Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
დაფუძნდა საქართველოს ევროპული ფორუმი
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიხედვით შეიქმნა საქართველოს ევროპული ფორუმი.

ფორუმის წევრები გაერთიანდნენ იმ რწმენით, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც არის ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი.

დეკლარაციის მიხედვით, ფორუმის წევრები:


• სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს საუკეთესო მეგობარ სახელმწიფოს – უკრაინასა და მის გმირ ხალხს

• თვლიან, რომ დემოკრატიის მშენებლობის და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ამოცანები ზეპარტიულია, სცდება პარტიულ თუ იდეოლოგიურ სხვაობებს და წარმოადგენს საერთო ეროვნულ ინტერესს

• აცხადებენ, რომ რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრა არის ჰუმანიტარული და სამხედრო დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და ასევე, პირდაპირი საფრთხეც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის

• და რომ ამ საფრთხეების განეიტრალებასა და შესუსტებას სჭირდება არა უმოქმედობა, არამედ სამხედრო, პოლიტიკური და სამოქალაქო მედეგობის გაძლიერება ქვეყანაში.

აუცილებლად მიიჩნევენ ფართო და ინკლუზიურ სამოქალაქო და პოლიტიკურ კოორდინაციას და საერთო ძალისხმევის უკეთ ორგანიზებას.

ამისათვის, დეკლარაციაზე ხელისმომწერი ორგანიზაციები და მოქალაქეები:

• ქმნიან „საქართველოს ევროპულ ფორუმს“, როგორც ინსტრუმენტს პროდემოკრატიული ორგანიზაციების უფრო ინტენსიური თანამშრომლობისა და ერთობლივი ინიციატივებისთვის

• „საქართველოს ევროპული ფორუმი“ იქნება ერთობლივი კონსულტაციის, დაგეგმვისა და ორგანიზების ღია და დემოკრატიული პლატფორმა

• ფორუმს ნებისმიერ დროს შეუძლია შეუერთდეს ნებისმიერი ორგანიზაცია და მოქალაქე, რომელიც აღიარებს დემოკრატიის ძირითად ფასეულობებს და მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოსკენ.

„საქართველოს ევროპული ფორუმის“ მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას:

1. უზრუნველყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საჭირო ნაბიჯების უახლოესი დღეების განმავლობაში გადადგმა, სათანადო რეფორმებისა და ცვლილებების ეფექტური განხორციელება და ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა;
2. გადადგას ქმედითი ნაბიჯები უკრაინასთან ურთიერთობის სასწრაფოდ მოსაგვარებლად და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად მოახდინოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მაქსიმალური სინქრონიზაცია ევროკავშირთან
3. უახლოეს ხანებში განახორციელოს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობათა მიმოხილვა და როგორც საპარლამენტო, ისე საჯარო ფორმატებში, განიხილოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების გზები და მიიღოს სწრაფი ზომები უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის ხარისხობრივად ასამაღლებლად, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ;
4. მიიღოს ეფექტური და სწრაფი ზომები რუსული პროპაგანდის, დეზინფორმაციის და ჰიბრიდული ომის სხვა ინსტრუმენტების ეფექტურად აღსაკვეთად და გასაუვნებელყოფლად საქართველოში
5. უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე განიხილოს ეს საკითხები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

საქართველოს ევროპული ფორუმი გააგრძელებს დემოკრატიული ჯგუფების კონსოლიდაციას ამ მიზნებისა და ფასეულობების გარშემო, იმუშავებს ახალი ინიციატივების შესამუშავებლად და პოლიტიკაზე პოზიტიური ზემოქმედების მისაღწევად საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

საქართველოს ევროპულ ფორუმში გაწევრიანების განაცხადის ფორმა: https://forms.gle/QLYNJZVEzNt7VR5u9


ხელმომწერთა სია:

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
სამოქალაქო იდეა (Civic IDEA)
სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი (CIIC)
დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
მედია ცენტრი კახეთი (MCK)
კახეთის განვითარების ფონდი (KRDF)
რეგიონის განვითარების ცენტრი
სოციალური ქოლგა სამოქალაქო აქტივობების ცენტრი – კახეთი
პანკისის სათემო ორგანიზაცია
“მთავარი ამბები კახეთიდან”
კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი
გორის ფოტოგრაფთა კლუბი
საინიციატივო ჯგუფი “მარო” – შიდა ქართლი
ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება – შიდა ქართლი
კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი
ქალი და განვითარება – შიდა ქართლი
გორის სათემო რადიო “მოზაიკა”
პლატფორმა სალამი
საზოგადოებრივი კავშირი მეგობრობის ხიდი “ქართლოსი” – შიდა ქართლი
“კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი”- შიდა ქართლი
“ქართული მედია ჯგუფი” – შიდა ქართლი
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი
“გორის საინფორმაციო ცენტრი”
რადიო ძველი ქალაქი – იმერეთი
ორგანიზაცია „უფლებებისა და განათლებისათვის“ – იმერეთი
„იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამა“ – იმერეთი
„სააგენტო გაიგე მთავარი იმერეთში“ – იმერეთი
ორგანიზაცია „მომავლის განვითარების სახლი“ – იმერეთი
საინფორმაციო სააგენტო First News – იმერეთი
ორგანიზაცია „ქუთაისის ქალთა კლუბი“ – იმერეთი
ორგანიზაცია „საათი“ – იმერეთი
„თაობათა დიალოგი“ – იმერეთი
ორგანიზაცია „ხონის სათემო განათლების ცენტრი – იმერეთი
ორგანიზაცია „ინგლისური ენის პედაგოგების სივრცე“ – იმერეთი
სტუდია რეკი – აჭარა
საზოგადოება “ბათუმი”
დემოკრატიის ინსტიტუტი – აჭარა
ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის – აჭარა
საზოგადოებრივი განვითარების აკადემია – აჭარა
თანადგომა, ბათუმის ფილიალი – აჭარა
ბათუმის ველომოყვარულთა ქსელი – აჭარა
ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
ასოციაცია ფლორა და ფაუნა – აჭარა
პოლიტიკური გაერთიანება “დროა”
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“
„საქართველოს რესპუბლიკური პარტია”
პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი დემოკრატები”
პოლიტიკური გაერთიანება “ანა დოლიძე – ხალხისთვის”
პოლიტიკური გაერთიანება “სტრატეგია აღმაშენებელი”
ბაკურ კვაშილავა (სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი – GIPA)
თეონა აქუბარდია – საქართველოს პარლამენტის წევრი
ნინო ზაუტაშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებელი)
გიორგი კანაშვილი (კონფლიქტოლოგი)
შალვა ძებისაშვილი (საქართველოს უნივერსიტეტი/საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი)
შოთა დიღმელაშვილი (Forbes-ის აღმასრულებელი რედაქტორი, აქტივისტი)


სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, გაერთიანებულნი რწმენით, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც არის ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი აუცილებლად მიიჩნევენ ფართო და ინკლუზიურ სამოქალაქო და პოლიტიკურ კოორდინაციას და საერთო ძალისხმევის უკეთ ორგანიზებას.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.