Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები ცხინვალის, ჯავისა და ყორნისის რაიონებში
1991 წლის 31 მარტს საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა. მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღო გამოკითხვაში, რომელიც ეხებოდა საბჭოთა კავშირიდან საქართველოს რესპუბლიკის გამოყოფას და დამოუკიდებლობის აღდგენას.

ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ ჩატარდა რეფერენდუმი იმ დროისთვის უკვე ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ჯავის, ახალგორის, ყორნისისა და ცხინვალის რაიონები.

ამისათვის გამოვიყენეთ გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკის'' 1991 წლის 5 და 10 აპრილის ნომრები.

გაზეთების მიხედვით, რეფერენდუმი არ ჩატარებულა ქ. ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში. ჯამში, ამავე გაზეთის მონაცეებით, - 35 624-მა ამომრჩეველმა. თუმცა, ცალკეულ სოფლებში და ახალგორის რაიონში ჩატარდა.

ამომრჩეველთა რაოდენობა:

1991 წლის 31 მარტის მდგომარეობით:

ქალაქ ცხინვალში ცხოვრობდა 22 312 ამომრჩეველი. როგორც გაზეთი იუწყება, ქალაქი უკვე დატოვებული ჰქონდა ქართველთა ნაწილს. ერთი წლით ადრე, 1990 წელს, ქალაქ ცხინვალში 26 594 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

ცხინვალის რაიონში კი რეგისტრირებული იყო - 15 774 ამომრჩეველი.

ყორნისის (ყოფილი ზნაური - რედ) რაიონში – 6786 ამომრჩეველი.

ჯავის რაიონში – 6526, ( შენიშვნა: ჯავის რაიონის 474 ამომრჩეველმა ხმა მისცა საჩხერეში და ყველამ დადებითად უპასუხა კითხვას, ამიტომ ზემოთ აღნიშნული რიცხვი 474-ით შემცირდა.)

რეფერენდუმის შედეგები:

ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა 12-დან 7 სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 11 376, გაიცა 10 182 ბიულეტენი, რომელთაგან 2 ბათილად იქნა ცნობილი.

სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი ("დიახ") გასცა 10 180 ამომრჩეველმა.

რეფერენდუმი არ ჩატარებულა 3 საკრებულოს – გერის, ძარის და ხეთაგუროვის ტერიტორიებზე.

გარდა ამისა, ბიყარისა და ღრომის სასოფლო საკრებულოების ტერიტორიაზე. რომელიც ოსებითაა დასახლებული. რეფერენდუმი ჩაატარა ღრომის საბჭოთა მეურნეობის თანამშრომელთა საერთო კრების მიერ არჩეულმა საუბნო სარეფერენდუმო კომისიამ. მის მიერ წარმოდგენილი ოქმის თანახმად, ღრომის საკრებულოს 329 ამომრჩევლიდან დადებითი პასუხი ("დიახ") გასცა 326 ამომრჩეველმა, უარყოფითი ("არა") – სამმა, ბიყარის საკრებულოს 283 ამომრჩევლიდან დადებითი პასუხი გასცა 281 ამომრჩეველმა, უარყოფითი – ორმა. მაგრამ იმის გამო, რომ ეს საუბნო სარეფერენდუმო კომისია კანონის მოთხოვნათა დაცვით არ იყო შექმნილი, ეს პასუხები საბოლოო შედეგებში არ იქნა გათვალისწინებული.

რაც შეეხება ჯავის რაიონს, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღეს ჯავის რაიონის სოფელ ქარზმანიდან 235-მა, ტბეთიდან – 16-მა, ხოლო ხახიეთიდან, თედენეთიდან, სინაგურიდან. ჯავაბეთიდან 198-მა ამომრჩეველმა. აქედან ყველა ხმა დადებითი აღმოჩნდა.

ახალგორის რაიონში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 93,15%-მა. აქ იმ დროისთვის ცხოვრობდნენ ქართველები - 53,8%; ოსები - 44%. გაზეთის ცნობით, კითხვას უპასუხა ,,დიახ'' - 99,44%, ანუ ყველა ამომრჩევლის 92,63%.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.