Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
გორის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' ვიცე-თავმჯდომარემ პარტია დატოვა
გორის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ გოგინაშვილმა, აშშ-ის ელჩი გააკრიტიკა და მმართველი პარტია დატოვა. 11 ივლისს, დღის განმავლობაში, “ოცნებიდან” გასვლის გადაწყვეტილება საკრებულოების კიდევ ოთხმა დეპუტატმა გაახმიანა.

გოგინაშვილის რიტორიკა ემთხვევა “ქართული ოცნებიდან” გასული სამი დეპუტატის — სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის — რიტორიკას, რომელთაც პარტიის დატოვების მიზეზად “სიმართლის თქმა” დაასახელეს.

“ჩემთვისაც ძალიან რთულია ნაწილ-ნაწილ ვილაპარაკო ხალხში და ვზომო რამდენის თქმაა საჭირო და რამდენის არა. მე მგონი, ჯობს იმ ხალხს შევუერთდე, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს…” — წერს გოგინაშვილი “ფეისბუკზე”.

ის აკრიტიკებს მიხეილ ყაველაშვილის წერილზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის პასუხს და “შეურაცხყოფაზე” საუბრობს.

“მაშინ როდესაც, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დასმულ კითხვებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის დიდ ნაწილს გააჩნია, უახლოესი პარტნიორი ქვეყნის ელჩის მხრიდან ასეთი მძიმე შეფასებები მოვისმინეთ.

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მოგვესმინა კითხვებზე პასუხები, ვნახეთ შეურაცხყოფა და უპატივისმცემლობა. ქართველმა ხალხმა (განსაკუთრებით გორელებმა) კარგად იცის როგორია ომის ფასი, რომლისკენაც სურთ რადიკალურ ძალებს უბიძგონ ჩვენ ქვეყანს.

იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნებოდეს მათ და ყველა მსგავს ძალას და მცდელობას, სამწუხაროდ ვნახეთ საპირისპირო”, — წერს გოგინაშვილი და იქვე დასძენს:

“სწორედ ამიტომ, ვუერთდები ჩემი კოლეგის მოწოდებას, ვტოვებ პარტია “ქართულ ოცნებას” და ფრაქციის თავმდჯომარის მოადგილის თანამდებობას იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად არავის მივცე საშუალება კიდევ ერთხელ გახვიონ ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში”.

მსგავსი მიზეზით 11 ივლისს “ქართული ოცნება” ახალციხისა და ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეებმა, ასევე, ჭიათურისა და თერჯოლის საკრებულოებში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეების მოადგილეებმა დატოვეს.

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მათ გადაწყვეტილებას მიესალმა.

„ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა — დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა რამდენიმე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც გაჯერებულია ანტიდასავლური კონსპირაციით, თითქოს, „დიდ ძალებს“ საქართველოს ომში ჩართვა სურთ.

მათ შორის, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩს ღია წერილი მისწერა კითხვებით, თუ რატომ არ გაემიჯნა კელი დეგნანი ოპოზიციონერებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების „ომში ჩართვისკენ მიმართული რიტორიკას“.

დეგნანმა თქვა, რომ ყაველაშვილის წერილი იმდენად სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით, რომ ბოლომდე ვერც წაიკითხა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.