თითქმის 40 წლის წინანდელ ამ ამბავს, დღესაც მძიმედ იხსენებს, რადგან იმ დღიდან მისი ცხოვრება შეიცვალა.
,,იმდენად დაშავებული ვიყავი, რომ წელიწადნახევარი საწოლს ვიყავი მიჯაჯჭვული. მას შემდეგ, აღარსად მიმუშავია. ვიდრე მამა ცოცხალი იყო, აქ მხოლოდ მის სანახავად ამოვდიოდი. შემდეგ უკვე მოხუცებულს ვუვლიდი. მამა 1999 წელს გარდაიცვალა. როგორც მან არ მიატოვა სოფელი, ახლა მეც ასე ვარ. მამამ შვილები ქალაქში სასწავლებლად გაგვგზავნა. ძალიან აფასებდა სწავლას. ყველამ უმაღლესები დავამთავრეთ. თვითონ მთელი ხეობის ბუღალტერი იყო, 50 წელი იმუშავა“ - იხსენებს ქსენო მაყიშვილი.
ქსენია მაყიშვილი იმ სოფელში ცხოვრობს, სადაც მსუბუქი ავტომანქანა ვერ მიდის. უახლოესს სოფლამდე, ტუსრებამდე მანძილი 3,5 კმ-ია.
ჩვენი მანქანა ტუსრების გასასვლელში დავაყენეთ. გზა ნაძვნარს მიუყვება. მდინარე გაიჩანთწყალზე ორი პატარა ხის ხიდი გადავიარეთ. გზა კი, ხე-ტყის მანქანების გამო, დაზიანებულია.
გზად ტუსრებელები შეგვხვდნენ. ისინი საქონელს მწყემსავდნენ. გვიცნეს, რადგან ერთი კვირის წინ, სწორედ, მათ სოფელში ვიყავით რეპორტაჟის მოსამზადებლად. ერთი კვირის წინ, სწორედ, მათ გვითხრეს, რომ გაიჩანთუბანში ქსენია მაყიშვილი ცხოვრობს.
,,ქსენოსთან მიდიხართ, არა?!“
,,ჰოი, ჰოი, რობიზონ!!! წამოვიდა შენი საქონელი?!“ - მოგვესმა შორიდან ქსენია ბაბოს ხმა. შორიდან უყვიროდა თავის ნათესავს, რობიზონ ნადიბაიძეს, რადგან გარშემო საქონელი ვეღარ შეუმჩნევია.
ქალის შეძახილი ხეობაში ექოსავით გაისმა. მივუახლოვდით გაიჩანთუბანს და ხეებში ჩამალული ძველი სახლიდან ამოსული კვამლი შევამჩნიეთ. ღუმელი ენთო, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ სოფელი ცოცხლობდა.
ამ სოფელს კი ქსენია მაყიშვილი აცოცხლებს, რომელიც უამრავი ადამიანის მასპინძელია, განსაკუთრებით ჯიპ-ტურის მონაწილეების.
როგორც გავარკვიეთ, ამ ხეობის გავლით, ჯიპებით, განსაკუთრებით, ზამთარში ჯიპ-ტურები ეწყობა, გადადიან ბორჯომის ხეობაში ან წალკაში. გზად კი ქსენია მაყიშვილთან ჩერდებიან. მის ეზოში მოწყობილ მაგიდაზე ქეიფობენ ხოლმე, მწვადებს წვავენ, ხაჭაპურებს კი ქსენი ბაბო აცხობს, შემდეგ კი ტურის მონაწილეები გზას აგრძელებენ.
,,მარტო ვცხოვრობ, მაგრამ აქ იმდენი ხალხი მოძრაობს, უნდა ნახოთ. ძალიან ბევრი ადამიანი საქეიფოდაც ამოდის, აგერ ჩვენს ეკლესიაში. უძველესი ეკლესიაა, მაგრამ ინგრევა.“ - ამბობს ქსენია მაყიშვილი.
