Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
ახალგორში 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების დაგვიანებულ რეაგირებას ახალგორის რაიონის კიდევ ერთი მცხოვრები ემსხვერპლა. 70 წლის თენგიზ მარტიაშვილი, ახალგორის რაიონის სოფელ მარტიანის მცხოვრები, კვებითი ინტოქსიკაციის დიაგნოზით - ჯერ ახალგორის, ხოლო შემდეგ ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სამოქალაქო აქტივისტი, თამარა მეარაყიშვილი „ეხო კავკაზასთან“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს:

„თენგიზ მარტიაშვილი, სამოცდაათი წლის. შორეული სოფლის მარტიანის მკვიდრი, იქ პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტიც კი არ არის. კაცი ძლიერი იყო, ქალიშვილ მეგისთან ერთად საოჯახო მეურნეობას მისდევდა - საქონელი ჰყავდა. როცა მამა ცუდად გახდა, ქალიშვილმა რამდენჯერმე გამოიძახა სასწრაფო დახმარება, შემდეგ რაიონულ საავადმყოფოში მიიყვანა, რომ თბილისში ჰოსპიტალიზაციის უფლება მიეღო, მაგრამ მოხუცი არ გაუშვეს, მას კვებითი მოწამვლა დაუდგინდა და მომდევნო ორი დღე იწვა ახალგორის საავადმყოფოში. შემდეგ გადაიყვანეს ცხინვალში, სადაც ოთხი დღე გაატარა, მეგიმ თბილისში გაშვება მოითხოვა. საბოლოოდ მათ „წითელი ჯვრის“ მეშვეობით წასვლის უფლება მისცეს. პაციენტი ქალაქ მცხეთის კლინიკაში გადაიყვანეს და მოხუცი ერთ დღეში გარდაიცვალა. როგორც ჩანს უკვე გვიანი იყო. ამის შემდეგ ატყდა ხმაური. ახლა ამ ამბის ყველა მონაწილე - ექიმი და ახალგორელი ჩინოვნიკები ერთმანეთის ბრალ-მართალს იძიებენ.“

აღსაღნიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ეს შემთხვევა ერთადერთი არაა. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია არაფორმალურად ახალი ხელმძღვანელობის მოსვლით დაიწყო:

„19 ივლისიდან რაიონში ახალი ხელმძღვანელობა გვყავს. არ გამიგია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს და რაიონულ საავადმყოფოს მითითებები მისცეს, მაგრამ მათი ჩამოსვლით თბილისში მძიმე ავადმყოფების ჰოსპიტალიზაციაც კი შეწყდა. მათი დანიშვნის შემდეგ სამი შემთხვევა გვქონდა, როცა მძიმედ დაავადებული პაციენტების ახლობლები ითხოვდნენ სამკურნალოდ გაშვებას, მაგრამ უარი უთხრეს. ერთი შემთხვევა ტრაგედიით დასრულდა - მამაკაცი გარდაიცვალა.“ - აღნიშნავს თამარ მეარაყიშვილი.

გარდაცვლილის მკურნალმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ანალიზების შედეგების მიხედვით, თენგიზ მარტიაშვილი ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გამოწვეული სეფსისით გარდაიცვალა. დაავადების განკურნება და ადამიანის გადარჩენა შესაძლებელი იყო, თუმცა ამისთვის საჭირო ძვირფასი დრო დაიკარგა. ექიმების თქმით, კლინიკაში მოხვედრის დროს მარტიაშვილი უკვე გამოუვალ მდგომარეობაში იყო.

დაკარგული ძვირფასი დრო ექვსი დღეა, რა დროსაც პაციენტს უარი განუცხადეს საქართველოში ჰოსპიტალიზაციაზე. ეს რომ არა, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრალდებები არ იქნებოდა.

მომხდარს გამოეხმაურა ასევე ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი, თიმურ ცხურბათი, რომელიც თავის ფეისბუკ გვერდზე წერს:

„ძალიან, ძალიან საგანგაშო მოწოდება გაისმა ახალ ხელისუფლებაზე, მათი დუნეობის გამო (ექვს დღეში გადაწყვიტეს საკითხი, რომელიც რამდენიმე საათში გადაწყდებოდა). შედეგად, ლენინგორის რაიონში არადროული სამედიცინო დახმარების გამო მამაკაცი გარდაიცვალა. იაფფასიანი პოლიტიკური ამბიციების მძევალი გახდა ადამიანის სიცოცხლე. ალან გაგლოევი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ვისი ბრალეულობით დატრიალდა ეს ტრაგედია და თავიდან აირიდოს მისი განმეორება. მე პირადად ახალ მთავრობაზე დიდ იმედებს ვამყარებ.“
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.