Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
კოვიდ-19-ის მეოთხე ტალღა შიდა ქართლში ბავშვთა განყოფილების გარეშე
უახლესი მონაცემებით, გორში,
კორონავირუსით 59 ბავშვია ინფიცირებული. რამდენიმე დღის წინ, ინფექცია
1 თვის ჩვილსაც დაუდასტურდა. გორის კოვიდკლინიკებში ბავშვთა
განყოფილებები არაა, ამიტომ, ინფიცირებული ბავშვები თბილისში,
იაშვილის კლინიკაში გადაჰყავთ.
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა მძვინვარებს. შიდა ქართლში ვირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევება გორში ფიქსირდება. გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემით, დღევანდელი სიტუაცია 2020 წლის დეკემბრის პერიოდს, მესამე ტალღის პიკს ჰგავს.
ცენტრის ხელმძღვანელი მარი გიუნაშვილი აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტში შემთხვევათა რაოდენობის გაზრდა რეგულაციების შემსუბუქებას უკავშირდება, რადგან საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ გაითვალისწინა სადღესასწაულო და სარიტუალო შეკრებების აკრძალვა.
„ერთ კვირაზე მეტია, მომართვიანობა გაზრდილია და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ, გასულ თვეებთან შედარებით, მკვეთრად მოიმატა. ჩვენს ჯანდაცვის ცენტრში ამ რაოდენობის მომართვიანობა შემიძლია დეკემბრის თვის მდგომარეობას შევადარო, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ლაბორატორიაა გახსნილი და სხვადასხვა ლოკაციაზე ხდება კორონავირუსზე ტესტირება. რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, ეპიდემიოლოგები მოუწოდებდნენ ხალხს, რომ თავშეყრის ადგილებზე, თუნდაც ღია სივრცეში პირბადე გაეკეთებინათ და სოციალური დისტანცია დაეცვათ, ეს მოსახლეობამ არ გაითვალისწინა და შედეგიც ასეთია, რომ დღეს მომართვიანობაცა და ტესტირების მსურველთა რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა. მუნიციპალიტეტში დღეისათვის 460 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ვგულისხმობ შემთხვევებს, რომლებსაც ორი კვირა ჯერ არ გასვლია. აქედან 403 პირი ბინაზე მკურნალობს, 57 სტაციონარშია და რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა, ბავშვთა ასაკში გვაქვს დადასტურებული შემთხვევები მომატებული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 59 ბავშვია ინფიცირებული. გორში არსებულ კოვიდკლინიკებში ბავშვთა განყოფილებები არ არის. ინფიცირებული ბავშვები ძირითადად თბილისში გადაჰყავთ და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კოვიდით ინფიცირებულ ბავშვებს ძირითადად სუნთქვის უკმარისობა ეწყებათ. სხვა გართულებებისა და დამძიმების შემთხვევებზე ინფორმაცია არ მაქვს“,- ამბობს მარი გიუნაშილი და აღნიშნავს, რომ დაავადებისათვის ბავშვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რამდენიმე დღის წინ გორის ჯანდაცვის ცენტრში 1 თვის ჩვილ ბავშვს დაუდასტურდა კოვიდ-19, ამიტომ მოუწოდებს საზოგადოებას, რომ გაუფრთხილდნენ ბავშვების ჯანმრთელობას.
„ქალაქშიც და სოფლებშიც თითქმის ერთნაირი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. ძირითადად, ოჯახური კლასტერები გვაქვს. ოჯახში ერთს უდასტურდება და შემდეგ ვრცელდება. ჩვენთან როგორც კი შემოდის ინფორმაცია ინფიცირების შესახებ, მაშინვე ერთვება ეპიდემიოლოგიური სამსახური, ხდება კონტაქტების მოძიება და მათი იზოლაცია. თუმცა გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ხშირად ეს დადასტურებული შემთხვევები თავიანთ კონტაქტებს გვიმალავენ და სრულ ინფორმაციას ამის შესახებ არ გვაწვდიან. რაც ძალიან საზიანოა მათი ახლობლებისა და გარშემომყოფებისთვის იმიტომ, რომ თუ დროულად არ მოხდა ეპიდემიური ჯაჭვის გაწყვეტა და ინფიცირების წყაროდან გადაცემის გზა არ ჩაიხსნა, გავრცელების დიდი მასშტაბები გვექნება. ყველა მოქალაქე ვალდებულია, კოვიდ-19-ის დადასტურების შემთხვევაში, სრულად მოგვაწოდოს ინფორმაცია, სიმპტომების გამოვლენამდე, ორი დღით ადრე და გამოვლენიდან ათი დღის განმავლობაში ვისთან ჰქონდა კონტაქტი. სხვაგვარად ჩვენ ვერ შევაჩერებთ ვირუსის მეოთხე ტალღას“,- აღნიშნავს მარი გიუნაშვილი.
