Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
ქარელის 3 სოფელში კომპანიამ ახალი მინი სტადიონების მშენებლობის დროს ღობის სიმაღლე დაუკითხავად შეამცირა
ქარელის 3 სოფელში (ვედრება, სამწევრისსა და მოხისში) აშენებულ ახალი მინი სტადიონების ღობე 10 სმ-ით დაბალი აღმოჩნდა. ამის შესახებ დასკვნა ქარელის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მოამზადა.

დასკვნის საფუძველზე, კომპანიას გაფრთხილება მიეცა. თუმცა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 96% ანაზღაურებული აქვს. ქარელის მერიაში განმარტავენ, რომ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო, კომპანიას პირგასამტეხელო დაეკისრა.

ქარელის მერიაში აღნიშნავენ, რომ მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოები ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რაც, საქმეში არსებული მასალებისა და მიმწოდებლის განმარტების თანახმად არ განხორციელებულა.

ამასთან, ფაქტი, რომ სამუშაოები შესრულდა პროექტისა და ხარისხის დაცვით და სამივე სტადიონი ფუნქციონირებდა ჩვეულებრივი დატვირთვით, არ წარმოადგენს მიმწოდებლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამომრიცხავ გარემოებას, იმდენად, რამდენადაც, მერიის განმარტებით, კომპანიამ სამუშაოები აწარმოა განსხვავებულად შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეუთანხმებლად და საქმეში არსებული მასალების თანახმად, მას მერიის არ მიუმართავს ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანის მოთხოვნით.

ქარელის მერიის პრეტენზია შესყიდვების სააგენტოში განიხილეს. სააგენტო მიიჩნევს, რომ სახეზეა მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი.

კომპანიის წარმომადგენლის, ვახტანგ კუჭაშვილის წერილობითი განმარტების თანახმად, სამივე სოფელში სტადიონის მიწისზედა სარტყელის სიმაღლე გათვალისწინებული იყო 40 სმ, რაც იწვევდა დამატებითი კიბის მოწყობის აუცილებლობას, რის გამოც მიმწოდებელმა მოაწყო 30 სმ მიწისზედა სარტყელი (შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეუთანხმებლად), რის შესაბამისადაც მიმწოდებელმა ხარჯთაღრიცხვიდან ამოიღო ზედმეტი მასალები ხარჯებთან ერთად. მიმწოდებლის განმარტებით, სამუშაოები შესრულდა პროექტისა და ხარისხის დაცვით და სამივე სტადიონი ფუნქციონირებდა ჩვეულებრივი დატვირთვით.

მართალია, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შესრულდა არაჯეროვნად, თუმცა სააგენტო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 96%. ამდენად, სააგენტო მიიჩნევს, რომ, ამ ეტაპზე, ი.მ. ვახტანგ კუჭაშვილის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი და მიზანშეწონილია მის მიმართ გაფრთხილების გამოყენება.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.