Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
საქართველოს ძიუდოს ჩემპიონატს შოთა ჩოჩიშვილის სახელი მიენიჭა
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით
ამიერიდან, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ძიუდოში, ეწოდება შოთა
ჩოჩიშვილის სახელი და იქნება შოთა ჩოჩიშვილის სახელობის საქართველოს
ეროვნული ჩემპიონატი ძიუდოში.
ამის შესახებ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა. ინფორმაციას გორის მერიის სპორტის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
ფოტოზე: მემორიალური დაფის გახსნა ქარელის სოფელ ღვლევში
გუშინ 2 სექტემბერს შოთა ჩოჩიშვილის ტრიუმფალური გამარჯვებიდან 50 წელი გავიდა. აღნიშნული საიუბილეო თარიღი სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.
"შოთა ჩოჩიშვილი პირველი ძიუდოისტი იყო საქართველოდან, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ზუსტად 50 წელი გავიდა 21 წლის ფალავნის დიდი გამარჯვებიდან. მან ყველაზე პრესტიჟული სპორტული შეჯიბრება 1972 წელს მიუნხენში მოიგო. მისი ფესვები ქართული ჭიდაობიდან მოდიოდა. მან მაშინვე დაიპყრო გულშემატკივრების გულები. მსოფლიო სპორტული სამყარო დღემდე მის სანახაობრივ და მრავალფეროვან ჭიდაობის სტილზე საუბრობს." - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
შოთა ჩოჩიშვილის მშობლიურ სოფელ ღვლევში, ტიტულოვანი სპორტსმენის სახლის კედელზე მემორიალური დაფა გაიხსნა.
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში კედელი მოეწყო, სადაც წარმოდგენილია შოთა ჩოჩიშვილის ჯილდოები, სპორტული კარიერისა და წარმატებების ამსახველი ფოტოები.
დღესვე, გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ოლიმპიური ჩემპიონისადმი მიძღვნილი საღამოც გაიმართა.
ფოტოზე: შოთა ჩოჩიშვილის შვილები და შვილიშვილები
ღონისძიებებს ესწრებოდნენ სპორტსმენის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართული სპორტის მესვეურები, სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვეტერანი სპორტსმენები და სპორტის გულშემატკივრები.
ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო.
ფოტოზე: შოთა ჩოჩიშვილის მეუღლე თამარ ეფრემიძე
ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოდან, არათუ საქართველოს, ყოფილ საბჭოთა კავშირსაც არ ჰყავდა ოლიმპიური ჩემპიონი და შესაბამისად, შოთა ჩოჩიშვილი ამ თვალსაზრისითაც პირველი იყო.
კარიერის დასრულებამდე ჩოჩიშვილი, გახდა კიდევ ერთი ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის რამდენიმე გზის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი, არაერთხელ გაიმარჯვა თბილისის საერთაშორისო ტურნირზე, ქართულ ჭიდაობაში კი, ორჯერ გახდა საქართველოს აბსოლუტური ფალავანი.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |