Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
„ახალი, ძლიერი და უკეთ ინფორმირებული თაობა“
„როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად
იჯერებს. საქართველოში არაინფორმირებულობის პრობლემა ყველაზე მწვავედ
სწორედ იმ რეგიონებში დგას, სადაც ეთნიკური უმცირესობების დიდი
ნაწილია დასახლებული. ენის ბარიერისა და სომხურ და აზერბაიჯანულ
ენებზე ინფორმაციული წყაროების სიმწირის გამო მათ არ აქვთ ქვეყანაში
მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე საკმარისი ინფორმაცია. ამიტომ
გადავწყვიტე, ამერჩია ორი რეგიონი - სამცხე-ჯავახეთი (ეთნიკურად
სომეხი უმცირესობების დასახლებები) და ქვემო ქართლი (ეთნიკურად
აზერბაიჯანული უმცირესობების დასახლებები), სადაც მოსახლეობას 2020
წელს სახელმწიფოს წინაშე არსებულ ორ მთავარ გამოწვევაზე - COVID
19-ისა და საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე მშობლიურ ენაზე
მივაწვდიდი ინფორმაციას“ - ამბობს თამარ ნადიბაიძე, ახალგაზრდა
სამოქალაქო აქტივისტი საქართველოდან. ამ მიზნების განსახორციელებლად,
თამარმა ევროკავშირის პროექტს “აღმოსავლეთ
პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების
გაძლიერება” საპროექტო განაცხადით
მიმართა.
თამარმა სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდია მოიპოვა და ასე ჩაეყარა საფუძველი პროექტს “დემოკრატიული ზედამხედველობის გაუმჯობესებისთვის სამოქალაქო შესაძლებლობების ხელშეწყობა”. სტიპენდიის შესახებ მეგობრებისგან გაიგო, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მსგავსი გამოცდილება და აქტიურად იყვნენ ჩართულები ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტში. საპროექტო განაცხადი ზუსტად შეესაბამებოდა მისი ინტერესის სფეროს და გადაწყვიტა, თავადაც ეცადა. საკომუნიკაციო კამპანიის მიზნების მისაღწევად თამარმა ორი ადგილობრივი მედიასაშუალება შეარჩია - TV9 სომხურენოვან აუდიტორიასთან და „ქვემო ქართლის მედია“ აზერბაიჯანულენოვან აუდიტორიასთან მისაწვდომად. 2020 წლის ივნის-ოქტომბრის პერიოდში ორივე მედიასაშუალება ავრცელებდა ფაქტობრივად შემოწმებულ ინფორმაციას - „პროექტის ფარგლებში მომზადდა ონლაინ მედია კონტენტი - ინფოგრაფიკები და ვიდეორგოლები, სადაც მარტივად და გასაგებ ენაზე იყო გადმოცემული ინფორმაცია როგორც COVID-19-ის, ისე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამასთან ერთად, შერჩეული მედიების ონლაინ გვერდებზე შეიქმნა კითხვა-პასუხის განყოფილებები, სადაც ადამიანებს შეეძლოთ დასმულ კითხვებზე ოპერატიულად მიეღოთ პასუხები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ცნობიერების ამაღლების კამპანია ასევე მოიცავდა არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის აღკვეთის უნარების გაუმჯობესებას“, - ამბობს თამარი.
„პანდემიის დროს, როდესაც ქვემო ქართლის რეგიონი წითელ ზონად გამოცხადდა, პროექტის ფარგლებში შექმნილმა კონტენტმა მნიშვნელოვნად გაზარდა მოსახლეობის ინტერესი მიწოდებულ ინფორმაციაზე. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ინფორმაციას იღებდნენ ჰიგიენის ნორმებზე, ასევე, მუშავდებოდა საინფორმაციო გზავნილები იმის შესახებ, თუ რომელი უწყებებისთვის და რა საშუალებებით უნდა მიემართათ სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში - „მედიაორგანიზაციებთან თანამშრომლობისას პრობლემად ინფორმაციის ნაკლებობაზე მეტად, არსებული ინფორმაციის გასავრცელებლად და საჭირო ფორმის შესამუშავებლად არასაკმარისი რესურსი გამოიკვეთა. სწორედ ამ რესურსის შევსებაში დაეხმარა მათ ჩემი საინიციატივო პროექტი და მიმაჩნია, რომ ამ მოკლე პერიოდში შევძელით, მიზნისთვის მიგვეღწია. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა მაღალი იყო, რაც გამოიხატებოდა საიტზე გადმომსვლელებით, ვიზიტორებით, ონლაინ კომუნიკაციით იზრდებოდა მონაცემები ინფორმაციის მისაღებად. ვიდეორგოლების გარდა, გამოვყოფდი ჩვენ მიერ შემუშავებულ საინფორმაციო მასალას მითები და COVID 19, რომელმაც ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში“ - ამბობს თამარ ნადიბაიძე.
დეზინფორმაციაზე საუბრისას, თამარი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ბრძოლას მსოფლიოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის პოლარიზაციას უწყობს ხელს და უარყოფით გავლენას ახდენს საერთო ინფორმაციულ სივრცეზე - „იმ პირობებში, როდესაც რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის ასეთი ინტენსიური ნაკადია, ძალიან მნიშვნელოვანია მასთან ბრძოლა. ჩვენ ვიცით, რომ დეზინფორმაციის გავრცელებაზე დღეს გარკვეული სახელმწიფოებიდან ძალიან დიდი რესურსი იხარჯება და სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, რისგანაც თითოეული ჩვენგანისთვის რთულია თავის დაცვა. ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, არ მივეჯაჭვოთ ერთ საინფორმაციო არხს და ვეცადოთ, რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გადავამოწმოთ ინფორმაცია. თუ შესაძლებლობა გვაქვს, გადავამოწმოთ წყაროს სანდოობა და გავრცელებული ინფორმაციის დრო. საჭიროა სიახლეებს შევხედოთ კრიტიკულად, გადავამოწმოთ და ყოველთვის ინდივიდუალურ ინტელექტუალურ ფილტრში გავატაროთ. ეს არის საკითხი, რომელზე მუშაობის გაგრძელებასაც ვაპირებ მომავალში, რადგან ობიექტურ ინფორმაციაზე წვდომა არის ინფორმირებული გადაწყვეტილებების და არჩევანისთვის გადამწყვეტი“ - ამბობს იგი.
„ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც დამოუკიდებლად განვახორციელე და გზადაგზა ძალიან ბევრი უნარი შევიძინე. შემეცვალა აღქმა და დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხის მიმართ, უკეთესად შევაფასე საჭიროებები რეგიონებში და გაცილებით სიღრმისეულად გამოვკვეთე პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობს საქართველოში როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების გასაძლიერებლად, მიმაჩია, რომ სტუდენტებს მსგავსი სასტიპენდიო პროექტებით არაჩვეულებრივ შესაძლებლობას გვაძლევს პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის უმნიშვნელოვანესია საველე სამუშაოებზე წვდომის შესაძლებლობა, რადგან ეს ზრდის პრაქტიკურ უნარებს და აძლიერებს ახალგაზრდების დამოუკიდებლობის ხარისხს. ეს შეუფასებელ კვალს ტოვებს მათზე, რადგან ახალგაზრდული ინიციატივები ენთუზიაზმზე დგას და არ არის ორიენტირებული ფინანსურ მხარეზე, პირიქით, მთლიანად შედეგზეა ორიენტირებული. სწორედ არსებული ინიციატივების წახალისებითაა შესაძლებელი, მივიღოთ ახალი, ძლიერი და ინფორმირებული თაობა სახელმწიფოში“ - აღნიშნავს თამარი.
თამარ ნადიბაიძე ამჟამად შვედეთში, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით აგრძელებს სწავლას. სამაგისტრო ნაშრომისთვის საჭირო ინტერვიუების ჩასატარებლად სამშობლოში დაბრუნდა. საჭირო მასალის შეგროვების შემდეგ კი, ისევ დაუბრუნდება საუნივერსიტეტო სივრცეს. აღნიშნავს, რომ კიდევ უამრავი იდეა და გეგმა აქვს და იცის, მომავალში სად შეიძლება ეძებოს მხარდაჭერა საკუთარი ინიციატივების განსახორციელებლად.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში. მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და აქტივისტების როლის გაძლიერება და მათი შესაძლებლობების განვითარება.
მოცემული ექვსი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და აქტივისტებს, პროექტი სთავაზობს საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ შესაძლებლობებს, ყოველწლიურ ჰაკათონს ახალი იდეების და ინსტრუმენტების განვითარების მიზნით, სტიპენდიას სამოქალაქო აქტივისტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების მხარდასაჭერად, შესაბამის რეგიონულ და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობებს და საკომუნიკაციო კამპანიების მხარდაჭერას.
პროექტი ახალგაზრდა სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს და სამოქალაქო აზროვნების მქონე ადამიანებს საქართველოდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი და მოლდოვა), რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის საპასუხო სამოქალაქო მოძრაობას უდგანან სათავეში, სთავაზობს შესაძლებლობას, მიიღონ მონაწილეობა ახალ კონკურსში „სოლიდარობის სტიპენდიები“. კონკურსის გამარჯვებულები სხვადასხვა ტრენინგებთან და ვებინარებთან ერთად, სტიპენდიის სახით დაახლოებით 5,000 ევროს ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ. განაცხადების შეტანა და დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია აქ.
ავტორი: თამარ კურატიშვილი
სტატია მომზადდა პროექტის „EU NEIGHBOURS east” ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |