Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
წინარეხელებმა თავკავთას ციხემდე მისასვლელი გზა გაამაგრეს
წინარეხელებმა თავკავთას ციხემდე მისასვლელი გზა გაამაგრეს.

ციხესიმაგრე მდინარე კავთურას ხეობაში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ციხესიმაგრესთან ახლოს კავთის წმინდა გიორგის ეკლესიაც მდებარეობს. მოსახლეობა ამ ადგილს, სწორედ, წმინდა გიორგის დღესასწაულებზე სტუმრობს.

საიდან მომდინარეობს სახელი კავთა? ამის შესახებ ეთნოგრაფმა სერგი მაკალათიამ ცნობები გასულ საუკუნეში შეაგროვა.

გადმოცემის მიხედვით, ერთ მეცხვარეს უძველეს დროში კავიანი ჯოხით კავთურის სათავის ნანგრევებიდან ხატი გამოუტანია. ეს ხატი იქე დაუსვენებიათ და კავთის წმინდა გიორგის პატარა ეკლესია აუგიათ. "ამ ისტორიული კავის გამო ადგილსა და მდინარესაც კავთა დარქმევია". მეცხვარის გვარიც (ლომიძე) კავთიაშვილად შეუცვლიათ.

მეცნიერ გიორგი შატბერაშვილის აზრით კი, ეს ვარაუდი შემცდარი უნდა იყოს.

"უფრო შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ეს სახელწოდება "კავთა" დაკავშირებული იყოს "კვართასთან" (ქრისტეს პერანგი), "კვართობასთან". კვართი ქრისტესი, როგორც ამას გადმოგვცემს საკლესიო ლეგენდა, დაფლულია მცხეთაში. ამას ისიც გვაფიქრებინებს, რომ სოფელ ხოვლეში არის "კვართის" კოშკი და "კვართის" ეკლესია, სადაც იციან ხატობა "კვართობა". კავთისხევიც ემორჩილებოდა მცხეთის სვეტიცხოველს და ამის გამო, შესაძლებელია, ამ ორ სახელწოდებას შორის არსებობდეს გენეტიკური კავშირიც". - აღნიშნავს გიორგი შატბერაშვილი თავის წიგნში ,,კავთა''.

თავის მცირე მონოგრაფიაში შატბერაშვილი წერს, რომ ამ მოსაზრების წამოყენებისას ს. მაკალათიას ანგარიში არ გაუწევია იმ გარემოეისათვის, რომ ეს "მაღალი კლდესა შენი" კავთის ეკლესია დღემდე წმ. გიორგის სახელს ატარებს:

,,და როგორც თვითონვე აღნიშნავს: "თავკავთაში დიდი ხატობა იცოდნენ 23 აპრილსა და 10 ნოემბერს (ძვ. სტ.) გიორგობას, სალოცავად მოდიოდნენ ქართლ-კახეთის სხვადასხვა მხრიდან... ", ამიტომ (და არა მხოლოდ ამიტომ!) ძნელი წარმოსადგენი და განსაზიარებელი ხდება ამ ვარაუდის სინამდვილე.'' - წერს მეცნიერი.

იქვე თავადვე სვამს კითხვას:

,,იბადება კითხვა, როდის დაერქვა ან ერთი ან მეორე სახელი ამ ეკლესიას. თუ წმ. გიორგის სახელი უფრო ადრე ერქვა, რაც უფრო მოსალოდნელია ამ წმინდანის წარმართული სამყაროდან მომდინარეობისა გამო, შეიძლებოდა თუ არა ამ სახელის შემდგომი უგულებელყოფა ეკლესიის მიერ და შეცვლა ახალი სახელით "კვართით"? ან თუ შეცვალეს და "კვართის" სახელი მიანიჭეს, რატომ შერჩა აქამდე წმ. გიორგის სახელი? ''


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.