ის თუ რამდენად არის ქალაქში ინდური შტამი გავრცელებული, გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ჯანდაცვის ცენტრებში ჩვეულებრივი ეპიდემიოლოგებისათვის ვირუსის შტამისა და წარმომავლობის დადგენა შეუძლებელია.
„ეს ინფორმაცია მხოლოდ პისიარ ლაბორატორიებს და დაავადებათა ეროვნულ ცენტრს აქვს. როგორც გვეუბნებიან, ინდური შტამი ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს. ინდური შტამი უფრო იოლად ვრცელდება, ადვილად გადაეცემა მოსახლეობას. სხვა დანარჩენი კლინიკური ნიშნებით თითქმის ისევე მიმდინარეობს, როგორც ბრიტანული შტამი იყო ან/და სხვა“
მარი გიუნაშვილი ამბობს, რომ ინფიცირების შემთხვევების მატების პარალელურად, მოიმატა ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამაც, რაც მოსახლეობის 60-70%-ის აცრის იმედს იძლევა.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვა ვართ ის რგოლი, რომელიც ვაქცინაციის პროცესში აქტიურად არის ჩართული. დაწყებული ვაქცინების მომარაგებით, მსურველთა რეგისტრაციით და დამთავრებული იმ სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგით, სადაც აცრა მიმდინარეობს. დღეს ჩვენთან ადმინისტრირებულია ოთხი ვაქცინა. ეს არის „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. მოწოდებულია, რომ ორსულების აცრა შესაძლებელია „ფაიზერით“, მაგრამ არა ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ჩვენ ორსულებთან მიმართებაში მაინც ფრთხილად ვართ და სასურველია, რომ კონსულტაცია გაიარონ საკუთარ გინეკოლოგთან. გორის მუნიციპალიტეტში მსგავსი შემთხვევა არ გვქონია, მაგრამ საქართველოში გვაქვს ორსულების აცრის ერთეული შემთხვევები. შიდა ქართლში, „ფაიზერით“ მხოლოდ სამხედრო ჰოსპიტალში ხდებოდა აცრა. ამ ეტაპზე უკვე „ფაიზერით“ აცრა დაიწყო გორის გორმედმაც“, - გვეუბნება მარი გიუნაშვილი და დასძენს, რომ გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ყოველდღიურად ხდება სხვადასხვა ვაქცინის დოზების შევსება და აგრეთვე იგეგმება, პირველადი ჯანდაცვის დონეზე, სოფლის ამბულატორიებში ამცრელი პუნქტების მოწყობა.
კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნანა ნონიაშვილი ამბობს, რომ მის მუნიციპალიტეტში დადასტურებული შემთხვევების მკვეთრი მატება ჯერჯერობით არ არის და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია.
„რომ ვთქვა წინა დღეებთან შედარებით ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგებულია, ასე ნამდვილად არ არის. ამ ეტაპისთვის სტაბილურია. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაიწყო ვირუსის შემთხვევების მატება, ჩვენთანაც გაიზარდა ეს მაჩვენებელი იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობა დასაქმებულია სხვადასხვა ქალაქში, აგრეთვე დამსვენებელია ბევრი ჩამოსული და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აისახება კასპის მუნიციპალიტეტის ეპიდსიტუაციაზეც. საბედნიეროდ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ბავშვთა ასაკში, რასაც ვითვლით სულ 5 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. ასევე არიან იზოლაციაში მყოფი ბავშვებიც“, - აღნიშნავს ნანა ნონიაშვილი.
ნანა ნონიაშვილის თქმით, ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისათვის, კასპში აცრა მხოლოდ „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ არის შესაძლებელი.
„ჯავშნები, პრაქტიკულად, ბოლომდეა შევსებული. ჯავშნის გარდა, ვისაც აქვს სურვილი აცრის გაკეთების, უკეთებენ და უარს არავის ეუბნებიან. ანუ ვაქცინაციას ახორციელებენ ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზეც. „ფაიზერი“ ჯერჯერობით არ გვაქვს, მხოლოდ, ამ ორი ტიპის ვაქცინით ხდება აცრა. „ფაიზერის“ მოლოდინიც გვაქვს, თუმცა დაზუსტებით ვერ გეტყვით ვერაფერს“, - ამბობს ნანა ნონიაშვილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, შიდა ქართლის ოფისის წარმომადგენელი ეკა ქორჩაშვილი აღნიშნავს, რომ რეგიონში დადასტურებულ შემთხვევათა უმრავლესობა გორის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება.
„ისევე როგორც მთელს საქართველოში, შიდა ქართლშიც შემთხვევათა მზარდი დინამიკაა. აქტიური ინფიცირებულების რაოდენობა არის 1168, მათ შორის 1020 პირი სახლში გადის მკურნალობას. თვითიზოლაციაში იმყოფება 1709 პირი და გარდაცვალების შემთხვევები ჯერჯერობით არ გვაქვს. ამ ეტაპისთვის საწოლფონდიც საკმარისია. პირველი აგვისტოდან რეგიონს დაემატა კოვიდ სასტუმროც (სასტუმრო „ვიქტორია“). საბედნიეროდ, ვაქცინაციის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს. ერთი კვირის მანძილზე ჩატარებული აცრების რაოდენობა 4397, ხოლო ივლისის თვეში 9601 ადამიანი აიცრა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით“, - ამბობს ეკა ქორჩაშვილი და გვიხსნის, რომ რეგიონის მოსახლეობა არჩევანს მეტწილად „ფაიზერის“ ვაქცინაზე აკეთებს.
„ფაიზერის“ ვაქცინის ადმინისტრირება ეტაპობრივად ხდება. პირველ რიგში დაწესებულება განაცხადით წარსდგება დაავადებათა კონტროლის ცენტრის წინაშე, რომ მზადყოფნა აქვს და შეუძლია „ფაიზერის“ ვაქცინის ადმინისტრირებაში ჩართვა. თვითონ განაცხადს როცა შეიტანს, ჩართავენ. მაგალითად, ქარელის „გორმედმა“ და ქარელის „ალიანსმედმა“ მზაობა გამოთქვეს „ფაიზერით“ ადმინისტრირებაში ჩართვაზე და ჩაერთვნენ ჩვეულებრივად. აგრეთვე, მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ აქამდე თუ აცრაზე წინასწარ სჭირდებოდა ჯავშნის გაკეთება, ახლა ასე არ არის, ვაქცინაციის მსურველს შეუძლია მივიდეს ვირტუალურ კაბინაში, იქვე დარეგისტრირდეს და ჩაიტაროს აცრა“,-აღნიშნავს ეკა ქორჩაშვილი.
შიდა ქართლში ვაქცინაცია ტარდება 5 სამედიცინო დაწესებულებაში. ესენია კასპის „მედალფა“, გორის „გორმედი“, გორის სამხდრო ჰოსპიტალი, ქარელის „გორმედი“და ხაშურის „ახალ კლინიკა“. რაც შეეხება ფაიზერით ვაქცინაციას, ტარდება მხოლოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, გორის „გორმედში“, ქარელის „გორმედსა“ და ქარელის „ალიანსმედში“.
3 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, გარდაიცვალა 34 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან: შიდა ქართლი – 262 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში 19 ათასი ჯავშნიდან 3000 მოქალაქემ ჯავშანი გააუქმა და აცრაზე არ გამოცხადდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ეჭვობენ, რომ შესაძლოა ადამიანების გარკვეული ნაწილი გამიზნულად ჯავშნიდეს ვაქცინაციის ადგილებს, შემდეგ კი ასაცრელად არ მიდიოდეს, რათა ამ გზით ვაქცინაციის პროცესს შეუშალონ ხელი.
“ახლა ჩვენ საიტის სამსახურებთან ერთად ვსწავლობთ რა იყო გაუქმების მიზეზები და ესეც მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება იყოს ეჭვი, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. თუმცა არის მეორე [ვერსია], რადგან ინფიცირების მაჩვენებელი არის მაღალი, შეიძლება ადამიანები ინფიცირდებიან და მერე აღარ მიდიან აცრებზე. ან გვქონდა მესამე მიზეზი, რომ იყო დაჯავშნილი „სინოფარმზე“, შემდეგ ამოეწერნენ „სინოფარმიდან“ და შემდეგ გადაჯავშნეს „ფაიზერზე“”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
NCDC-ის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ადგილები გამოთავისუფლდა „სინოფარმის“ ფაქცინაზე, თუმცა ეჭვებს ბადებს ის, რომ ძალიან ბევრი ჯავშანია გაუქმებული “ფაიზერზეც”.
“რაც სისტემიდან მარტივად ამოღებადია ის ამოვიღეთ. საკვირველად მეტი ადგილია გაუქმებული აცრებზე. ერთი იმდენი “სინოფარმზეც” გაუქმდა. მესმის ეს შეიძლება იყოს იმით გამოწვეული, რომ ვიღაცას მერე “ფაიზერი” უფრო მოეწონა, “სინოფარმზე” გააუქმა და “ფაიზერზე” გადაეწერა. კი ბატონო… მაგრამ “ფაიზერზე” ერთი იმდენი რომ არის გაუქმებული, რა თქმა უნდა, ჩვენში ეს უკვე ადრე გამოთქმულ ეჭვებს აჩენს, ხომ არ ხდება ხელოვნურად სისტემის გადატვირთვა და სისტემაში ხელოვნურად ადგილის დაკავება”, – განაცხადა იმნაძემ.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |