Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
პროექტი : "საქართველოში შშმ პირებისთვის უკეთესი ინფრასტრუქტურისა და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა"
ადვენტისტებური განვითარებისა და დახმარების სააგენტომ (ADRA) - საქართველომ, პოლონური ფინანსური დახმარებით დაიწყო პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების დასახმარებლად. პროექტი სახელწოდებით "საქართველოში შშმ პირებისთვის უკეთესი ინფრასტრუქტურისა და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა", რომელიც დაიწყო 2021 წლის აგვისტოში და დასრულდა 31 დეკემბერს.

პროექტის განმავლობაში ADRA საქართველო თანამშრომლობდა 3 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ესენია "ბილიკი", "ბავშვი და გარემო" და "ბავშვი, ოჯახი საზოგადოება". 

პროექტი მიზნად ისახავდა შშმ პირთათვის 3 ახალი დღის ცენტრის განახლებას და დაარსებას, აგრეთვე პერსონალის მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების ხელშეწყობას საქართველოს სამ რეგიონში, გორში, ჭიათურასა და მარნეულში. პროექტის ძირითადი მიზნები იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზრდილებისთვის განათლებისა და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

პროექტის განმავლოაბში მოხდა სამივე დღის ცენტრის ინფრასტრუქტურის ძირითადი ცვლილებები, მათ შორის იატაკის, კედლების, ჭერის, დამონტაჟდა წყლის, ელექტრო ენერგისაა და გათბობის სისტემები. მოეწყო სამზარეულო, სხვადსხვა ფუნქციური ოთახები და ასევე გაკეთდა პანდუსი. ცენტს აგრეთვე გადაეცა საჭირო აღჭურვილობა, ლოგოპედის, ოკუპაციური თერაპიისა და ფიზიოთერაპიისთის.

საზოგადოება "ბილიკის" ოპერატიული ზონა მოიცავს შიდა ქართლის რეგიონს (გორი).



დღესდღეისობით ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ვერ იღებს საჭირო რეაბილიტაციას. ამ პრობლემის საპასუხოდ არასამთავრობო ორგანიზაცია "ბილიკმა" დახმარება გვთხოვა გორში "ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის" დაარსებაში. მათ აქვთ შენობა, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოუყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დასახმარებლად. ამ შენობაში არსებობს ადრეული ინტერვენციის ცენტრი, რომელიც 2019 წელს ასევე პოლონეთის დახმარებით გაკეთდა და ის ამჟამად წარმატებით ფუნქციონირებს და ზრუნავს 80-მდე ბენეფიციარზე. ამავე შენობაში იყო თავისუფალი ადგილი, სადაც შეიძლებოდა რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრის მოწყობა. ეს ფართი ცუდ მდგომარეობაში იყო, ამიტომ საჭირო იყო სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რათა სარეაბილიტაციო ცენტრის ფუნქციონირებისთვის შესაფერისი ყოფილიყო. შესრულებულია შემდეგი სამუშაო:

1) დამონტაჟდა 7 შიდა კარი და შეცვალა 12 ფანჯარა; 2) გათბობის სისტემა; 3) ელექტროსისტემა; 4) შეიქმნა 5 ფუნქციური ოთახი; სარეაბილიტაციო ოთახი, სავარჯიშო ოთახი, გასახდელი ოთახი, მოსაცდელი, საშხაპე ოთახი.



ჭიათურაში ფუნქციონირებს ორგანიზაცია "ბავშვი და გარემო" (C&E), სადაც 2002 წლიდან არსებობს ბავშვთა დღის ცენტრს, რათა დაეხმაროს საქართველოში მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს. ჭიათურის რაიონის სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს (2019) მონაცემებით, შშმ პირთა რაოდენობა რაიონში 1625 ადამიანია, აქედან 77 6-18 წლის ბავშვია (ამ პროექტის ბენეფიციარები).

პროექტის ფარგლებში ADRA საქართველომ პოლონეთის დახმარებით გაარემონტა შშმ პირთა დღის ცენტრის შენობა და გადაამზადა მასწავლებლები.

თავისუფალი ადგილი საჭიროებდა სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რათა შესაფერისი ყოფილიყო ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ცენტრის გასამართად. შესრულებულია შემდეგი სამუშაოები: 1) გარემონტდა იატაკი, ჭერი და კედლები; 3) ინვალიდის ეტლის პანდუსი; 4) შეცვლილია როგორც მთავარი შესასვლელი, ასევე შიდა კარი, ასევე ფანჯრები; 5) ელექტრო კაბელი, 40 ჩამრთველი და ელექტრო სოკეტი და 58 განათების წერტილი; 6) გათბობის სისტემა. რემონტის მიუხედავად, ასევე იყო ონლაინ ძოომ ტრენინგი მასწავლებლებისთვის. ახლა ცენტრში შშმ ბავშვებს ექნებათ კლასები, რომლებსაც გაუძღვებიან სპეციალური მასწავლებლები, ლოგოპედი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი და მუსიკის მასწავლებელი. 

ახალი ცენტრების მდგრადობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად MAC Georgia- მ სამივე ცენტრში ჩაატარა პერსონალის სპეციალიზებული ონლაინ ტრენინგი ოქტომბერსა და ნოემბერში. ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა "დამოუკიდებელი ცხოვრების უნარები და ფუნქციური რეაბილიტაცია" და "ქცევის მართვა" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ ცენტრები ოფიციალურად გადაეცა შესაბამის პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მადლობას ვუხდით პოლონეთს ამ პრიორიტეტული პროექტის დაფინანსებისა და საქართველოს ხალხის მუდმივი მხარდაჭერისთვის.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის მიერ. პუბლიკაცია გამოხატავს ექსკლუზიურად ავტორის შეხედულებებს და არ შეიძლება მისი იდენტიფიცირება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციასთან.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.