Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ახალ გუბერნატორს შეხვდა და რეგიონის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

მთავრობის მეთაურმა მიხეილ შაყულაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ახალმა გუბერნატორმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა, არის სამართლის დოქტორი. მიხეილ შაყულაშვილი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აგრეთვე არის ასოცირებული პროფესორი ალტე უნივერსიტეტსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში.

ის პროკურატურაში 2001 წლიდან მუშაობს. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე მას გორის რაიონული პროკურორის თანამდებობა ეკავა.

პროკურატურის ცნობით, შაყულაშვილი "2009-2012 წლებში ხაშურის რაიონული პროკურორი იყო. 2007-2009 წლებში მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილედ მუშაობდა, 2006-2007 წლებში შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის თანამდებობა ეკავა. 2001 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა რაიონულ პროკურატურებში სხვადასხვა თანამდებობებზე".

მიხეილ შაყულაშვილი თბილისის პროკურორობიდან 2018 წელს გაათავისუფლეს. მის შესახებ ჟურნალისტი ელისო კილაძე წერდა: "ქ.თბილისის პროკურორი მიშა შაყულაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. კახელების კარტელის ბოლო ციტადელიც დაემხო! ეს ის პროკურორია, დათოს ჩადების საქმეში პოლიციელების დანაშაული რომ ვერ "აღმოაჩინა" და დაწყებული საქმე შეწყვიტა"
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.