Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
გორში ,,მთავარი არხის'' დირექტორის ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა
გორში ქალაქის მთავარ მოედანზე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.

მათ მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების ფაქტი გააპროტესტეს.  მანამდე სხვადასხვა არასამათვრობო ორგანიზაციებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებით, მმართველი პარტიის და მთავრობის ბოლო პერიოდის რიტორიკა და კონკრეტული ქმედებები, მიზანმიმართულია იმისკენ, რომ საქართველომ ევროკავშირის მხრიდან დადებითი პასუხი არ მიიღოს.

"საქმის მასალების შესწავლისა და პროცესზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა. მედიის ცენზურისა და დაშინებისათვის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება სახიფათო გზავნილია სხვა კრიტიკული მედიასაშუალებებისთვისაც. ამასთან, აღნიშნული განაჩენი გაგრძელებაა იმ პოლიტიკური დევნისა, რომელსაც სახელმწიფო ოპონენტების წინააღმდეგ წლებია აწარმოებს.

რთული წარმოსადგენია, იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინა და გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია, ხელისუფლებას არ ჰქონდეს წარმოდგენილი ის დამაზიანებელი ეფექტი, რომელიც მის ბოლო პერიოდის რიტორიკას, მედიაგარემოს გაუარესებისა და კრიტიკული მედიასაშუალების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შეიძლება მოჰყვეს. შესაბამისად, ჩნდება განცდა, რომ მმართველი პარტიის და მთავრობის ბოლო პერიოდის რიტორიკა და კონკრეტული ქმედებები მიზანმიმართულია იმისაკენ, რომ საქართველომ ევროკავშირის მხრიდან დადებითი პასუხი არ მიიღოს", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სასამართლომ გვარამია ბრალდების გარკვეული მუხლების ნაწილში, გაამართლა, ნაწილში კი, გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.



"საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდეს. ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "დ" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტებით, დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით. ნიკა გვარამია ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდი, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდი, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა დ 6 თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ნიკა გვარამიას, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ნიკა გვარამიას დაეწყოს 2022 წლის 16 მაისის 10:20 წუთიდან და დაუყოვნებლივ, დაკავებულ იქნას სასამართლოს სხდომის დარბაზში", - განაცხადა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ.

"მე უდანაშაულო კაცი ვარ", - თქვა გვარამიამ სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება კიდევ ორ ბრალდებულს - "ინტერ მედია პლიუსის" დირექტორ ზურაბ იაშვილსა და "რუსთავი 2-ის" ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას - იაშვილი გამართლდა, დამენია კი სასამართლომ დამნაშავეს ცნო (სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 50 000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედებოდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

მთავარ ფოტოზე: გორის აქცია, ფოტო: კახაბერ ქარელიძე
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.