Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
პარაპლანით ფრენაში მონაწილეობა გორელმა შშმ პირებმა მიიღეს
გორის მერიის ხელშეწყობით, 15 გორელი შშმ პირი პარაპლანით ფრენის ღონისძიებაში მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი ავრცელებს.

აქტივობა თბილისის ზღვის მიმდებარედ პატარა ლილოს მთაზე გაიმართა. სპეციალურად დამზადებული ეტლი–კონსტრუქციების დახმარებით პარაპლანით ფრენა 40 შშმ პირმა განახორციელა. მათ შორის იყვნენ ომის ვეტერანები და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ტოტალურად უსინათლო, ზურგის ტვინის დაზიანების მქონე, ამპუტანტი და ეტლით მოსარგებლე პირები.

პარაპლანით ფრენა ,,ახალგაზრდული მედია კავშირის" პროექტია, რომელიც აერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ხელს უწყობს მათ ჩართულობას სხვადასხვა სახის სპორტულ - კულტურულ აქტივობებში.

,,გორის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს ,,ახალგაზრდულ მედია კავშირთან" და სპორტული ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის საშუალებით მხარს უჭერს გორელი შშმ პირების მონაწილეობას ისეთ შეჯიბრებებში, როგორიცაა ეტლითხილამურების ჩემპიონატი, ჯომარდობა, ზიპლაინი და სხვა. აღნიშნული აქტივობების განხორციელება საქართველოს მიერ რატიფიცირებული გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციასა და შშმ პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას უწყობს ხელს.'' - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.