Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის გამოგონებების მუზეუმი იწყებს კონკურსს „ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებები“
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ვირტუალური
პლატფორმა, ქართული გამოგონებების მუზეუმი, აცხადებს კონკურსს
„ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებები“. კონკურსის მიზანია ისეთი
იდეების, ასევე საინტერესო მიგნებების მოძიება, რომლებიც ამცირებენ
წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას და ხელს უწყობენ საქართველოში
განახლებადი, დამზოგავი ენერგიის გამოყენებას.
კონკურსის ფარგლებში, შესაძლებელია ისეთი სახალხო გამოგონებების და მიგნებების წარმოდგენა, რომლებიც ადამიანებმა სხვადასხვა ყოფითი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შექმნეს და ამისთვის პირადი პრაქტიკული გამოცდილება, ცოდნა, ადგილობრივი რესურსები და ხელსაწყოები გამოიყენეს.
საქართველოში ძირითადად წიაღისეულად მოპოვებული ენერგიის გამოყენება ხდება, ეს გულისხმობს ბუნებრივი აირისა და ნავთობის გამოყენებას. ქვეყანაში ძალიან დაბალი მაჩვენებელია განახლებადი ენერგო რესურსების გამოყენების მიმართულებით, მათ შორის ქარის, მზის ენერგიისა და ჰიდრო რესურსების მოხმარებაზე. ამიტომაც ენერგო უსაფრთხოების მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რისი უზრუნველყოფისთვის საჭიროა განახლებადი, დამზოგავი ენერგიის გამოყენება. მნიშვნელოვანია მოსახლეობაში ამაღლდეს ცნობადობა განახლებადი ენერგიის რესურსებისა და მათი მოხმარების შესახებ, რაც თავისთავად ქევყანაში ეკოლოგიას და ეკოსისტემის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. ვირტუალური პლათფორმა გამოგონებების მუზეუმის კონკურსის გამოცხადება სწორედ ერთ-ერთი შესაძლებლობაა, მოსახლეობას შევთავაზოთ გააზიარონ და დანერგონ საინტერესო მიგნებები და გამოგონებები, რომლებიც ენერგიის დაზოგავსა და განახლებადი ენერგიის მოხმარებაზე იქნება ფოკუსირებული.
კონკურსის ფარგლებში ასეთი გამოგონებების ჩამონათვალს შესაძლოა მივაკუთვნოთ: განახლებადი ენერგიის გამოყენება გასათბობად ან საკვების მოსამზადებლად, ისეთი ხერხებისა და ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ტექნიკის / ტექნოლოგიის გამოყენება, რომლებიც ენერგიის დაზოგვაზე იქნება ორიენტირებული, ასევე ინოვაციური მეთოდები ენერგიის მოხმარების მონიტორინგისთვის და სხვა. ინოვაციური მიდგომა თუ გამოგონება შესაძლოა წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის: ხელსაწყო ან პროდუქტი, მომსახურება, პროტოტიპი ან მუშა ვერსია, ასევე ნებისმიერი კონსტრუქციული მოდელი ან სხვა ინოვაციური მეთოდი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ პირს , მათ შორის, ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების გამომგონებლებს, სკოლის მოსწავლესა თუ სტუდენტს, მცირე ბიზნესებსა და სტარტაპებს, სათემო ორგანიზაციებს და აშ.
სახალხო გამოგონება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• პასუხობს ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევებს ენერგიის დაზოგვის, გამომუშავების, შენახვის, დისტრიბუციისა ან ფინანსირების კუთხით.
• მიგნება / გამოგონება ეფექტურად იყენებს ჰიდრო, მზის, ქარის, თერმულ, მექანიკურ, ქიმიურ ან სხვა სახის ენერგო რესურსს. შესაძლებელია, გამოგონება გვთავაზობდეს წიაღისეული საწვავის გამოყენების ეფექტიან, გარემოსთვის მეტად უსაფრთხო, ან დეცენტრალიზებულ გადაწყვეტასაც.
• გამოგონება უკვე განხორციელებულია და პრაქტიკაშია გამოცდილი: პროდუქტი/ხელსაწყო/მეთოდია, ან არსებობს მუშა ვერსიის/პროტოტიპის/პატენტის სახით ან წარმოდგენილია დამუშავებული პროექტის სახით
• ჰყავს ავტორი ან ავტორთა ჯგუფი.
„ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებების“ კონკურსზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 15 აგვისტოს დასრულდება. საუკეთესო გამოგონების გამოსავლენად დასკვნითი ღონისძიება სექტემბერში გაიმართება და გამარჯვებული ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.
საპრიზო ფონდი 20 000 ლარია
გაამარტივე ცხოვრება შენი გამოგონებით!
თუ ერთხელ მაინც გიფიქრია ენერგიის გამოყენების ეფექტურ მეთოდებზე, ჩაერთე „ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებების“ კონკურსში.
„ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს გამოგონებები, რომლებიც რიგითმა მოქალაქეებმა, მოყვარულმა გამომგონებლებმა, დამწყებმა მეცნიერებმა ან სტარტაპერებმა შექმნეს, მაგრამ ისინი არაა ფართოდ გავრცელებული. არადა, სწორედ ასეთ გამოგონებებს აქვთ პოტენციალი მარტივად გავრცელდნენ საზოგადოებაში და გაზარდონ მოსახლეობის, მათ შორის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, წვდომა სუფთა და იაფ ენერგიაზე. ჩაერთეთ კონკურსში და გაგვიზიარეთ საინტერესო იდეები და მიგნებები ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების შესახებ,“ განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომელმა სესილი ვერძაძემ.
სახალხო გამოგონებების კონკურსი შესაძლებლობას იძლევა, რომ საქართველოში მწვანე და განახლებადი ენერგიის მოხმარები პრაქტიკა და ტექნოლოგიები დაინერგოს. ეს ინიციატივა ასევე უზრუნველყოფს ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და მათ პრაქტიკაში დანერგვას.
გაამარტივე ცხოვრება შენი გამოგონებით! თუ გიფიქრიათ ენერგიის გამოყენების ეფექტურ მეთოდებზე, შეავსეთ განაცხადი. გაგვიზიარეთ თქვენი გამოგონებები და დაჯილდოვდით!
კონკურსში მონაწილეობისათვის შეავსეთ განაცხადი ქართული გამოგონებების მუზეუმის ვებგვერზე - gamogoneba.ge

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |