Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
კასპის მერიას უმტკიცებენ, რომ მისი ტენდერი კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული
კასპის მერიას ჩაეშალა ტენდერი, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტისთვის
უნდა შეძენილიყო ნაგავმზიდი. ამისათვის გამოყოფილი იყო 402 000 ლარი.
მერიის მოთხოვნის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას მანქანა 100 დღეში
უნდა ჩამოეყვანა.
ტენდერის პირობებმა ავტომწარმოებელი კომპანიების გაღიზიანება გამოიწვია. მაგალითად, კომპანია ,,ჯი-თი-გრუპმა'' აღნიშნა, რომ შეუძლებელია საზღვარგარეთიდან ნაგავმზიდის ჩამოყვანა ამ ვადაში. კონკურენტი კომპანიები აღნიშნავენ, რომ მერიას სავარაუდოდ ეგულებოდა ასეთი კომპანია, რომელსაც უკვე გააჩნდა ასეთი მანქანა და სატენდერო პირობები მასზე მოარგო.
კომპანია ,,ჯი-თი-გრუპის'' წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ თითქმის ყველა ავტომწარმოებლის შასის მოწოდების ნორმალური ვადა 4-5 თვეა, ხოლო ნაგავშემკრები დანადგარის მონტაჟს (შემდგომი ტესტირების ჩათვლით) 1 თვემდე მაინც სჭირდება.
,,აღნიშნულის ფონზე ჩვენთვის ბუნდოვანი და გაუგებარია, რატომ არ გაითვალისწინა მერიამ ბაზრის კვლევის შედეგები და სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ მიმწოდებელზე, რომელსაც ალბათ შეუძლია დასახელებულ 100 დღიან ვადაში ჩატევა, მოარგო აღნიშნული შესყიდვის პირობები. ამ პირობის დაწესებით შემსყიდველმა ხელოვნურად შეზღუდა ტენდერში მონაწილეთა წრე, რაც ეწინააღმდეგება შესყიდვის მონაწილეთა შორის ჯანსაღი კონკურენციის განვითარების, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის დამკვიდრების პრინციპებს. ამასთან გაუგებარია, რა მიზნის შესრულებას ემსახურება შემსყიდველის მიერ ამ პირობის ჩამოყალიბება. მიგვაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი მოთხოვნა დაუსაბუთებელი, არაპროპორციული და კონკურენციის შემზღუდველი, შესაბამისად უნდა შეიცვალოს და შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადად განისაზღვროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღე (6 კალენდარული თვე).'' - აღნიშნავს ,,ჯი-თი-გრუპის'' წარმომადგენელი.
,,ჯითიგრუპის'' საჩივარი შესყიდვების სააგენტოში განიხილეს და აღნიშნეს, რომ კომპანიის წარმომადგენლის საჩივარი საფუძვლიანია. ამის გამო საბჭომ მიიჩნია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ უნდა იმსჯელოს იმ საკითხზე, თუ რის საფუძველზე განსაზღვრა მან საქონლის მიწოდების ვადა, ამასთანავე, კონკრეტულ ტენდერში განსაზღვრული მოთხოვნებისა და ასევე, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, რამდენად საკმარისი იყო განსაზღვრული ვადა - არაუგვიანეს 100 (ასი) კალენდარული დღე" და რის საფუძველზე, და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
როგორც შემდგომში გაირკვა, კაპის მერიამ არა თუ დაასაბუთა, თუ რის საფუძველზე განსაზღვა 100 დღე, არამედ საერთოდ გააუქმა ტენდერი და ჯერჯერობით არავინ იცის, როდის ეყოლება კასპს ნაგავმზიდი.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |