Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
დიმიტრი სანაკოევი შეხვდა დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებს
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი დამოუკიდებელი მედიების რუს ჟურნალისტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო ორგანიზაციის "Free Russia Foundation" სამხრეთ კავკასიის ოფისის ინიციატივით, რომელიც მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიის განვითარებას.

დამოუკიდებელი რუსული მედიის წარმომადგენლებს შორის იყვნენ ინტერნეტ-გამომცემლობა ,,The Insider"-ის ჟურნალისტი, ტელეარხ ,,დოჟდი"-ს ბლოგერი, ლატვიის დამოუკიდებელი ინტერნეტ-ჟურნალის ,,სპექტრ.პრესს" ჟურნალისტი, პოლიტიკური პარტია ,,იაბლოკოს"-ს წარმომადგენელი და სხვები.

პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ჟურნალისტები და პოლიტიკური აქტივისტები ცხინვალის რეგიონში ბოლოდროინდელი მოვლენებით დაინტერესდნენ. კერძოდ, ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" საკითხით, ოკუპაციის პირობებში მცხოვრები თანამოქალაქეების პრობლემებით და საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლების მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხით.

მედიის წარმომადგენლებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოსაგვარებლად.

დიდი ყურადღება დაეთმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების პრობლემას, ასევე "ბორდერიზაციის" უწყვეტ პროცესს – "ბანერებისა" და მავთულხლართების დამონტაჟება-გავლებაზე, რომელიც საქართველოს ორ ნაწილად ჰყოფს – თბილისის მიერ კონტროლირებად და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად:

"პრობლემა ის არის, რომ აღნიშნული უკანონო ქმედებების შედეგად ერთ მხარეს რჩება მოქალაქეების სახლები, ხოლო მაგალითად, სასაფლაოები, სადაც მათი ნათესავები არიან დაკრძალული და სადაც მათ მანამდე თავისუფლად შეეძლოთ მისვლა, ასევე ეკლესიები, მიწის ნაკვეთები, საძოვრები – ეს ყველაფერი ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება", – აღნიშნა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა.

საერთაშორისო ორგანიზაციის "Free Russia Foundation" სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელის ეგორ კუროპტევის თქმით, აღსანიშნავია, რომ რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება გახშირდა უკრაინის ომამდე ორი თვით ადრე, რაც საქართველოს მოქალაქეებსა და ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენას ისახავდა მიზნად. დასავლეთს კი ამით რუსეთმა კიდევ ერთხელ გაუგზავნა პოლიტიკური მესიჯი, რომ ეს რეგიონი მისი "გავლენის ზონაა".

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ერთ-ერთ პრობლემად თანამედროვე მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების არქონა რჩება. პაციენტები სამედიცინო დახმარებას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წითელი ჯვრის შუამავლობით იღებენ. მაგრამ ცხინვალის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, ისინი არა საქართველოს დედაქალაქში, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანოს სამკურნალოდ.

შეხვედრაზე 1990-იანი წლების კონფლიქტზეც ისაუბრეს, განიხილეს ამ კონფლიქტის წინაპირობები და რუსეთის როლი ამ კონფლიქტში; რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის შეიარაღების პროცესი; ცხინვალის რეგიონის ფინანსური და სასურსათო უზრუნველყოფის აქტივიზაცია; მოსახლეობისთვის პასპორტების დარიგება, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ბედი.



Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.