Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში შიდა ქართლში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაური ჯერ კასპში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

კასპი


ქალაქ კასპში მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩებზე არსებული შენობების ფასადების განახლება, ცენტრალური მოედნისა და მიმდებარედ არსებული სკვერების რეაბილიტაცია.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია კასპის ცენტრისა და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერის მოწყობა, ჯამური ბიუჯეტით - 8.3 მლნ ლარი.

ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძისგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

პრემიერი კასპის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა, მათგან არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და კონკრეტული დავალებები გასცა.

მთავრობის მეთაურთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოებს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.



ხაშური

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხაშურში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნო.

მისი თქმით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. მშენებლობა, მსოფლიო ბანკის 6.4 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყო ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდა სპორტული განათება და სტადიონის სათანადო მდგომარეობაში შესანახად აუცილებელი სარწყავი სისტემა. სტადიონის ტერიტორიაზე აშენდა 2100 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნები, ღია ავტოსადგომი და დამხმარე შენობა-ნაგებობები. მოწესრიგდა სტადიონის მიმდებარე ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურა.

პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.



ქარელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ქალაქ ქარელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

სახელმწიფო პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ქალაქ ქარელში მიმდინარეობს ჭავჭავაძის, თამარ მეფის და ეგნატე ნინოშვილის ქუჩებზე არსებული 15 შენობის ფასადის განახლება და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ადგილზე მოსახლეობას გაესაუბრა და მათთან ერთად რეგიონში არსებული ვითარება განიხილა.

ახალგაზრდობის ქუჩაზე, ახალი საცურაო აუზი დაათვალიერა. როგორც ზაზა გულიაშვილმა აღნიშნა, აუზი ფუნქციონირებას ივნისის ბოლოდან დაიწყებს. პროექტის მიხედვით, სპორტულ კომპლექსში იქნება ორი საცურაო აუზი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზი.

პროექტის ღირებულება 5.6 მლნ ლარს შეადგენს და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "საბა კონსტრაქშენი" ახორციელებს.




გორი

შიდა ქართლის რეგიონული ტურნეს ფარგლებში სოფელ ქვემო ნიქოზში, საოჯახო სასათბურე მეურნეობას ეწვია.

მთავრობის მეთაურს ადგილზე მასპინძელმა ფერმერებმა, ელზა ოქროპირიძემ და ვლადიმერ მარიამიძემ უმასპინძლეს, რომელთაც სოფელ ქვემო ნიქოზში 1.10 ჰა მიწა აქვთ რეგისტრირებული და პრემიერის მიერ ინიცირებული "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით" სარგებლობენ.

პრემიერი სასათბურე მეურნეობის მიმდებარედ სოფელში მცხოვრებ ფერმერებსაც შეხვდა და მათთან ერთად მიმდინარე სახელმწიფო პროგრამები განიხილა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 10 მაისიდან, "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა" ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც, 100 ათასზე მეტ ფერმერს აგროქულები უკვე დაერიცხა.

როგორც ფერმერებთან შეხვედრისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის მეთაურს განუმარტა, 1200-ზე მეტმა ფერმერმა აგრობარათი უკვე გაააქტიურა, მათგან 340-მა კი, სახელმწიფოს დახმარებაც გამოიყენა და სპეციალიზებულ მაღაზიებში აგროქულები გაანაღდა.

პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნულით 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს და პროგრამის ბიუჯეტი 35 მლნ ლარია.

აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 300-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი. ბენეფიციარ ფერმერებს, ეტაპობრივად, 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.

მთავრობის მეთაურთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.