Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
შსს-მ გამოძიება დაიწყო „ალტ ინფოს“ იმ მხარდამჭერის მიმართ, რომელიც სამოქალაქო აქტივისტს სამირა ბაირამოვას მოკვლით ემუქრება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამირა ბაირამოვას მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც ნიშნავს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.

მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ სამართალდამცავ უწყებას დღეს, 15 თებერვალს, მას შემდეგ მიმართა, რაც „ალტ ინფოს“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნა.

სამირა ბაირამოვას მიერ მარნეულში „ალტ ინფოს“ დაფუძნებული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გადაღებვის შემდგომ სოციალურ ქსელში აქტივისტის მიმართ მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარები კეთდება. სამირა ბაირამოვას რამდენიმე პირმა მუქარის შემცველი წერილებიც გაუგზავნა.

რადიო „მარნეულის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე კი ათობით სიძულვილის ენის და მუქარის შემცველი კომენტარი დაიწერა. კომენტარების ავტორების უმრავლესობა ყალბ ფეისბუქ ანგარიშებს იყენებს. მათ გვერდზე გადასვლისას არ მოიძებნება პიროვნების ფოტო და პირადი მონაცემები, გვერდის დათვალიერების შედეგად კი ჩნდება შთაბეჭდილება, რომ მას გარკვეული ჯგუფები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იყენებენ.

„გამომიგზავნეს შეტყობინება, ვიცი ეს პირი დაახლოებით ვინცაა, დესტრუქციული ძალების წევრია. ადრე იყო „ქართული მარშის“ წევრი, ახლა კი „ალტ ინფოს“ აქტივისტია, ეს პიროვნება სვანეთშიც იყო წასული, როგორც გავიგე სვანეთში „ალტ ინფოს“ ოფისის დახურვის დროსაც აქტიურობდა ეს ბიჭი. ამ ბიჭმა არაერთხელ გამომიგზავნა მსგავსი, მუქარის შემცველი, შეტყობინება, მაგრამ ეხლა გადავწყვიტე, რომ პოლიციაში განაცხადი შემეტანა, რადგან ის მემუქრებოდა მოკვლით. ახლა მოვედი პოლიციაში, დღეს, დილის 12 საათზე გავაკეთე განაცხადი და ახლა დამიბარეს გამოკითხვაზე“. - აცხადებს სამირა ბაირამოვა

მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტის განმარტებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ სამართალდამცველები საქმეს ობიექტურად გამოიძიებენ.

„დიდად არაფერს ველოდები რადგან ეს არაა პირველი შემთხვევა როცა ჩემს მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებზე არაერთხელ მივმართე პოლიციას, მაგრამ ყველა მცდელობა ჩემი მხრიდან უშედეგოდ დასრულდა. მაგალითად, გასულ წელსაც კი „ალტ ინფოსთან“ დაკავშირებული ჯგუფები სულ მითვალთვალებდნენ მარნეულში. გასულ წელს როდესაც კარანტინი დასრულდა და სამსახურში სიარული დავიწყე შევნიშნე, რომ რამდენიმე ადამიანი მითვალთვალებდა, ხოლო ორჯერ, სამსახურში მიმავალ გზაზე, მანქანის დაჯახებაც კი სცადეს. ამ ფაქტებთან დაკავშირებით სამართალდამცველებისთვის არ მიმიმართავს, რადგან როგორც უკვე ვახსენე ადრე მქონდა განაცხადი გაკეთებული და რეაგირება არ ყოფილა, თან ვიცოდი, რომ ერთ-ერთი ადამიანის, რომელიც მე მითვალთვალებდა, ძმა მარნეულის პოლიციაში მუშაობდა, ამიტომ აღარ მივმართე სამართალდამცველებს“. - უთხრა რადიო ,,მარნეულს'' სამირა ბაირამოვამ

14 მარტს, მარნეულში ალტ-ინფოს პარტიის ოფისი შეღებეს. ოფისის ფასადი უკრაინის დროშის ფერებში მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა, საიმირა ბაირამოვამ შეღრება და თქვა, რომ რუსეთის იდეოლოგიის გამზიარებელი პარტიები საქართველოში არ უნდა ფუნქციონირებდნენ.

მარნეულში ,,ალტ-ინფოს" მიერ დაფუძნებული პარტია ,,კონსერვატიული მოძრაობის" ფილიალი რუსთაველის ქუჩის N89-ში 14 მარტს გაიხსნა, მაშინ რუსთავისა და მარნეულის ოფისის ხელმძღვანელმა, მერაბ გიგანმა თქვა, რომ , პარტიამ ქვემო ქართლის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გახსნა ოფისი, ამბობს რომ მათი მიზანი მოსახლეობისთვის სამომავლო გეგმების და მიზნების გაცნობაა.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში პარტია ,,კონსერვატიულ მოძრაობის" ოფისები უკვე გახსნილია დმანისში, ბოლნისში, მარნეულში, თეთრ წყაროში, რუსთავში, გარდაბანში.

პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა ალტ-ინფოს პარტიის ოფისები საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტიში შეღებეს.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.