Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გორში პროკურორი ითხოვს იმ პირის დასჯას, რომელიც ცოლს შეურიგდა და შვილიც ეყოლათ
გორის პროკურატურის პროკურორი, ნიკა მახარაძე ითხოვს იმ პირის მკაცრად
დასჯას, რომელიც ცოლს შეურიგდა და ერთად ახლადშეძენილ შვილსაც ზრდიან.
ამის შესახებ სასამართლოს 2021 წლის 17 სექტემბრის განაჩენშია
ცნობილი.
ბრალდების მიხედვით, მამაკაცმა 2020 წლის შემოდგომით, იმ პერიოდში, არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ,,ვოთსაპის'' საშუალებით დაურეკა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ფაქტს ართულებდა ის გარემოება, რომ ქალი ორსულად იყო.
პროკურატურის მიერ შედგენილ ბრალდებაში აღნიშნულია, რომ პირი ამავე დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, რადგან 6 თვით ადრე იყო გათავისუფლებული სხვა დანაშაულის ფაქტზე.
2020 წლის ოქტომბერში, გორის სასამართლომ ბრალდებულს პირობითი მსჯავრის ყოფნის პერიოდიც დაუმატა და 2.6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატმა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრეს, რის შედეგადაც გორის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა. ბრალდებულს შეეფარდა სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით, ხოლო – ჯარიმა 3000 ლარი.
ეს გადაწყვეტილება პროკურორომა ნიკა მახარაძემ გაასაჩივრა უზენაესს სასამართლოში, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია. მოსამართლეებმა მერაბ გაბანიშვილმა და სხვებმა მას განუმარტეს:
,,განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც მსჯავრდებულის, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების (საქმის მასალების მიხედვით, არ ვლინდება წარსულში მისი მხრიდან დაზარალებულზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი და ეს იყო პირველი შემთხვევა, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელთან ერთადაც აგრძელებს ერთ ოჯახად ცხოვრებას, ჰყავს ახლად შეძენილი შვილი, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი თვითონაა) მხედველობაში მიღებით, განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელი, რის გამოც მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.'' - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |