Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტის 10 წარჩინებულ სტუდენტს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა სტიპენდია დაუნიშნა
გორში 10 წარჩინებულ სტუდენტს, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა, სტიპენდია დაუნიშნა.

სტიპენდიანტი სტუდენტები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები არიან.

მათი მონაწილეობით, სტუდენტური ღონისძიებები, 2021 წლის 15-21 ნოემბრის ჩათვლით, სტუდენტთა კვირეულისა და კამპანია "მომავალი პედაგოგის" ფარგლებში, რამდენიმე ქალაქში გაიმართება.

ღონისძიების პარტნიორი, გორის უნივერსიტეტის გარდა, კიდევ 5 უნივერსიტეტია.

"გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა", რომელიც მეხუთე წელია წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, გასულ წელს სპეციალური სტიპენდიები დააწესა გორის უნივერსიტეტის იმ წარმატებული სტუდენტებისთვის, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან.

18 ნოემბერს, აღნიშნული კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა გორის უნივერსიტეტში. ღონისძიების დროს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ბერიკა შუკაკიძემ, ფონდის დირექტორმა, ბატონმა ზურაბ კერვალიშვილმა, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა ალექსიძემ წარჩინებულ სტუდენტებს მიულოცეს ფონდის სტიპენდიანტობა და სამომავლოდ არაერთ საინტერესო ღონისძიებაში ჩართვა შესთავაზეს. სტუდენტებს ასევე მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს გორის უნივერსიტეტის პროფესორებმა ლაურა ელიაურმა და ნოდარ მირაზანაშვილმა.

ფონდის სტიპენდიანტებმა ღონისძიების დროს ჩაატარეს იმიტირებული გაკვეთილი - "ჩემი პირველი გაკვეთილი".

ღონისძიებას დაესწრენ "გუდავაძე-პატარკაციშვილის" ფონდის წარმომადგენლები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომდგენლები, საჯარო სკოლის პედაგოგები.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.