Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
დაკეტილი გზა და კორონავირუსი - ახალგორელთა ამჟამინდელი მთავარი პრობლემა
ნოემბრის დასაწყისში საგრძნობლად გაურესდა ეპიდვითარება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაბა ახალგორში და მთლიანად რაიონის ტერიტორიაზე. ამის გამო, ორი კვირით დაიკეტა დაწესებულებები, რესტორნები, სკოლები, უმაღლესი სასწავებელიც კი.

სასწავლო პროცესი კი, დღეიდან 15 ნოემბრიდან განახლდა. თუმცა, ბოლო ორი კვირა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ვითარება საკმაოდ რთული იყო.

ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი გვიყვება, რომ მანამდე მოსახლეობა სიფრთხილეს არ იჩენდა. იმართებოდა ქორწილები, ეწყობოდა სხვადასხვა ღონისძიებები. ამასთანავე, მოქალაქეები პირბადის გარეშე დადიოდნენ.

პირბადის ტარების დაცვის მიზნით, რაიონში მთავარი სანიტარი მარინა კოჩიევიც კი ჩავიდა და ქალაქი ფეხით მოიარა. ის სავაჭრო ცენტრებში დადიოდა და პირადად ამოწმებდა ამ წესის დაცვას.

როგორც სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის, 28 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ - ,,ცუდი მდგომარეობა გვაქვს. მთელს რაიონში გავრცელდა კოვიდ-19. ყოველდღე 20-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება რაიონში, სადაც 800-მდე ადამიანი ცხოვრობს. არ გვყავს ექიმები ადგილზე; გვყავს, თუმცა მხოლოდ უწყისებში - როგორც ოსურში, ისე ქართულში. ადგილობრივები მკურნალობენ სახლში, ან ცხინვალში. ჩვენი საავადმყოფო ცარიელია - არც ექიმი, არც ავადმყოფი - ერთი მეორესთან კავშირშია. წლებია საავადმყოფოს ბუტაფორიას ვეძახი. " - აცხადებს მეარაყიშვილი.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, ახალგორის მკვიდრს ვესაუბრეთ, რომელმაც პირადი უსაფრთხოების გამო ანონიმურად დარჩენა ამჯობინა.

,,ახალგორის/ლენინგორის რაიონში კორონავირუსის მხრივ სიტუაცია სამწუხაროდ სტაბილურად აღარაა ბოლო დროს, ისევე როგორც მთლიანად სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ცოტა უკეთესობისაკენ რაღაც ტენდენცია არის უკვე, საბედნიეროდ.
ბოლო რამდენიმე კვირა ძალიან იმატა კორონავირუსის შემთხვევებმა, თუმცა დღითიდღე კორონავირუსის შემთხვევების ნაკლებობა მიდის.

ახალგორის/ლენინგორის რაიონში სტაციონარულ საავადმყოფოში ამჟამად გადის მკურნალობას 6 პაციენტი, ერთი პაციენტი ცხინვალში გაგზავნეს სამკურნალოდ, 4 ადამიანი სამკურნალოდ გაგზავნეს სამხრეთ ოსეთის საზღვრებს იქით. ამბულატორიულად რაიონში მკურნალობას გადის 20 ადამიანი.
1-ლი ნოემბრიდან დღემდე რაიონში ჩატარდა 113 კოვიდ-ტესტი, მათგან 70 დადებითი იყო.

ვინც კორონავირუსით დაავადების საშუალო სირთულეს განიცდის, ისინი სახლში იმყოფებიან, მათთან სახლში დადიან ექიმები და ისე ამოწმებენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას.” - აღნიშნავს ის ჩვენთან მოცემულ ინტერვიუში.

კორონავირუსის შემთხვევების ასეთი მატება ისევ და ისევ რეგულაციების უგულვებელყოფასთანაა დაკავშირებული, როგორც ჩვენი რესპონდენტი განმარტავს - ,,ხალხის უმეტესობა მთლიანად სამხრეთ ოსეთში სამწუხაროდ არ იცავს სანიტარულ წესებს და უპასუხისმგებლოდ იქცევიან. მართავენ ქორწილებს, ქეიფებს და სხვა მასობრივ ზეიმებს.

ასევე სამწუხაროდ არის შემთხვევებიც, როდესაც მაგალითად ადამიანს აქვს კორონავირუსი, იცის ამის შესახებ და მაინც დადის ხალხში, სამუშაოზე და ა.შ. და ამ მხრივაც რა თქმა უნდა აქტიურად ვრცელდება კორონავირუსი. ხალხი, სამწუხაროდ, ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცევა ჩვენს რაიონშიც და საერთოდ სამხრეთ ოსეთშიც. უმეტესობა არც პირბადეებს ატარებენ და არც წესებს იცავენ, არც შინა იზოლაციას კარანტინის დროს.

ბევრია ისეთიც, რომელიც დღესაც სკეპტიკურად უყურებს კორონავირუსს და აქედან გამომდინარე მიღებულ ზომებს. და ამ ყველაფრიდან გამომდინარე რათქმაუნდა კორონავირუსის ახალი ტალღის რეზულტატიც და შედეგიც ჩანს ჩვენს რაიონში.“

5 ნოემბერს ,,სამხრეთ ოსეთის ზედამხედველობის ორგანომ“ ჩაატარა მასობრივი შემოწმება ახალგორში მდებარე ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და მომსახურების ობიექტებზე. ინფორმაციას cominf.org -აქვეყნებს „სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსით 13 პაციენტი საშუალო სიმძიმის მდგომარეობით იმყოფება, ექიმების თქმით, სტაციონარს მედიკამენტების დეფიციტი არ აქვს. რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ რეჟიმთან შესაბამისობას, გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, რაზეც მივუთითებთ საავადმყოფოს ხელმძღვანელობას ინსტრუქციებში“, - განუცხადა მარინა კოჩიევამ მოგზაურობის შემდეგ ჟურნალისტებს.

სანიტარიული დეპარტამენტის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ზოგადად, რაიონის ტერიტორიაზე რეგულარულად ტარდება ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები.

„დაწესებულებებში, რომელიც ჩვენ შევამოწმეთ, დაცულია ნიღბის რეჟიმი, ქუჩაშიც კი ადამიანები ატარებენ ნიღბებს. ძალიან სასიამოვნოა, რომ მოქალაქეები აცნობიერებენ პასუხისმგებლობას სხვების წინაშე.“, - აღნიშნა კოჩიევამ.

მან დასძინა, რომ მსგავსი რეიდები ჩატარდება მთელი რესპუბლიკის მასშტაბით.

როგორც ჩვენი რესპონდენტი ჩვენთან საუბრისას აცხადებს - ხელისუფლების მხრიდან არის მიღებული შესაბამისი ზომები.
,,სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარული ექიმი მარინა კოჩიევა ყოველთვის მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ატარონ პირბადეები, დაიცვან დისტანცია და სხვა ჰიგიენური წესები. ასევე უკვე ორ კვირაზე მეტია დაკეტილია რესტორნები, კაფეები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები.
ასევე ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს: სკოლები, ბაგა-ბაღები, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვა საგანამანათლებლო დაწესებულებები. ვფიქრობ, ამ ზომების მიღება ძალზედ აუცილებელიც იყო.“

სასწავლო პროცესი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში 15 ნოემბრიდან აღდგება.

,,მოსახლეობაში არ ვიტყოდი, რომ ცუდი განწყობაა, მაგრამ არც კარგი განწყობაა სამწუხაროდ. ცალკე კორონავირუსის შედეგების გამო, ცალკე დაკეტილი გზის. რთულია დაკეტილ ზონაში ყოფნა და ცხოვრება. ახალგორის/ლენინგორის რაიონში ორი უმთავრესი პრობლემაა - კორონავირუსი და დაკეტილი გზა.

დაკეტილი გზა ახალგორის მოსახლეობისთვის ძალიან რთული პრობლემაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველოსთან გახსნილი გვქონდეს გზა და იყოს თავისუფალი მიმოსვლა. ხანდახან მაინც რომ უშვებდნენ ხოლმე ხალხს თავის საქმეების გასაკეთებლად და ახლობლების სანახავად, ამაზეც დიდი მადლობელი ვიქნებოდით მოსახლეობა. ხალხი ორივე მხარეს დაყოფილი ვართ, ზოგს ცოლი ან ქმარი ყავს ქვევით, ზოგს შვილები, ზოგს და-ძმა და დეიდა და მამიდაშვილები და სხვა ახლობლები. ხალხს ერთმანეთის ნახვა გვინდა ხშირად.

ასევე საქართველოდანაც ბევრს უნდა პერიოდულად შემოსვლა, რომ ახლობლები ნახონ ხოლმე, ზოგს სახლი აქვს აქეთ, ზოგს თავისიანების საფლავზე უნდა ასვლა და ა.შ., მაგრამ დაკეტილი გზის გამო ვერაფერს ახერხებენ. არ ვიცით, როდემდე გაგრძელდება ესე. სულ გზის გახსნის იმედით ვართ. მაგრამ მე პირადად გზის სრულ გახსნაზეც აღარაფერს ვამბობ. ადამიანი საჭიროებების დროს ხანდახან მაინც გაუშვან, ან შემოუშვან ხოლმე. რა არის ამაში ასეთი ძნელი, მე ვერ გამიგია.

მაგალითად, ადამიანს ელემენტარულად როდესაც რამე საქმეები აქვს, ან ახლობლების ნახვა უნდა, ან მაგალითად ახლობლის დაკრძალვაზე უნდა წასვლა, ამ შემთხვევაშიც კი არ გიშვებენ, როგორც არ უნდა ეხვეწო და ემუდარო ხელისუფლებას. შეიძლება იშვიათ შემთხვევაში გაგიშვან, ისიც როგორღაც დიდი სიძნელეებით და რაიმე ნაცნობობით და ა.შ. და ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია მოსახლეობისთვის.

ისე წელს უკვე საბედნიეროდ მძიმე ავადმყოფებს რიგრიგობით უშვებენ საქართველოში და ესეც კარგია რა თქმა უნდა მოსახლეობისათვის. ამაზეც მადლობელი ვართ. თავიდან ესეც თითქმის ვერ ხერხდებოდა. ვისაც შეუძლია, და სხვა გზას აღარ უტოვებენ, ის ჩუმადაც გადადის საზღვარს ტყეებზე და მთებზე, რო საქმეები გააკეთოს და ახლობლები მოინახულოს. სხვანაირად საქართველოში მოხვედრა თითქმის შეუძლებელია სამწუხაროდ.

ბევრნი არღვევენ პერიოდულად ჩუმად საზღვარს, განსაკუთრებით ახალგორის მხრიდან. პირადად მე ძალიან მესმის ხალხის მდგომარეობა. ვაღიარებ, ერთხელ მეც მომიწია ჩუმად წასვლა, რომ ახლობლები მენახა და საქმეები გამეკეთებინა. მერე დიდი სიძნეელბით შემოვედი საბედნიეროდ. მოკლედ ესეთი მდგომარეობა და ამბებია ახალგორის რაიონში. ყველანი ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დროში ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება.“ - გვიამბობს ჩვენი რესპონდენტი ახალგორიდან.


შენიშვნა რედაქციისგან: მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.