Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ქარტიის განცხადება - ,,დაუშვებელია, მედიას შეეზღუდოს საკრებულოს სხდომებზე დასწრების უფლება''
ქარტიისთვის მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წლის 17 დეკემბერს, კასპის
საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს ტელეკომპანიების, „მთავარი არხის”,
„TV პირველისა” და „ფორმულას” გადამღები ჯგუფები. ჟურნალისტების
თქმით, მათთვის არ უჩვენებიათ რაიმე დოკუმენტი, რის საფუძველზეც არ
მისცეს საშუალება, გაეშუქებინათ სხდომა, რომელზეც საკრებულო კასპის
2022 წლის ბიუჯეტს განიხილავდა.
ვიდეოში, რომელიც დარბაზში საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაიღეს და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა, ისმის, რომ საკრებულოს თავმჯდომარე შეზღუდვის მიზეზად კოვიდრეგულაციებს ასახელებს, რასაც იქვე მოჰყვება პროტესტი. ტელეკომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, საკრებულოს წევრებს ჟურნალისტებთან ეს მიზეზი არ დაუსახელებიათ და არც კოვიდ ბარათები მოუთხოვიათ.
საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს სხდომები საჯაროა და მედიას მათზე დასწრებისა და გაშუქების უფლება აქვს.
ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს, მედიას შეეზღუდოს ეს კანონიერი უფლება, საზოგადოებამ კი ვერ მიიღოს ინფორმაცია მისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებიც ახლა თვითმმართველობის ორგანოებში ვითარდება.
ბოლო პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გახშირდა. მაგალითად, საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრიფინგებზე, 2021 წლის 22 ნოემბერსა და 8 დეკემბერს, მედიასაშუალებების ნაწილი არ შეუშვეს. მსგავსი მიდგომა ჰქონდა მედიის მიმართ 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროსაც.
მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტონ ამგვარი პრაქტიკა და მისცენ ჟურნალისტებს საშუალება, თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, რათა მოქალაქეებმა მიიღონ ინფორმაცია მათ მიერ არჩეული და მათ წინაშე ანგარიშვალდებული სახელისუფლო ორგანოების საქმიანობის შესახებ.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |