Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
ახალი დეტალები ფცის საბავშვო ბაღის საქმეზე
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ჩვენს მიერ მომზადებულ მასალას გაემოეხმაურა ადგილობრივი მცხოვრები. ნანა რაზმიაშვილი გვწერს, რომ საბავშვო ბაღის დირექტორის პოზიციაზე დაინ

,,სინამდვილეში ქარელის მუნიციპალიტეტის მერის (ზაზა გულიაშვილის) წარმომადგენელს ფცის ადმინისტრაციულ ერთეულში - გია კილასონიას უნდოდა საბავშო ბაღში სხვადასხვა სფეროში გავლენის მოპოვება. მათ შორის: ფსიქოლოგის პოზიციაზე თავის მეუღლის (მხოლოდ საშუალო განათლების მქონე პიროვნების) და დამლაგებლის პოზიციაზე ძმის ცოლის დანიშვნა ( ეს უკანასკნელი შემდგომ მოახერხა კიდეც); სამზარეულოს გადაქცევა მისთვის საქეიფო ადგილად და მთელი ბაღის კოლექტივის თავის ნება - სურვილზე ტრიალი.'' - წერს ნანა რაზმიაშილი.

იგი განმარტავს, რომ ერთ-ერთი აღსაზრდელის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი  მოიგონეს:

,,აღნიშნული მიზნის ვერ მიღწევის გამო გადაეკიდა ბაღის დირექტორს. მანდ ნახსენები ბავშვიც, რომელიც ვითომ ფსიქოლოგმა სცემა.... ყველაფრის მკადრებელი, საკუთარი მიზნის მიღწევისთვის უდანაშაულო 6 წლის ბავშვი გამოიყენა და შეთხზა ცრუ ბრალდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ზაზა გულიაშვილმა ბაღის დირექტორისთვის "ქურდულად” გაარჩევინა საქმეები მერიის იურიდიული სამსახურის უფროსს - ინგა ეკალაძეს და მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს - ვახტანგ თურქაძეს, რომელიც თავის მხრივ მუდმივ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა ბაღის დირექტორზე სხვადასხვა ცრუ ბრალდებების მეშვეობით.''

''გარდა ამისა, დირექტორის ადგილი უნდოდათ ქარელის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის - ალიკა ჯოჯიშვილის მეუღლისთვის. ალიკა ბაღის თანამშრომლებთან რეკავდა და იძულების წესით სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა, იმ შემთხვევაში თუ დირექტორის აღდგენის მოთხოვნით განცხადებას შეიტანდნენ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორთან.''

''ასე რომ, პატივცემულო მოსამართლე, სჯობდა პატივი გეცათ თქვენი ფრიად დასაფასებელი და საპასუხისმგებლო სამსახურისთვის მითუმეტეს თქვენც ქარელიდან ბრძანდებით და რა და როგორ იყო ყველაფერი ისედაც ძალიან კარგად გეცოდინებოდათ.თქვენი და სისტემის უკანონო გადაწყვეტილებების ცოდვებს სად წაიღებთ?!ყველა წესიერი, სამართლიანი და სამსახურზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი ნაციონალი ნუ გგონიათ.'' - წერს ნანა რაზმიაშვილი.

იხ. ამავე თემაზე:

ქარელში ბაღის დირექტორი ჩივის, რომ ის ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.