Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
თვითღირებულების დასაფარავად გორში ტრანსპორტის სააგენტოს 4-ჯერ მეტი მგზავრი სჭირდება
გორის ტრანსპორტის სააგენტოს, დღევანდელი მონაცემებით, ერთი მგზავრის გადაყვანა 2,13 ლარი უჯდება, მაშინ, როდესაც ბილეთის ფასია 0.5 ლარი.

კომპანიის დირექტორი ზურაბ ჯირკველიშვილი განმარტავს, რომ აუცილებელია მგზავრთა რაოდენობა გაიზარდოს, ან მიუახლოვდეს იმ ნიშნულს, რომელიც უფასო მგზავრობის დროს იყო.

2021 წლის 10 მაისამდე, ლურჯი ავტობუსებით მგზავრობდა 5-6 ჯერ მეტი მგზავრი, ვიდრე ახლა. 2021 წლის 10 მაისის შემდეგ მგზავრობა ფასიანი გახდა.როგორც ზურაბ ჯირკველიშვილი განმარტავს, ბილეთის მყიდველთა რაოდენობა შეადგენს იმ მგზავრების 20-25%, რომლებიც უფასო მგზავრობის დროს სარგებლობდნენ.

,,იმ დროს, როცა მგზავრობა იყო უფასო, ადამიანთა ნაწილი ერთობოდა და დასეირნობდა ქალაქში"" - აღნიშნავს დირექტორი.

მისი განმარტებით, კომპანიის ხელმძღვანელობას თავიდან ჰქონდა იმის განცდა, რომ მგზავრები დაბრუნდებოდნენ ლურჯ ავტობუსებში. მაგრამ ეს მოლოდინი აღარ გამართლდა. ჯირკველიშვილის ინფორმაციით, ერთი მესამედი აღარ მგზავრობს.

ტრანსპორტის კომპანიისთვის გამოსავალი არის ის, რომ გააქტიურდეს მოსახლეობა.

,,ეს არ არის ისეთი თანხა, რომლის გადახდა გაუჭირდება მოსახლეობას. რადგან, როცა კერძო სექტორი მუშაობდა, ყველა იხდიდა მიკროავტობუსში. ყველა ვალდებული იყო გადაეხადა, თან მაშინ უფრო ძვირი იყო. საჭიროა მგზავრთა რაოდენობა გაიზარდოს 4-ჯერ." - აღნიშნავს ჯირკველიშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ მგზავრთა რაოდენობა არ გაიზრდება, კომპანიის დირექტორს იმედი აქვს, რომ დამატებითი თანხები რეკლამებიდან შევა.

გორში, ლურჯი ავტობუსები მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით იყიდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ გააუმჯობესოს მგზავრთა გადაყვანა.

,,ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ კომპანიები უნდა იყვნენ ორიენტირებული და ჩამოყალიბებული, როგორც ევროპული კომპანიები. ამიტომ, ამ ვალდებულებების შესრულება არაა მარტივი. 2020 წელს კომპანიაში სულ 2-3 კაცი მუშაობდა. იწერებოდა დებულებები, შრომის პირობები, მუშავდებოდა მოძრაობის გრაფიკები, ხელშეკრულებები. იყო ძალიან დაძაბული სამუშაო."" - აღნიშნავს ჯირკველიშვილი და უთითებს იმ გარემოებაზე, თუ რა რთულ პირობებში უწევს კომპანიას მუშაობა.

,,პირველ პერიოდში დაიწყო ტესტურ რეჟიმში მუშაობა. მგზავრობის გადასახადს არ ახდევინებდნენ. ეს ძალიან ცუდად დაგვიბრუნდა. ჩვენი მოქალაქეები შეეჩვივნენ უფასო მგზავრობას. ამან გვაფიქრებინა, რომ შეიქმნას კონტროლისა და დაჯარიმების სისტემა. ამას სჭირდებოდა, შესაბამისი აპარატის მოძიება და ა.შ. მათ შორის შს და იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმება. ახალი წლის შემდეგ დაიწყო დაჯარიმების პროცესი. სხვანაირად შეუძლებელია განხორციელდეს შემოსავლის მიღება. რომ არა ეს ღონისძიებები, კვლავ ბიუჯეტზე ვიქნებით დამოკიდებული."" - აღნიშნავს ჯირკველიშვილი.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.