Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
მეცხოველეობა შიდა ქართლში – ლევან დავითაშვილის მინისტრობის დროს
სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, შიდა ქართლში,
2016-2020 წლებში, ყველაზე მეტად მეღორეობა განვითარდა. შემდეგ მოდის
ცხვრის წარმოება, ბოლო ადგილი უკავია მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს.
რეგიონში, 2016 წლიდან 2021 წლამდე, თითქმის 10 000 სულითაა შემცირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის წარმოება.
ლევან დავითაშვილი დღეს ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. 2016 წლიდან ის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ზრუნავდა. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ დავითაშვილის სამიზნე მეცხოველეობა არ ყოფილა.
შიდა ქართლის მთიანი ნაწილი მესაქონლეობის განვითარების კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს. რეგიონის განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტში განხილული იყო, რომ 2014-2021 წლებში შესაძლებელი იყო ამ პოტენციალის გამოყენება:
დოკუმენტში ვკითხულობთ: ,,განსხვავებული სურათია მეცხოველეობის კუთხით, რადგან რეგიონი ამ დარგის თითქმის არცერთ კატეგორიაში არ იკავებს წამყვან ადგილს; შედეგად, მეცხოველეობასა და ხორცის წარმოებას, სხვა რეგიონებთან შედარებით, არ უკავია პრიორიტეტული როლი შიდა ქართლის რეგიონში და ამ მხრივ, რეგიონი მე-5, მე-6 ან მე-7 ადგილზე გვხდვება წარმოების მაჩვენებლებით. ღორის ხორცის წარმოებაში რეგიონი ჩამორჩება იმერეთს, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლს. ყველა სახის ფრინველის ხორცის წარმოების მიხედვით რეგიონი სტაბილურად იკავებს მე-6 ადგილს. რძის წარმოების მიხედვით კი შიდა ქართლის რეგიონი მე-5-6 ადგილზეა. იგივე მდგომარეობაა ფურ-კამეჩის რძის წარმოებასა და კვერცხის წარმოებაში."" - აღნიშნულია დოკუმენტში.
ბოლოს დასკვნის სახით მოცემულია:
,,მეცხოველეობის დარგში შესაძლებელია შიდა ქართლში არსებული ზრდის პოტენციალის გამოყენება, მათ შორის, რეგიონის მთა-გორიან ნაწილში, რომლის ნიადაგები არ გამოიყენება სახნავ-სათესი დანიშნულებით. ამ არეალში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემთხვევაში, შესაძლოა წახალისდეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმერული მეურნეობების მოწყობა."" - წერია შიდა ქართლის 2014-2021 წლის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტში.
ახლა ვნახოთ, როგორც შესრულდა ეს გეგმა.
როდესაც ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრად დაინიშნა, 2016 წელს, სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, რეგიონში 62 200 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავდათ. 2020 წელს კი, მისი რაოდენობა 10 ათასითაა შემცირებული და შეადგენს 52 900 სულს.
შიდა ქართლის მთა-გორიანი რაიონები შესაძლებელი იყო ასევე გამოყენებულიყო ცხვრის წარმოების გაზრდის მიზნით.
თუი 2016 წელს იყო 37 900 ცხვარი (დედა ცხვრიანად), 2020 წელს მისი რაოდენობა შეადგენს 41 600 სულს. ეს თითქმის იგივე რაოდენობაა, რამდენიც იყო 2015 წელს.
საინტერესო მონაცემებია მეფრინველეობის კუთხით. 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ფრინველის რაოდენობა მკვეთრად იზრდება. თუმცა, 2020 წელს ეცემა 34 100 სულით.
ფოტოზე: მეცხოველეობის სტატისტიკა შიდა ქართლში (სტატისტიკის დეპარტამენტი)

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |