Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
ხელთუბანში დაღუპული თორნიკე მერებაშვილის ახლობლებმა გორში აქცია გამართეს
ხელთუბანში დაღუპული თორნიკე მერებაშვილის ახლობლებმა გორში აქცია გამართეს. ისინი კვლავ ობიექტურ გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

თორნიკეს მამა, მერაბ მერებაშვილი აცხადებს, რომ უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები და ,,ქართული ოცნების'' წევრებმა დატოვონ ხელისუფლება. მისი თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში, ის ობიექტური გამოძიების ჩატარების საშუალებას ვერ ხედავს.

როგორ ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე დაკავებული იყო ერთი პირი, რომელიც ოჯახის წევრების განცხადებით, სრულიად უდანაშაულოა.

პროკურატურის მტკიცებით 2018 წლის 6 ივლისს, ღამის 2-ის 25 წუთზე, სოფელ ხელთუბნის გზაზე მიმავალმა მამაკაცმა, რომელიც ,,მერსედესის" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის მართვა და გადაუარა მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ თორნიკე მერებაშვილს.

,,2019 წლის 6 თებერვალს მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დადასტურდა, რომ თორნიკე მერებაშვილი გარდაიცვალა ავარიის, მანქანის გადავლის შედეგად." - განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

,,საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოიკითხა 140-მდე პირი, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზები. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მიიღეს გარდაცვლილი თ.მ.-ს კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ამავე დასკვნისა და საქმეზე ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, პოლიციამ ზ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევის ფაქტზე (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს." - აღნიშნულია შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ოჯახი აცხადებდა, რომ მათი შვილი მოკლულია. ამის თაობაზე აქციები არაერთხელ გაიმართა და თანასოფლელებმა ცენტრალური ავტომაგისტრალიც კი გადაკეტეს.

ამ საქმეზე ტრისტან კოჩუაშვილი 2019 წლის თებერვალში დააკავეს. სასამართლომ წინასწარი გამოძიების დროს, გირაოთი გაათავისუფლა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ თორნიკე მერებაშვილი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ტრისტან კოჩუაშვილი მიკროავტობუსით დაეჯახა. თუმცა კოჩუაშვილი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, 20 წლის ბიჭი მანამდე იყო დაჭრილი.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, იმ დღეს, როდესაც მწოლიარე მამაკაცი ნახა ტრასაზე, თვითონ დარეკა სასწრაფოში და პოლიციაში და შველა ითხოვა. მომხდარის ადგილზე მისვლის და დათვალიერების შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა ის სახლში უპრობლემოდ გაუშვეს, ექსპერტიზის დასკვნაში კი წერია, რომ გარდაცვლილს აღენიშნებოდა მოტეხილობა, ფილტვებში ინსპირაცია და იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. "- განუცხადა ადვოკატმა სულხან კაპანაძემ.

ფოტო: ტ/რ თრიალეთის ფოტო
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.