Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
სარიბარის ბროლის თვალი - თამაზ კუდუხაშვილი


შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ავტობანზე მგზავრობისას, როდესაც მაგისტრალის ორივე მხარეს შეფენილ ულამაზეს სოფლებს ჩაუვლით, ალბათ დაფიქრებულხართ, თუ რაოდენ საინტერესო და მიმზიდველია თითოეული მათგანი. მით უმეტეს, თუ როგორ გულმოდგინედ ამუშავებენ მიწის ნაკვეთებს და ანაშენიანებენ ხეხილის ბაღებს.

ისტორიას გმირზე, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, ამ სოფელთაგან ერთ-ერთში სტუმრობისას შევხვდით. ამ სოფელს სარიბარი ჰქვია და კასპის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან, ავტობანიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ჩვენი ისტორიის მთავარი გმირი სოფლის შესასვლელში, პირველივე სახლში ცხოვრობს. მას თამაზ კუდუხაშვილი ჰქვია. პირველად თამაზის მამას, 84 წლის ავთანდილ კუდუხაშვილს გავესაუბრეთ, რომელიც სოფლის უხუცესი მაცხოვრებელია:

„ოჯახში ბევრნი ვიყავით, პაპა მყავდა, ბაბო მყავდა; 1960 წელს წავედი ჯარში, გერმანიაში ვმსახურობდი. 3 წელიწადი და 3 თვე გავატარე. აქ მეურნეობა რომ ჩამოყალიბდა, მაშინ გამოცოცხლდა ხალხი; ხელფასს იღებდნენ, მუშაობდნენ და შეეტყო ხალხს სიმხიარულე. ეხლა რა, არაფერი! „მეურნეობაში“ ვმუშაობდით ყველა, ქალიან-კაციანად. 100 მანეთს ვაკეთებდით. მე ხან ფერმებში ვმუშაობდი... სამუშაო არ მაშინებდა, რაც გინდა ყოფილიყო, არ ვარჩევდი. მარტო ფული გამოსულიყო, იმიტომ რომ ოთხი შვილი მყავდა, ოჯახი, მე თვითონ; ორი ბიჭი და ორი გოგო, ერთი გოგო დამეღუპა, ახლა სამნი არიან. ვწვალობ, ვიფარჩხები, ბრაზით ვივსები. რამდენიმე წელი კაპიკი არ დამინახავს; ეს სახლი გავაკეთე მაშინ და დაანგრიეს, შენი სახლიც ასე დარჩა და მეც, - უხეიროდ, წვალებით; ახლა მუშაობა აღარ შემიძლია, თორემ რომ შემეძლოს, ამ დროს ხომ ვიმუშავებდი?!“ - გვითხრა ბატონმა ავთანდილმა.



ავთანდილის ერთ-ერთი შვილი თამაზ კუდუხაშვილი ახლა მასთან ერთად ცხოვრობს. დამთავრებული აქვს თბილისის უსინათლოთა სკოლა ინტერნატი.

,,სკოლა რომ დავამთავრე, ზუსტად მაშინ იყო დემოკრატიის საფუძველი რომ იყრებოდა და მომიწია სოფლად ცხოვრება. სოფელში ჩამოსვლის პერიოდში ხელის მოფათურებითაც არ ვიცოდი, რა იყო ,,ლაპატი“ და რა იყო თოხი და ასე შემდგომ. რაში მდგომარეობდა სოფლის ცხოვრება. საერთოდ, როგორ შეიძლებოდა სოფლად, რომ უსინათლო ადამიანს ეცხოვრა? მაგრამ დღევანდელ დღეს მე თავს უსინათლოდ კი არ ვთვლი, არამედ არ ვიცი, ამის თქმაც კი შუძლებელია. ვარ ჩეულებრივი მებრძოლი სულის. როგორიც უნდა იყოს ჯანმრთელი ადამიანი. საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ მე მხედველობა ნაკლული კაცი ვარ.“ - გვეუბნება თამაზი.

გვესაუბრება და ცდილობს შეგვიგროვოს ნაყოფი, რომელიც მის ბაღში მოვიდა:

,,ნუშის ხის გარდა რავიცი, თითქმის რასაც კი გავწვდები კარალიოკიდან დაწყებული ხურმამდე ყველაფერს თითო თითო ძირს მაინც ეკონომიკის და მიხედვით ვამატებ და ვამატებ. და ფაქტიურად არის ნუშის ბაღი.“ - ამბობს თამაზი.

თამაზს მარცხენა თვალში ბროლის შუშა აქვს. ბაღის გაშენება 4 წლის წინ დაიწყო:

,,ეს ბაღი გაშენებულია 4 წელია და მეხუთე წლიდან ველოდები ნაყოფს. მეც მეშველება, გარშემომყოფებსაც, სამეზობლოსაც და რა ვიცი, ვფიქრობ ყველას თითო ლუკმითაც რომ დავეხმარო, მე მგონი ისიც კი წარმატებაა. სახელმწიფოსგან პირველ რიგში მჭირდება, თუ კი საშუალება იქნება, ჭაბურღილი გაკეთდეს, თუნდაც 70%-იანი დაფინანსებით.““ - ამბობს თამაზი.



თამაზი სახლში მეუღლესთან და მამასთან ერთად ცხოვრობს. ლელა წარმოშობით გურიდანაა. 6 წლის წინ სიმსივნე დაუდგინდა ფილტვებში, თუმცა სათანადო და დროული მკურნალობის შემდეგ, სიმსივნეს მოერია:

,,გურიიდან ვარ წარმოშობით, ოზურგეთიდან. ჩემი მეუღლე გავიცანი თბილისში. იქ ვცხოვრობდი კარგა ხანი მე თვითონ და იქ გავიცანი და მერე წამოვედი აქეთ. ექვსი წელი ვმკურნალობ. კი ახლა სახელმწიფო გვაფინანსებს მარა უმეტესად ჩემი მეუღლე ამატებდა იმხელა თანხას. მუშაობით, წვალობით, ჯახირობით ამატებდა თანხას. რო აი ეს ექვსი წელი მემკურნალა. ერთი ამპულა 11 000 ლარი ღირდა. ფილტვებზე მქონდა სიმსივნე. ჯერჯერობით ვმკურნალობ შედეგიც კარგი არის და რავიცი, ღმერთმა გადამარჩინა სიკვდილს. ბევრჯერ გადავრჩი.““ - ამბობს ლელა.


კომუნისტების დროს აქ ახლომახლო სოფელს, ერთერთ სოფლის თავზე იყო ტბა. პირდაპირ ცხინვალიდან შემოდიოდა ლიახვი და ლიახვით ხდებოდა ამ რეზერვუარის შევსება ზამთრის პერიოდზე. შემდეგ ამ ტბით ვსარგებლობდით ჩვენ. თუ შეგვიწყო ხელისუფლებამ ხელი და რაიმე გზით მოახერხეს ამ ცხინვალთან საერთო ენის გამონახვა და ისევ ლიახვის საშუალებით მოგვაწოდეს წყალი, სოფელიც აღორძინდება. და ყველაფერს თავისი ადგილიც მიეცემა.

მასალაზე მუშაობდნენ

გიორგი ელიაური, ანა ბაქრაძე, საბა წიწიკაშვილი


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.