Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
ქარელში მარტოხელა ქალმა - 81 წლის პენსიონერმა სოცსააგენტოს პროცესი მოუგო
ქარელში მცხოვრებ, 81 წლის მარტოხელა პენსიონერს, რომელსაც აღენიშნება ქრონიკული ჰიპერტენზია, ამასთანავე მარჯვენა თვალში დაკარგული აქვს მხედველობა, მარცხენა თვალზე საჭიროებს ოპერაციას, რომლის ღირებულების გადახდის საშუალება მას არ გააჩნია, ქარელის სოციალური მომსახურების სააგენტო სასამართლოში უჩივის.

81-წლის ქალის საქმე ჯერ ქარელის მაგისტრმა მოსამართლემ განიხილა, შემდეგ კი დავამ თბილისში, სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა.

ქარელის მაგისტრმა მოსამართლემ დაადგინა, რომ პენსიონერის სარეიტინგო ქულა სოციალური მომსახურების სააგენტომ არასწორად გამოთვალა. მოსამართლემ სააგენტოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭება დაავალა.

მიუხედავად ამისა, ქარელის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები აღნიშნულ დავას არ ასრულებენ, ხოლო ქარელის მაგისტრი მოსამართლის გადაწყვეტილება თბილისში გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლომ 81-წლის ქალის პრეტენზიები სამართლიანად მიიჩნია.

ქარელის მომსახურების სააგენტო არც ამით დაკმაყოფილდა და 2021 წლის 17 ივნისს საჩივარი უზენაეს სასამართლოში წაიღო. უზენაესმა სასამართლომაც დაადგინა, რომ მარტოხელა პენსიონერის სარეიტინგო ქულა არასწორადაა დათვლილი.

დღეს რა ღონისძიებებს გაატარებს ამ მხრივ ქარელის სოცსააგენტო, უცნობია. ხელძღვანელი უჩა ელბაქიძე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

81-წლის პენსიონერი საარსებო შემწეობას 2015 წლიდან იღებდა. მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭების გამო საარსებო შემწეობის გაცემა და სადაზღვევო პოლისით მომსახურება 2019 წელს შეუწყვიტეს, 3 წლის განმავლობაში პენსიონერი დახმარების აღდგენას ცდილობს.

შევსებულ დეკლარაციაში სოციალურმა აგენტმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე სარგებლობს 75 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით და ამასთანავე ფლობს 0.08 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. გადამოწმების შედეგად მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 71 770. პენსიონერის განმარტებით, სახლი, რომელშიც ცხოვრობს, საცხოვრებელი მიზნებისათვის იგი იყენებს მხოლოდ 20.72 კვ.მ.-ს. ხოლო მიწის ნაკვეთი არის სხვა პირის საკუთრება.

მოსამართლის განცხადებით, დადგენას საჭიროებს სოციალური აგენტის მიერ დეკლარაციაში საცხოვრისის ფართობის სწორად ასახვა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ზუსტად ასახვის მნიშვნელობის სათანადოდ განმარტება.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.