Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
მამაკაცი, რომელიც 82 წლის მამამ დაჭრა, გარდაიცვალა - ცნობა ,,გორმედიდან''
მამაკაცი, რომელიც მამამ დაჭრა, გარდაიცვალა. ამის შესახებ გორმედის კლინიკის ექიმებმა განაცხადეს.

47 წლის გიორგი მეგრელიშვილის გარდარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, გორის შს სამმართველოს ცნობით, 82 წლის კარლო მეგრეშვილმა ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა შვილს, გიორგი მეგრელიშვილს.

,,გორმედის'' ექიმის, ტატო ქაჯაიას თქმით, პაციენტს დაზიანებული ჰქონდა კუჭი, ღვიძლი, პანკრეასი, ფილტვი და წვრილი ნაწლავი. პაციენტს ასევე ხელის მტევნებზე, თავისა და წინამხრის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შვილის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ 82 წლის ასაკის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა გუშინ 2 თებერვალს შეუფარდეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე შალვა კაკაურძემ მიიღო და პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდებული მამაკაცი აცხადებს, რომ ის შვილის მხრიდან ძალადობას სისტემატიურად განიცდიდა. სხდომათა დარბაზში მოსამართლეს გატეხილი თავიც აჩვენა.

,,რაც ახალი წლები დაიწყო, სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი. ძირს დამაგდებდა ხოლმე და ზედ მახტებოდა ხოლმე. სულ მტკივა ძვლები'' - განაცხადა კარლო მეგრელიშვილმა.

ადვოკატ თამარ თედლიაშვილის განცხადებით, მამაკაცი იმყოფებოდა აფექტურ მდგომარეობაში და, შესაბამისად, ბრალად შერაცხული ქმედება არ იყო განზრახ ჩადენილი. ადვოკატი ამბობს, რომ ძალადობის ფაქტებზე მამას შვილის წინააღმდეგ არასდროს უჩივლია, რადგან არ უნდოდა შვილის ციხეში გაშვება.

ხოლო წინასწარ პატიმრობაში ხანდაზმული ადამიანის დატოვება, ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საშიშია.

,,როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, იგი სისტემატიურად განიცდიდა ძალობას, სხვადასხვა მიზეზით - შვილი სთხოვდა თანხას, სასმელს და ა.შ. მას დანაშაული არ ჩაუდენია განზრახ, რადგან ეს გამოწვეული იყო იმ სიტუაციიდან გამომდინარე, როგორშიც ცხოვრობდა' - განაცხადა ადვოკატმა.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.