Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
გორელ ფერმერს ქარიშხალმა დაზღვეული ბაღი 5-ჯერ დაუზიანა - ზიანს არ უნაზღაურებენ
გორის მუნიციპალიტეტში ვაშლის ბაღის მფლობელს ქარიშხალმა ბაღი 5-ჯერ დაუზიანა.

ჯამურმა ზარალმა შეადგინა 12 734 ლარი, საიდანაც სადაზღვევო კომპანიამ ფერმერს აუნაზღაურა ზარალის თანხის მხოლოდ 30% - 3820 ლარი;

დანარჩენი 8 900 ლარის ანაზღაურებაზე კი განაცხადა უარი, იმ მიზეზით, რომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ არ გადაიხადა ნაწილი - 3500 ლარი.

ფერმერსა და სახელმწიფოს შორის დავა 2 წელია სასამართლოში მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ირწმუნება, რომ ვაშლის ბაღი არ ეკუთვნის იმ პირს, ვინც ხეხილი დააზღვია.

შესაბამისად, თანხას სახელმწიფო არ უნაზღაურებს. სადაზღვევო კომპანია ,,ჯიპიაიჰოლდინგის'' წარმომადგენელი კი ირწმუნება, რომ ვიდრე სახელმწიფო თავის წინ თანხას არ გადაიხდის, კომპანია ზიანს სრულად არ აანაზღაურებს.

გორის რაიონში ფერმერი, მოსავლის დაზღვევისა და აგროდაზღვევის პროგრამაში, 2018 წლიდან მონაწილეობს. ბაღი მან დააზღვია ,,ჯიპიაიჰოლდინგში''. სადაზღვევო პოლისიც საფუძველზე კი, სოფლის მეურნეობის პროგრამების მართვის სააგნტომ ფერმერთან გააფორმა შეთანხმება - აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.

სადაზღვევო პოლისის მიხედვით, დაზღვეული კულტურის სახეობას წარმოადგენდა ვაშლი, დაზღვეულ რისკს - სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა.

სადაზღვევო პრემიის ოდენობა შეადგენდა 5000 ლარს, საიდანაც ფერმერი იხდიდა 1500 ლარის, ხოლო 3500 ლარს სახელმწიფო.

მას შემდეგ რაც ქარიშხალმა ვაშლის ბაღი დააზიანა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ფერმერი არ წარმოადგენდა მათ ბენეფიციარს, რადგან ვაშლის ბაღი არ იყო  საკუთრებაში.

სასამართლომ კი განმარტა, რომ ვაშლის ბაღი ფერმერს ჰქონდა იჯარით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქონება იყო სარგებლობაში:

,,აგროდაზღვევის პროგრამის შესაბამისად, დამზღვევი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში, ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.'' - აღნიშნა მოსამართლემ.

სასამართლო დარწმუნდა, რომ ფერმერი წარმოადგენს აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აქვს ვალდებულება გადაიხადოს თანხა.

სასამართლომ ისიც განმარტა, რომ ზიანი მიადგა სადაზღვევო კომპანიასაც, რაც განპირობებულია სწორედ პროექტების სააგენტოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.