Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
23 აპრილს გორში სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
2022 წლის 23 აპრილს, დიდ შაბათს, დღის 12 საათზე გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრიას ლოცვა - კურთხევით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის მოხალისეების და გორის ტურიზმის ცენტრის დიდი დახმარებით იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში (გორის ციხესთან) გაიმართება სააღდგომო გამოფენა - გაყიდვა.

მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, რომლებსაც ეხერხებათ ხელნაკეთი ნივთების შექმნა, ქსოვა, ქარგვა, რეწვა, ქმნიან სამკაულებს და ან ფლობენ სხვადასხვა სახის შემოქმედებით ნიჭს...

ასევე მათ, რომლებიც აცხობენ პასკებს, ამზადებენ საკონდიტრო ნაწარმს, ჩირეულს, ტყლაპს, ჩურჩხელებს, ტრადიციულ თუ თანამედროვე სახის ქართულ და ევროპულ ტკბილეულს, ჯემებს, კომპოტებსა და მურაბებს, მარინადებს, სუფთა თაფლს, საოჯახო ღვინოს და ა.შ...

მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ მათ, ვისაც სახლში მოეპოვებათ ორი ერთნაირი სააღდგომო ნივთი, აქსესუარი, მისალოცი ბარათი.

ასევე თქვენც - ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთის მქონეთ, რომელიც აღარ მოგწონთ, ან პირიქით - ძალიან მოგწონთ და გემეტებათ სხვისთვის, ან სულაც გსურთ, რომ მას ახალი პატრონი გამოუჩდეს... (შესაძლოა წლების მანძილზე სახლში გედოთ რაიმე ნივთი, რომელსაც არ იყენებთ, ვიღაც კი სწორედ ამ ნივთს ასევე წლებია ეძებს და არაა გამორიცხული, ჩვენს ბაზრობაზე შემთხვევით თქვენც იპოვოთ სასურველი რამ...)

სააღდგომო გამოფენაში მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ გამოფინონ და გაყიდონ:

• წაკითხული წიგნები, რომლებსაც გაყიდით ან გადაცვალით წაუკითხავ წიგნებში...
• პასკები და სააღდგომო თემატიკაზე დამზადებული ტკბილეული...
• კერამიკის, ხის და სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მოხატული კვერცხები...
• ნებისმიერი რამ, რასაც ჩათვლით, რომ სააღდგომოდ საჭიროა...

მონაწილეობის წესები:

ყოველ ნივთს თუ ნაწარმს გაყიდით სიმოლურ ფასად, რაღათქმაუნდა თავადვე მიიღებთ ფინანსურ სარგებელს და სურვილისამებრ გაიღებთ შესაწირს (სკვერის ცენტრში დაიდგმევა ყუთი და შემოსული თანხით სააღდგომოდ დავეხმარებით გორში მცხოვრებ უკრაინელ დევნილებს

ველა მონაწილე ვალდებულია:

• ეკეთოს პირბადე და დაიცვას 2 მეტრის დისტანცია მეორე მონაწილისაგან.

დეტალური ინფორმაციისათვის დარეკეთ: 598118850 - ალექსანდრე
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.