Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
გორის სასამართლოში მამაკაცის საჩივარი გამოჩნდა, რომელსაც გორის პოლიცია 17 წელია ეძებს
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მოქალაქე ჩივის, რომ მისი განცხადება გორის სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში არ გადაგზავნა. ამის გამო, გასაჩივრების უფლება წაართვეს და აცხადებს, რომ 17 წლის წინ მომხდარ ფაქტზე მას არავითარი ბრალი მიუძღვის.

საქმე ეხება სოფელ ზერტში, ღვთისმშობლობის დღესასწაულზე მომხდარ ფაქტს. პროკურატურის ცნობით, რამდენიმე პირი მოქალაქეს დაესხა თავს და მძევლად აიყვანა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, გორის პოლიციამ 2 პირი დააკავა, ხოლო მესამე პირის მიმართ ძებნა გამოაცხადა.

ფაქტიდან 17 წლის გასვლის შემდეგ, ძებნილმა მოქალაქემ  გორის სასამართლოს მიმართა. 

,,2006 წლის 11 მარტიდან ცხოვრობს და მუშაობს უცხოეთში, მან გორის რაიონული სასამართლოს განაჩენის თაობაზე მხოლოდ 2021 წლის 22 მარტს შეიტყო; აღნიშნულის შემდეგ, მეორე დღესვე (ე.ი. 2021 წლის 23 მარტს), მიმართა ნოტარიუსს და დაამოწმებინა განცხადება და მინდობილობა, რომელიც საქართველოში 2021 წლის 14 აპრილს ჩამოვიდა. გამოიყენა გორის რაიონული სასამართლოს განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება – მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე, მაგრამ, ვინაიდან გაცდენილი ვადა არ აღუდგა (რასაც დაცვის მხარე აგრეთვე არ ეთანხმება), შესაბამისად, ვადის აღდგენის თაობაზე შუამდგომლობასთან ერთად წარდგენილი სააპელაციო საჩივარი გორის რაიონულმა სასამართლომ განსახილველად არ გადააგზავნა სააპელაციო სასამართლოში.'' - აღნიშნულია ადვოკატის სააპელაციო საჩივარში.

ადვოკატი იმასაც უთითებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაულებრივ ფაქტთან არავითარი კავშირი აქვს, რადგან შემთხვევის დღეს, 2004 წლის 21 სექტემბერს, მათთან ერთად არ ყოფილა და არც ,,ოპელის" მარკის ავტომანქანის საჭესთან მჯდარა. ასევე, დანარჩენ ორ ბრალდებულეს არ მიუთითებიათ, როგორც მათი ჯგუფის წევრზე. დაზარალებული კი აღნიშნავს, რომ მანქანა, რომელშიც თავდამხსმელები ისხდნენ, ძებნილს ეკუთვნოდა და სოფელში მსგავსი, სხვას არავის ჰყავდა.

გორის პროკურატურა მამაკაცს ედავება 2004 წლის 21 სექტემბერს, ზერტში მომხდარ ფაქტზე.

სასამართლოს განმარტებით, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მის დაუსწრებლადგამოიტანა, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვეში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.