Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
,,სასროლეთის'' გადატანა კვერნაკიდან ატენის ხეობაში - გაუხმაურებელი გეგმა გორის მერიაში
გორის მერიაში განიხილავენ საკითხს, თუ სად და როდის გადაიტანონ ე.წ. სასროლეთი (თავდაცვის სამინისტროს პოლიგონი), კერძოდ, თავდაცვის სამინისტრო თანახმაა სასროლეთი კვერნაკის ქედიდან ტანას ხეობაში გადავიდეს.

ამის შესახებ იმ სხდომის ოქმშია საუბარი, რომელიც ქალაქის განაშენიანების გეგმაზე მუშაობის დროს, სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეადგინეს.

ქალაქის განაშენიანების გეგმა 2019-2020 წლებში შეადგინეს. კომისიის წევრებმა კონსულტაციები თავდაპირველად გორის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორთან გაიარეს. შემდეგ კი ეკონომიკის სამსახურთან. მათ გენგეგმის პროექტი გააცნეს და სასაფლოს საკითხზე იმსჯელეს.

შეხვედრისას გაჟღერდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დროთა განმავლობაში პოლიგონის ტერიტორიაზე სასაფლაოს არეალი გავრცელდება, რადგან ყოველწლიურად იზრდება გორის სასაფლაოსთვის საჭირო ფართი.

უფრო მეტიც, სასაფლაოს ამჯერად მხოლოდ 130 მ აშორებს იმ წყალშემკრებ სისტემასთან, რომლითაც კვერნაკის დასახლებაში მცხოვრებლებს წყალი მიეწოდებათ. ამიტომ, მნიშნელოვანია სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მიმართულებით შეწყდეს სასაფლაოსთვის მიწების გამოყოფა.

სხდომის ოქმის მიხედვით, განიხილეს სასაფლაოს გაფართოების კონცეფცია, რომლის ფარგლებში უნდა შეფასებულიყო სასაფლაოს განვითარების რეალური შესაძლებლობა, რათა მოხდეს შესაბამისი ტერიტორიის შერჩევა. სახელმწიფო სტრუქტურებთან შეხვედრისას გამოიკვეთა რამდენიმე მოსაზრება თუ როგორ შეიძლება მოხდეს სასაფლაო ტერიტორიის განვითარება, მათ შორის, ხომ არ არის უმჯობესი მოიძებნოს ალტერნატიული ტერიტორიები სასაფლაოსთვის ქალაქის თანაბარი გადანაწილების მიზნით. მიწისქვეშა წყლებიდან გამომდინარე არსებული სასაფლაოს დასავლეთ ნაწილი განვითარების შესაძლებლობას არ იძლება, სამხრეთი და ჩრდილო ნაწილები პრობლემურია გეოლოგიური თვალსაზრისით და ამის გამო შესაძლოა ისევ სასაფლაოს გაფართოებაზე იყოს საუბარი. მერიის მიერ გამოგზავნილი არსებული ჩარჩოს მიხედვით მოიაზრება გარკვეული მიწის რესურსი (3.2 ჰა) სამხრეთით, ნუშის ბაღების მიმართულებით.

ეს საკითხი განიხილეს გორის მუნიციპალიტეტის მერიაშიც. ეკონომიკური სამსახურის ქონების, ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირების განყოფილებების; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების პოზიცია ასეთია:

,,აღინიშნა, რომ სასაფლაოსთვის დამატებითი ტერიტორიის გამოყოფა შესაძლებელია მხოლოდ მის უკანა ფერდობზე. სხვა შემთხვევაში ეს იქნება უსამართლო ქმედება, რამეთუ არსებული სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი იჯარით არის დატვირთული. ასევე, 30 ჰა კერძო ტერიტორიაზე ნუშის ბაღებია გაშენებული. დაახლოებით 100 ჰა კი ასევე კერძო საკუთრებაში. ყოველი ეს შეუძლებელს ხდის აქ სასაფლაოს განვითარებას. აღინიშნა, რომ სასაფლაოს შევსების შემთხვევაში უნდა დაწესდეს გარკვეული სახის შეზღუდვა, რაც არ გამოიწვევს მის გაზრდას. აუცილებელი არ არის სასაფლაო ტერიტორიების ერთმანეთთან ბმა, უნდა მოხდეს სასაფლაოს ახალ ტერიტორიაზე განთავსება'' - წერია დოკუმენტში.

და სად არის ეს ახალი ტერიტორია? კომისიის წევრები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სასაფლაო უნდა გავრცელდეს პოლიგონის ტერიტორიაზე:

ოქმში ვკითხულობთ:

,,სასროლეთის გადატანასთან დაკავშირებით მოთხოვნა უნდა დაფიქსირდეს შიდა ქართლის გუბერნატორის მხრიდან. თავდაცვის სამინისტრო თანახმაა, გარემოს დაცვის სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, სასროლეთისთვის ალტერნატიულ ტერიტორიად მოიაზროს ატენის ხეობა, ან სხვა ალტერნატიული ტერიტორია გორის მუნიციპალიტეტთან შეთანხმების საფუძველზე. საუბარია მხოლოდ სასროლეთის და არა ბაზის გადატანაზე, რომლის საფუძველი სოციალური ფაქტორებია.'' - წერია ოქმში.

,,გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის ქონების, ტრანსპორტისა და გარერეკლამის რეგულირების განყოფილებების; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების პოზიცია ასეთია:

,, სასროლეთის გადატანის სურვილი 2008 წლიდან აქტუალურია, რაზეც თავდაცვის სამინისტროც აცხადებდა თანხმობას, თუმცა უშედეგოდ. ატენის ხეობა მოიაზრება ერთ-ერთ ტურისტულ არეალად. სასროლეთის გადატანასთან ერთად სასურველი იქნება მთლიანი ბაზის გადატანა.'' - ასეთი იყო გორის მერიის პოზიცია 2021 წლამდე.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.