Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
მესაფლავე გორიდან


დავით ავაზნელისთვის წელს ყველაზე დასამახსოვრებელი ის ფაქტი იყო, რომ 26 წლის გოგოს საფლავი გათხარა. ქალი კორონავირუსით იყო გარდაცვლილი და ჭირისუფლებს ცხედარი საავადმყოფოდან შეფუთული მიუტანეს.

,,დღესაც ერთი საფლავი გავთხარე, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილი დაკრძალეს. მე სულ 2 წელია რაც დავიწყე მუშაობა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ისეთ ფაქტებს შევესწრებოდი, რაც გამაოცებდა.'' - ამბობს დათო.

გარდა კორონავირუსით გარდაცვლილებისა, მას საკმაოდ ტრაგიკული მოვლენების შედეგად მიღებული მწუხარების გაზიარებაც უწევს.

,,მაგრამ კორონავირუსით რომ ნამდვილად კვდებიან ადამიანები, ეს ნამდვილად ასეა. ზოგი ჭირისუფალი ერიდება ამის აღიარებას, მაგრამ მე ხომ ვიცი და ვხედავ? საავადმყოფოდან რომ მოყავთ ცხედარი? ამაში რა არის დასამალი? ზოგს არც ერიდება და პირდაპირ ამბობს, რომ ვირუსით გარდაიცვალა მისი ახლობელი' - გვეუბნება დავით ავაზნელი.



მას  ვერ წარმოედგინა, რომ სასაფლაოზე მუშაობის პერიოდში კიდევ ბევრ ისეთ ამბავს გაიგონებდა, რაც განაცვიფრებდა:

,,მე სულ სხვა გეგმები მქონდა. ვიყავი წარმატებული მოკრივე. ვიყავი ნაკრების წევრი, ბევრი წარმატება მაქვს მიღწეული საბჭოთა კავშირის პერიოდში, მაგრამ ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, რომ საბოლოოდ ამ საქმეს მივყევი  - რომ ქალაქს გამოვადგე'' - ამბობს დათო. მან არ გაგვიმხილა ის დიდი ტრაგედია, რაც მის ცხოვრებაში მოხდა და რამაც მისი ცხოვრება შეცვალა, თუმცა აღნიშნავს, რომ ნანობს მშობლებს რომ არ დაუჯერა:

,,ყველაზე ძალიან ამას ვნანობ, რომ არ დავუჯერე მშობლებს. ისინი ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერები იყვნენ და არიან. დღესაც ცოცხლები არიან, მაგრამ მოხუცდნენ. მე თვითონ უცოლშვილო ვარ. ცხოვრება და დრო დავკარგე ფაქტობრივად. როდესაც დავფიქრდი ჩემს ცხოვრებაზე, მაშინ უკვე წლები გასული იყო. ყველაფერს ცუდს თავი დავანებე და დავიწყე მუშაობა. ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილზე. დღეს, როგორც ხედავთ, აქ ვარ'' - ამბობს დავით ავაზნელი.

დათომ ტინისხიდის საჯარო სკოლა დაამთავრა, შემდეგ ცხინვალის ინსტიტუტში ფიზკულტურის კათედრა დაამთავრა. სკოლაშიც მუშაობდა სპორტის მასწავლებლად.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.