Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
,,ჯერ გვაქვს ვადა, რომ გავაშუქოთ'' - პრეს-სამსახურის განცხადება მერობის კანდიდატების შესახებ
მმართველი გუნდის მიერ დასახელებული კანდიდატები, კასპსა და ქარელში, კვლავ მერის მოვალეობას ასრულებენ. შესაბამისად, როგორც მერიის პრეს-სამსახურში აცხადებენ, ოფიციალურ ფეიბუქგვერდზე მათი აქტივობების გაშუქება არაა კანონდარღვევაა:

,,გავიარეთ კონსულტაციები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში და ისე გამოვაქვეყნეთ მათ შესახებ ინფორმაცია. კანონს არ ვარღვევთ. ჯერ ოფიციალურად დარეგისტირებულები არ არიან, როგორც კანდიდატები. ხომ შეიძლება ვინმემ აზრი შეიცვალოს?'' - გვითხრეს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პრეს-სამსახურში.

დღეს, 5 აგვისტოს, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაათვალიერეს მოქმედმა მერებმა მოასფალტებული ქუჩები სოფელ ხვითსა და ქვნატკოცაში. 2 აგვისტოს კი, ისინი, როგორც მერობის კანდიდატები, მმართველი გუნდის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია კანდიდატების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ პარტიის მიერ კანდიდატებად ოფიციალური წარდგენა არაფერს ნიშნავს, რადგან კანდიდატებს ცესკოში ჯერ განაცხადი არ წარუდგენიათ.

წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და მერის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა 4 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

ცესკოს ცნობით, 11 აგვისტო არის პარტიის შესწორებული განცხადების, საბუთების შემოწმებისა და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტის ბოლო ვადა. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გამოსცემს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განკარგულებას.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.