Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
მოზარდებში ჰიგიენის დაცვის ხელშეწყობისა და ინფექციის პრევენციის საკითხებზე ახალი პროექტი იწყება
გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტიორობით ახალი პროექტი იწყება მოხალისე მოზარდებისთვის. პროექტი ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’-ს მიერ. პროექტის მიზანია მოზარდებში კორონავირუსის გავრცელების პრევენცია ჰიგიენის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარების გზით. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია.

- პირველ ეტაპზე, კონკურსის გზით შეირჩევიან 13-დან 19 წლამდე მონაწილეები - მთელი ქვეყნის მასშტაბით. მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, წინასწარი რეგისტრაციის გზით.

- პროექტი განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მოზარდები ახალგაზრდულ კლუბებს დააფუძნებენ, კლუბების ძირითადი საქმიანობა კი ადგილობრივ თემში ჰიგიენის საკითხებისა და მოხალისეობრივი იდეის პოპულარიზება იქნება.

- პროექტის მიმდინარეობისას თანასწორ-განმანათლებლები გაივლიან თემატურ საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიებს, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კომპეტენციების ამაღლებას. მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კი თანატოლებს გაუზიარებენ თავიანთ თემში. მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ მოიპოვონ მიკრო გრანტები და განახორციელონ მცირე, ლოკალური პროექტები. ისინი თავად შექმნიან ეფექტურ მოხალისეობრივ სერვისებს ადგილობრივი თემისა და თანატოლებისთვის საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის ყველაზე მოწყვლად რეგიონებში.

- პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებსა და ღონისძიებებს გაუძღვებიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, სპეციალისტები და სხვა დარგების ექსპერტები.

- პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ, მოზარდების აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ისეთი პროგრამების არსებობა, რომელსაც თავად ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ, რათა ხელი შეუწყონ ჰიგიენის დაცვას, ვირუსის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებებს.

იხილეთ სარეგისტრაციო ბმული




Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.