Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ცხინვალში გამოემშვიდობნენ პირველ ოს ამერიკანისტს - იური გაგლოითს
88 წლის ასაკში გარდაიცვალა მეცნიერი იური გაგლოითი, რომელიც ყოფილი
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროს, ცხინვალის პედაგოგიური
ინსტიტუტის რექტორი იყო.
გაგლოითი ბოლო დრომდე ცხინვალში ცხოვრობდა. ის ყოფილმა თანამშრომლებმა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიდი პატივით დაკრძალეს.
ცხინვალის ამჟამინდელი უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის ასოცირებული პროფესორი კოსტა ძუგაევი ამბობს, რომ იური გაგლოითი იყო პირველი ოსი ამერიკანისტი.
კოსტა ძუგაევის ინფორმაციით, როდესაც იური გაგლოითი, საბჭოთა კავშირის დროს, მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა, უნდა გაეგზავნათ ამერიკაში.
⠀
,,მაგრამ ისტორიის შესწავლის დაუძლეველმა სურვილმა და მშობლიური ხალხის სიყვარულმა გაიმარჯვა, დაბრუნდა და დაიწყო მოღვაწეობა ცხინვალში. ცოტა ხნის შემდეგ მისმა პირველმა ნამუშევრებმა მიიპყრო ჩვენი წამყვანი სპეციალისტების ყურადღება. მისი მონოგრაფია "ალანები და ოსების ეთნოგენეზის საკითხები" წარდგენილი იყო საკანდიდატო დისერტაციაზე. გამოქვეყნდა 1966 წელს თბილისში, რაც გასაკვირი იყო, რადგან იმ დროს ძნელი იყო წიგნების გამოცემა", - ამბობს კოსტა ძუგაევი.
1966 წლის ნაშრომში, იური გაგლოითი ავითარებდა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ოსები წარმოადგენენ კავკასიელ ხალხს, რაც ეწინააღმდეგებოდა სხვა ბევრი მეცნიერის შეხედულებას, რომლის მიხედვით, ოსები სკვითებისა და სარმატების შთამომავლები არიან.
იური გაგლოითი ცხინვალის პედაგოგიური უნივერსიტეტის რეაქტორად 70-იან წლებში მუშაობდა. მას საქართველოს განათლების მაშინდელ მინისტრთან, ნათელა ვასაძესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. გაგლოითს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში მიიწვიეს კიდეც.
90-იან წლებში, რექტორის თანამდებობის შემდეგ, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში გადაიყვანეს სამუშაოდ. იური გაგლოითი ცხინვალში, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
გაგლოითი ბოლო დრომდე ცხინვალში ცხოვრობდა. ის ყოფილმა თანამშრომლებმა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიდი პატივით დაკრძალეს.
ცხინვალის ამჟამინდელი უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის ასოცირებული პროფესორი კოსტა ძუგაევი ამბობს, რომ იური გაგლოითი იყო პირველი ოსი ამერიკანისტი.
კოსტა ძუგაევის ინფორმაციით, როდესაც იური გაგლოითი, საბჭოთა კავშირის დროს, მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა, უნდა გაეგზავნათ ამერიკაში.
⠀
,,მაგრამ ისტორიის შესწავლის დაუძლეველმა სურვილმა და მშობლიური ხალხის სიყვარულმა გაიმარჯვა, დაბრუნდა და დაიწყო მოღვაწეობა ცხინვალში. ცოტა ხნის შემდეგ მისმა პირველმა ნამუშევრებმა მიიპყრო ჩვენი წამყვანი სპეციალისტების ყურადღება. მისი მონოგრაფია "ალანები და ოსების ეთნოგენეზის საკითხები" წარდგენილი იყო საკანდიდატო დისერტაციაზე. გამოქვეყნდა 1966 წელს თბილისში, რაც გასაკვირი იყო, რადგან იმ დროს ძნელი იყო წიგნების გამოცემა", - ამბობს კოსტა ძუგაევი.
1966 წლის ნაშრომში, იური გაგლოითი ავითარებდა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ოსები წარმოადგენენ კავკასიელ ხალხს, რაც ეწინააღმდეგებოდა სხვა ბევრი მეცნიერის შეხედულებას, რომლის მიხედვით, ოსები სკვითებისა და სარმატების შთამომავლები არიან.
ფოტოზე: იური გაგლოითი და საქართველოს სსრ-ს განათლების მინისტრი ნათელა ვასაძე
⠀იური გაგლოითი ცხინვალის პედაგოგიური უნივერსიტეტის რეაქტორად 70-იან წლებში მუშაობდა. მას საქართველოს განათლების მაშინდელ მინისტრთან, ნათელა ვასაძესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. გაგლოითს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში მიიწვიეს კიდეც.
90-იან წლებში, რექტორის თანამდებობის შემდეგ, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში გადაიყვანეს სამუშაოდ. იური გაგლოითი ცხინვალში, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |