Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე დანიშნეს
გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე დაინიშნა.

,,პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.

ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეს პროფესიული განათლება საქართველოში და გერმანიაში აქვს მიღებული. ის 25 წელზე მეტია ემსახურება ქართული თეატრს, როგორც რეჟისორი და სპექტაკლების მხატვრული გამფორმებელი.

ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე ასევე რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენის ერთ-ერთ დამფუძნებელია და არაერთი სპექტაკლი აქვს დადგმული ამ სცენაზე.

გარდა ამისა, იგი არის არაერთი მასობრივი ხასიათის ღონისძიების რეჟისორი (სახალხო ზეიმი „თბილისობა 2013“ - რეჟისორი; 2017 წელს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ღონისძიება - რეჟისორი; 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია - კრეატივი/დაგეგმარება და სხვა).

ინფორმაციისთვის, მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი ორჯერ იყო გამოცხადებული. პირველად კონკურსი 2021 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა, რომელიც 2022 წლის 24 იანვარს ჩაიშალა და განმეორებით 2022 წლის 25 იანვარს გამოცხადდა.

2022 წლის 10 თებერვალს კულტურის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს კულტურის სამინისტრომ განსახილველად წარუდგინა სამი კანდიდატი - რეჟისორები გიორგი (გოგა) თავაძე, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე და ვახტანგ ჯუღელი.

საბჭოს სხდომაზე წარდგენილი კანდიდატებიდან ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ და გიორგი (გოგა) თავაძემ ხმათა თანაბარი ოდენობა, 3-3 ხმა დააგროვეს. ამასთან, საბჭოს თავმჯდომარის ხმა იყო გიორგი (გოგა) თავაძის სასარგებლოდ.


კულტურის მინისტრმა, პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განიხილა საბჭოს სხდომის ოქმი და შესაბამისი მასალები და, მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე დანიშნა.

რაც შეეხება გიორგი (გოგა) თავაძის კანდიდატურას, საბჭოს მაღალი შეფასებებიდან გამომდინარე, კულტურის სამინისტრო გეგმავს მის წარდგენას სხვა დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რის შესახებაც საბჭოს წევრებთან შესაბამისი კონსულტაციები გაიმართება.

ცნობისათვის, სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად (დებულება, რომელიც მინისტრის ბრძანებით 2021 წლის 6 დეკემბერს დამტკიცდა, იხილეთ აქ: https://cutt.ly/cYbYx8Z.).

სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს სამინისტრო, ხოლო კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება.

ამასთან, სამინისტრო, წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.

სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, კანდიდატის წარდგინებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს მინისტრს თავისი რეკომენდაცია.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.