რას განიცდით ყველაზე მეტად? ამ კითხვაზე პასუხი უმალ გაგვცა:
,,მთის სტატუსს არ მაძლევენ. თითქოს ეს სოფელი არ არსებობს. აბა, მე სად ვცხოვრობ? ახლა რომ მარტოკა ვარ, აქ იცი, რამდენი ადამიანი ცხოვრობდა? ამაზე დიდი სოფელი ამ ხეობაში არ იყო. ოთხკლასიანი სკოლაც იყო.“ - ამბობს მასპინძელი.
როგორც ქსენია მაყიშვილი გვიყვება, სოფლის სახელწოდება მომდინარეობს ერთი კაცისგან, რომელსაც გაიჩა ერქვა; რომელიც თელავის რაიონიდან წამოსულა და აქ დასახლებულა.
,,ამიტომ, ჰქვია გაიჩაანთუბანი. ჩემი გვარის კაცი იქიდან წამოსულა, იყალთოდან. ადრე, ახალგაზრდობაში ექსკურსიაზე ვიყავი იყალთოში. იქ ერთი ქალი ვნახე, რომელმაც მომიყვა, თუ როგორ წამოვიდა გაიჩა აქეთკენ. ზუსტად, ისე მომიყვა, როგორც მამაჩემი იტყოდა ხოლმე.“ - იხსენებს ქსენია.
მამა კი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც 1991 წელს სოფელი არ მიატოვა. ეს ის დროა, როდესაც ქართულ-ოსური კონფლიქტი იყო გაჩაღებული. ვინაიდან, მაყიშვილები ოსებად ითვლებიან, კრიმინალები ამ სოფელსაც აყაჩაღებდნენ.
,,ჩვენ მეხუთე თაობა ვართ და ოსებად ვითვლებით. 1991 წელს არეულობა რომ დაიწყო, ვინც იყო დარჩენილი, ისინიც წავიდნენ. მამაჩემი არ შეუშინდა იმ ამბავს. სახლიც დაეწვა, მაგრამ არ წავიდა. ჩვენი სახლი არ ვიცი, დაწვეს თუ დაიწვა, ხელს ვერავის დავადებ, ფაქტია, რომ დღისით-მზისით დაიწვა. ამიტომ, ცხოვრება ბიძაშვილის სახლში გავაგრძელეთ და იქ დღემდე მე ვცხოვრობ. იქ არ შეიძლება ცხოვრება, რადგან მიწიანი იატაკია, სახსრები მტკივა და ჯანმრთელობისთვის არაა კარგი, მაგრამ რა ვუყოთ? აგერ კოტეჯი მომიტანეს, მაგრამ წყალი ჩამოდის და ძირიდანაც ამოდის წყალი.“ - ამბობს ქსენია მაყიშვილი.
საცხოვრებელი სახლის შეკეთების მოთხოვნით, ქსენია მაყიშვილმა გორის მერიას 2019 წელს მიმართა. სხვათა შორის, ყველა თარიღი ზეპირად იცის. თარიღში შედის, როგორც წელი, ასევე თვე და რიცხვი. იცის, როდის დაიწვა სახლი – 1991 წლის 3 დეკემბერი; იცის, როდის დაწერა განცხადებები გორის მერის სახელზე; იცის, როდის ამოიტანეს ასაწყობი კოტეჯი სოფელში და ა.შ.
,,შუაღამე იყო, როცა ერთი დიდი მანქანით მოიტანეს კოტეჯი. კახელი ბიჭი იყო, ის მოვიდა უშველებელი მანქანით. აქ დაყარეს ჯერ. მერე დაიწყო აწყობა, მაგრამ ვერ გააკეთა კარგად. წყალიც ჩამოდის მაღლიდან, ისე დაბლიდანაც შემოდის წყალი. გორის მერი იყო შარშან და ვუთხარი, რას ამბობო? ხვალვე გამოასწორებენ ხარვეზსო, მაგრამ ვეღარ პოულობენ იმ კაცს, ვინც კოტეჯი ამოგვიტანა“ - აცხადებს მასპინძელი.
ქსენია მაყიშვილი წუხს, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან უყურადღებოდაა მიტოვებული.
,,კარგად ვიცი, რომ ჩვენი სოფლისთვის გამოყოფილია 10 000 ლარი, მაგრამ სად მიდის ის ფული? სად მიდის ის მილები, სასმელი წყლისთვის რომ ამოიტანეს? რატომ არ მაქვს წყალი? წყაროდან რატომ უნდა ვზიდო წყალი? წარმოიდგინე, ზამთარში როგორ ვიქნები. მინდა, რომ ეზომდე გამომიყვანონ წყალი. გააგებინეთ, საკრებულოს, რომ თუ განცხადება დავწერე, ვიღაცას დაიჭერენ“ - ამბობს სოფლის ერთადერთი მცხოვრები.
როგორც ირკვევა, სოფელს იურიდიული სტატუსი არა აქვს. ამიტომ, სოფლის პროგრამის ფარგლებში თანხას მხოლოდ მეზობელ სოფლებს – ქვემო და ზემო ბოშურს, ტუსრებს, ყველაანთუბანს, ლევიტანას და ა.შ. სოფლებს უნაწილებენ. ეს სოფლები ბოშურის ადმინისტრაციულ თემში შედის. სწორედ, ბოშურელია ის ადამიანი, ვისაც ცოტა ხნის წინ, ქსენია მაყიშვილმა, უყურადღებობის გამო, უსაყვედურა:
,,პეტრე-პავლობას, დღეობას ბევრი ხალხი ამოვიდა ეკლესიაში. მეც იქ ვიყავი. დგას ეს ჩვენი საკრებულო და თავის თავს აქებს: აი, ქსენოს რომ შუქი დაუყენეს, ჩემი დამსახურებააო; კოტეჯი რომ ამოიტანეს, ჩემი დამსახურებააო; შენი განცხადება გუბერნატორის შუშის მაგიდის ქვეშა დევსო. მე ვუთხარი, ეხლა აქედან მოუსვი-მეთქი. ჩემი ნათესავია, მაგრამ ვერ ავიტანე უსამართლობა. ურჩევნია ეს წყალი და გზა გამიკეთოს.“ - ამბობს მასპინძელი.
საღამო ხანს ტუსრებელები და მათი საქონელი გამოჩნდა. გაიჩანთუბნის განაპირას შემოღობილი აქვთ, სადაც ღამით საქონელს ტოვებენ. მწყემსები თუ დაღლილები არ არიან, ტუსრებში მიდიან დასაძინებლად, თუ არა, იქვე რჩებია – ქსენოსთვის ამოტანილ კოტეჯში. თუმცა, წვიმიან ამინდში იქ გაჩერება შეუძლებელია.
სოფელი იმ დროს დავტოვეთ, როდესაც მზე კარგა ხნის ჩასული იყო. სიცივემ ისე შეგვაწუხა, რომ მცირე ხნით ღუმელთან გავთბით. ამ დროს კი, ბარში სიცხისგან იწვის ქალაქები და სოფლები.
წამოვედით სოფლიდან, გავიარეთ ტუსრები, ქვემო ბოშური, ზემო ბოშური, ორმოცი, უკვე ბიისში შევდიოდით, როცა მობილურ ტელეფონზე კავშირი აღდგა. მმართველი გუნდის ფეისბუქის გვერდზე მერობის კანდიდატების სია იყო გამოქვეყნებული. ,,ქართული ოცნების“ სახელით გორში თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭს ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი იყრის.
პირველი კითხვა, რომელსაც ინტერვიუს დროს, დავუსვამთ, იქნება შემდეგი: გამარჯვების შემთხვევაში, როგორ მოაგვარებს ტანას ხეობის სოფლების პრობლემებს?!
ქსენია მაყიშვილი – ერთადერთი მუდმივად მცხოვრები გაიჩანთუბანში

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |