Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ნოემბრამდე გრძელდება კამპანია ,,მაისის გაზომვის თვე''
საქართველოში 17 მაისს დაიწყო კამპანია ,,მაისის გაზომვების თვე'' და
და 6 თვე გაგრძელდება. გორის მუნიციპალიტეტში აქცია უკვე ორ სოფელში -
მეჯვრისხევსა და მერეთში ჩატარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, კამპანია მიმდინარეობს სლოგანით "ზუსტად გაიზომე არტერიული წნევა, აკონტროლე ის, იცხოვრე უფრო დიდხანს" და მისი მიზანია მომატებული არტერიული წნევის გამოვლენა, მოსახლეობის გათვითცნობიერების ამაღლება ჰიპერტენზიის, როგორც კარდიოვასკულურ დაავადებათა ძირითადი რისკის ფაქტორის შესახებ.
ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოება (ISH) მეხუთე წელია ახორციელებს ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლო კამპანიას. საქართველო 2017 წლიდან მონაწილეობს აღნიშნულ სკრინინგულ ინიციატივაში. წლის ბოლომდე მოხალისეები ქალაქებსა და სოფლებში მოსახლეობას გაუზომავენ წნევას.
მაისის გაზომვების თვე მოიაზრება არტერიული წნევის კვლევის ყველაზე დიდ გლობალურ პროექტად 87 ქვეყანაში, რომლის მიზანია მილიონზე მეტი ადამიანის ტესტირება მაისიდან ნოემბრამდე.
,,მომატებულ არტერიულ წნევას კვლავ ყველაზე დიდი წილი აქვს გლობალურ სიკვდილიანობასა და ავადობის გლობალურ ტვირთში. დადგენილია, რომ 2019 წელს არტერიულ ჰიპერტენზიას უკავშირდებოდა სიკვდილის შემთხვევათა დაახლოებით 19% (10,8 მილიონი ადამიანი). ჰიპერტენზია იწვევს გულის იშემიური დაავადების, თავის ტვინის ინსულტისა და გულის უკმარისობის შემთხვევათა 50%–ს. საყურადღებოა, რომ მომატებული წნევისა და მისი გართულებების მართვაზე გლობალური ჯანდაცვის ხარჯების დაახლოებით 10%-ზე მეტი იხარჯება. სამიზნე ორგანოთა ჰიპერტენზიით დაზიანება COVID-19-ით დაინფიცირებულ პაციენტებში ზრდის დაავადების მძიმე მიმდინარეობისა და არაკეთილსაიმედო პროგნოზის რისკს.'' - აღნიშნულია დაავადებათა კონტრილის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |