Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
ცხინვალის ცხოვრება 1950-იან წლებში - ფოტოამბავი
ცხინვალი 1950-იან წლებში - ამ შინაარსის მასალა გამოაქვეყნა ადგილობრივმა ჟურნალისტმა, რომელშიც ფოტოგრაფ ამირან ჩოჩიევის მიერ გადაღებული ფოტოებია გამოყენებული.

ეს ის პერიოდია, როდესაც ქალაქ ცხინვალს ,,სტალინირი'' ერქვა. (1931 წლიდან). საბჭოთა კავშირის დროს, ქალაქმა სახელწოდება 1961 წელს დაიბრუნა.

,,თქვენი ბებიები და პაპები ამ დროს ახალგაზრდები იყვნენ; იყო მშვიდობა და კეთილდღეობა; ყველა ბედნიერი იყო - მიმართავს ჟურნალისტი მკითხველს.



ცხინვალი - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დედაქალაქი გახდა 1922 წელს.. საბჭოთა კავშირის დროს, პირველი აღწერა ჩატარდა 1926 წელს. იმდორისათვის ქვეყნაში მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენდა 2 666 494 მცხოვრებს [საქართველოს სტატისტიკის..., საფონდო მასალები].

მათგან  სამხრეთ ოსეთის ოლქზე მოდიოდა 3,2 % (87 375 მცხ.).



1926 წ-დან 1939 წ-მდე ოლქის მოსახლეობა გაიზარდა დაახლოებით 18 500 კაცით, ხოლო მისი ხვედრითი წილი რესპუბლიკის მოსახლეობაში შემცირდა.





1926-1939 წლებში მოსახლეობის მატებას, ხოლო 1939-1959 წლებში კი პირიქით კლებას ადგილი ჰქონდა როგორც მთლიანად სამხრეთ ოსეთში, ისე მის ცალკეულ ადმინისტრაციულ რაიონებში.( ცხინვალის რაიონის გარდა).

30 წლის (1926-1956წ) განმავლობაში ოლქის მოსახლეობა გაიზარდა 12%-ით, აქედან სოფლის მოსახლეობა 6.1%-ით.





სამხრეთ ოსეთის ოლქი გამოირჩეოდა საქართველოში 100 წლის ასაკს გადაცილებული მოსახლეობის დიდი რაოდენობით.

მოსახლეობის ეროვნული შემადგენილობის მხრივ, ოლქი საკმაო სიჭრელით ხასიათდება. აქ ცხოვრობენ ოსები, ქართველები, ებრაელები რუსები, უკრაინელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები [კვერენჩხილაძე,1968, გვ 67-75].





დღეს, ცხინვალის ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, რეგიონში ცხოვრობდა 72 000 ადამიანი, მათ შორის ცხინვალში - 30 000. აგვისტოს მოვლენების შემდეგ 2009 წელს მოსახლეობა იყო დაახლოებით 50 000 ადამიანი.







„შინამეურნეობების კვლევის“ (Итоги переписи Южной Осетии за 2015 год) თანახმად, 2012 წელს, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა იყო 51 572 ადამიანი, რომელთაგან 28 664 ადამიანი უშუალოდ ცხინვალში ცხოვრობდა. ოსები მოსახლეობის 89.1%-ს, ქართველები - 8.9%, რუსები 1%, სხვა ეროვნების წარმომადგენლები -1%-ს შეადგენდნენ.

2015 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, ე.წ.სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა 53 559 ადამიანია, მათ შორის 35 055 ურბანული მაცხოვრებელი და 18 504 სოფლის მაცხოვრებელი (В Южной Осетии происходит прирост населения).

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემების მიხედვით, აგვისტოს კონფლიქტის შედეგად სულ 163 ათასი იძულებით ადგილნაცვალი პირი იყო რეგისტრირებული. მათ შორის 36 ათასი ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა და 2008 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით მათი დიდი უმრავლესობა უკან დაბრუნდა.

დანარჩენი 127 ათასი დევნილიდან, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდა, 2008 წლის სექტემბრის მდგომარეობით 68 ათასი რუსული ჯარების მიერ კონფლიქტის გარეთ საქართველოს ტერიტორიების დატოვების შემდეგ უკან დაბრუნდა. დღეისათვის ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა დაახლოებით 26 000 ადამიანს შეადგენს და ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არიან გადანაწილებულნი.

ტექსტის წყარო:

თსუ, 2019 წელი; ცხინვალის რეგიონის რეტროსპექტივა კარტოგრაფიული და დემოგრაფიული წყაროების მიხედვით (XX-XXIსს)


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.