Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
ზეღდულეთში საძოვრებს კერძო მფლობელები საკითხის მოგვარებამდე ვერ დაამუშავებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში საძოვრებს საკითხის გადაწყვეტამდე კერძო მფლობელები ვერ დაამუშავებენ.

ამის შესახებ დაპირება ჯერ გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შემდეგ კი, - გუბერნატორმა ვლადიმერ მჭედლიძემ გასცეს.

სადავო მიწის ნაკვეთებზე, როგორც მოსახლეობა აცხადებს, სამუშაო პროცესი ღამის საათებში მიმდინარეობს, რაც ადგილობრივების პროტესტს იწვევს.

ზეღდულეთის მოსახლეობამ შეკრება სოფლის ცენტრში დილიდან დაიწყო. ისინი 10 დღის წინ გაცემული პირობის შეუსრულებლობაზე საუბრობდნენ. ანალოგიური აქცია სწორედ მაშინ გაიმართა.

გორის მერი მოსახლეობას შეპირდა, რომ იშუამდგომლებდა კერძო მფლობელებთან და ქონების გამოსყიდვის საკითხზე იმსჯელებდნენ. თუმცა, რა ფორმით და რა პირობით მიმდინარეობს ეს მოლაპარაკება, ამის თაობაზე საჯაროდ არავინ საუბრობს.

დღეს დილით სოფლის ცენტრში შეკრებილი ზეღდულეთელები ავტობანისკენ დაიძრნენ. ისინი პოლიციამ შეიკავა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მთავარ მაგისტრალამდე შემოვლითი გზით მაინც შეძლეს.

მთავარ მაგისტრალზე სამართალდამცველთა მობილიზებულები იყვნენ და მოსახლეობას გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.



ზეღდულეთის სადავო მიწების გაყიდვის ქრონოლოგია ასეთია:

საჯარო რეესტრის მიხედვით, 2021 წლის ოქტომბრიდან კერძო პირები არიან: გიგა ქათამაძე, ლაშა ჯღენტი, კახა შავდათუაშვილი (კომპანია ელგრანდის სახელით), რომლებმაც 2021 წლის განმავლობაში, მიწა კომპანია ,,ფუდლენდისგან'' შეიძინეს.

,,ფუდლენდს'' საკუთრებაში მხოლოდ მცირე რაოდენობა დარჩა. ფუდლენდი დააფუძნეს ინდოელმა ინვესტორებმა. თავდაპირველად ეს მიწის ნაკვეთები 2009 წელს შეიძინა კერძო პირმა თამაზ მღებრიშვილმა. მღებრიშვილმა კი ის ფუდლენს მიჰყიდა.

საილუსტრაციოდ იხილეთ ფოტო



ამ კომპანიებს ინდოელი ინვესტორი ხელმძღვანელობდა. იგი მიწის ნაკვეთს 2011 წლიდან ვერ ამუშავებდა.

მიწის საერთო ფართობია 75 ჰა, რომელიც შემდეგ დანაწილდა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.