Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
რა მოხდა 2016 წელს? - გორის რესურსცენტრის ყოფილი უფროსის აღიარება
გორის რესურსცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ ქარელი აცხადებს, რომ 2016 წელს ერთ-ერთ პარტიულ შეხვედრაზე იმყოფებოდა 70 დირექტორთან ერთად. 

ამ შეხვედრას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებდა, რომელსაც მაშინ ქვეყნის მასშტაბით სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა.

ზურაბ ქარელის თქმით, შეხვედრა ნაადრევად დატოვა პედაგოგებთან ერთად, რაც მას ძვირად დაუჯდა და თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ჩვენს არქივში ინახევა კადრები იმის შესახებ, თუ როგორ ტოვებდნენ პედაგოგები, საბავშვო ბაღის თანამშრომლები და ა.შ. ადამიანები შეხვედრას იმის გამო, რომ წვიმდა. კიდევ ერთი დეტალი - შეხვედრას ბოლომდე დაესწრო ხიდისთავის სკოლის დირექტორის მოადგილე ბესარიონ ცერცვაძე, რომელიც შემდეგ დააწინაურეს და დირექტორად დანიშნეს.

ამ შეხვედრას კი გორში უშუალოდ აკონტროლებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გორის დეპარტამენტის უფროსი დავით საური და ამავე სამსახურის ოპერატიული თანამშრომლები პაადა კოდოშვილი.

ახლა რას აცხადებს ზურაბ ქარელი:

,,2016 წელს გორში გაიმართა დიდი შეხვედრა, რომელზეც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა შიდა ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატურები წარადგინა. შეხვედრას მეც ვესწრებოდი, როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, სკოლების სამოცდაათ დირექტორთან ერთად. შეხვედრის შემდეგ, სახ. უსაფრთხოების შიდა ქართლის სამსახურის ერთმა ნაძირალა თანამშრომელმა, (ამ ეტაპზე გვარს არ დავასახელებ) პირადი შურისძიების საფუძველზე, მიაწოდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს, მე, პროტესტის ნიშნად, მივატოვე შეხვედრა და თან გავიყოლე სამოცდაათივე სკოლის დირექტორი.
ნაძირალა გოგაშვილმა არც კი გადაამოწმა ინფორმაცია(რაც ადვილი იყო. რადგანაც შეხვედრაზე იყვნენ შიდა ქართლის გუბერნატორი და ყველა მერი) და დაავალა ნაძირალა ჯეჯელავას, სამსახურიდან გავეთავისუფლებინე. ჩაატარეს შემოწმება და სამი თვის მერე, როდესაც დამთავრდა არჩევნები (დაელოდნენ), ნაძირალა ჯეჯელავას ბრძანებით სამსახურიდან გამათავისუფლეს. შემდეგ, თავს იმართლებდა, რა მექნა, გოგაშვილმა დამავალაო. აი, გოგაშვილის ნამდვილი სახე!'' - აცხადებს ზურაბ ქარელი.

როგორც ზურაბ ქარელი წერს, ცრუ ინფორმაცია გოგაშვილს მიაწოდა იქ მყოფმა მისთის ,,ნაძირალა მუშაკმა'' - ან თვით საურმა ან კოდოშვილმა.

ამ ეტაპზე ამ ორი თანამშრომლიდან აღნიშნულ უწყებაში მუშაობს დავით საუარი, ხოლო პაადა კოდოშვილი კადრების განკარგულებაშია. ზურაბ ქარელს იმედი აქვს, რომ სავარაუდოდ საურის დავალებით, იარაღს ან ნარკოტიკებს ჩაუდებენ.

ზურაბ ქარელი გორის რესურსცენტრის უფროსად 2013-2016 წლებში მუშაობდა. შიდა აუდიტის დასკვნის მიხედვით, რომელიც 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, იგი არაჯეროვნად ასრულებდა მოვალეობას, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა, თანაც განმეორებითი სახის დარღვევებს.

,,ვინაიდან ინსპექტირების დროს გამოვლინდა სხვადასხვა ხასიათისა და სიმძიმის ფინანსური და განათლების სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტები, რიგ მათგანს სისტემური/განმეორებითი ხასიათი აქვს და თანხების რაიციონალური ხარჯვის პრინციპს არღვევს, მიუთითებს იმაზე, რომ რესურსცენტრის უფროსი ვერ უზრუნველყოფს რესურსცენტრის საქმიანობის კანონშესაბამისობისა და სათანადო ხელმძღვანელობას" - აღნიშნულია დასკვნაში.

შესწავლის საფუძველი კონკრეტული განცხადება გახდა. დასკვნა 33 გვერდიანია და მოიცავს, როგორც ხელფასების, პრემიების, ტენდერების საკითხებს, ასევე, რესურსცენტრის უფროსის მხრიდან სხვადასხვა საკითხებზე შესულ საჩივრებზე რეაგირებას.

ბრძანება გათავისუფლების შესახებ ზურაბ ქარელს 2016 წლის 4 ნოემბერს ჩააბარეს. 



Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.