Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
რატომ აუჯანყდნენ ერეკლე II-ს ქართლში
მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში, ქართლში, ერეკლე მეორის წინააღმდეგ თავადების დიდი ნაწილი გაერთიანდა. მათ ქართლის სამეფო ტახტზე პაატა ბატონიშვილის გამეფება სურდათ.

პაატა - ვახტანგ VI-ის ნაბოლარა შვილი იყო, რომელიც რუსეთიდან საქართველოში 1765 წელს გამოიქცა.

იმავე წელს ერეკლეს წინააღმდეგ შეთქმულებაც მოეწყო. ეს შეთქმულება ,,მარკოზაშვილის დარბაზის'' სახელითაა ცნობილი.

ქართულ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ეს შეთქმულება შეფასებული იყო, როგორც ,,ერეკლე II-ის გამაერთიანებელი პოლიტიკის წინააღმდეგ თავადაზნაურთა რეაქციული ნაწილის ხანგრძლივი ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი''.

დღეს კი ეს შეფასებები შეცვლილია და აღნიშნავენ, რომ ვახტან მეექვსეს საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ხოლო მისი შთამომავლობის დაბრუნებას ქართლში დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ.

მაგალითად, ლ. ტუხაშვილი თავის ნაშრომში შენიშნავდა, რომ ქართლელ ფეოდალებს ,,საფიცრად გამხდარი ჰყავდათ ვახტანგ VI-ის ნაშიერები''

,,ვფიქრობთ, ეს სავსებით ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ ვახტანგ VI-ის განუზომელ ავტორიტეტს და საზოგადოების გამორჩეულ პატივისცემას მის მიმართ, რომელიც, მისი მეფობის ტრაგიკული დასასრულის მიუხედავად, არასდროს გახუნებულა.'' - წერს ისტორიკოსი ნიკო ჯავახიშვილი.

რატომ პაატა ბატონიშვილი?

ვახტანგ VI რუსეთში გარდაიცვალა 1737 წელს. ვახტანგის შვილებს, სპარსეთთან დაახლოების და ერეკლესთან დაპირისპირების შიშით, არ უშვებდნენ რუსეთიდან.

ქართლის ტახტის რეალური მემკვიდრე იყო ბაქარი. გარდაიცვალა რუსეთში, 1750 წელს. ბაქარის ძე იყო ალექსანდრე. გარდაიცვალა 1791 წელს რუსეთში.

მას ქვემეხების ჩამოსხმის საქმე დაავალეს. დანიშნეს თბილისის მოურავად.

1765 წელს, პაატას გარშემო ქართლის თავადაზნაურობა გაერთიანდა. ისინი მარკოზაშვილის ბინაში იკრიბებოდნენ. ტახტიდან ერეკლეს ჩამოგდება, პაატას გამეფება და ქართლ-კახეთს მეფედ კურთხევა დაისახეს მიზნად.

შეთქმულება გასცა სამშვილდელმა გლეხმა დათუნა ფეიქარმა, რომლის ცოლი მეფის სასახლეში ძიძად იყო გამწესებული. დათუნას დავალებული ჰქონდა ერეკლეს ოჯახის ამოწყვეტის მიზნით შეთქმულნი სასახლეში შეეყვანა.

დათუნა ფეიქარმა შეთქმულთა განზრახვა აღსარების დროს გაანდო მეფის კარის მღვდელ ქრიტესიას, რომელმაც ყველაფერი ერეკლეს უამბო.

15 დეკემბერს, რიყეზე, ანჩისხატის პირდაპირ, დამნაშავეთა სახალხო დასჯა შედგა.

მთავარ დამნაშავედ ცნობილ პაატა ბატონიშვილს თავი მოჰკვეთა ყულარაღასმა გიორგი რევაზის ძე ქსნის ერისთავმა.

დავით არჩილის (აბდულა-ბეგის) ძეს ხმლით თავი მოჰკვეთა მარტყოფელმა ნაზირმა ბარამ გურგენიძემ.

თავადი ელიზბარ თაქთაქიშვილი _ კოცონზე დაწვეს, გლახა ციციშვილს _ ენა მოაჭრეს, დიასამიძეს _ ცალი თვალი დათხარეს და მარჯვენა ხელზე ცერა თითი მოჰკვეთეს, სახლთუხუცესი დიმიტრი ამილახვარი საჯაროდ შეარცხვინეს (ვირზე შესმული ჩამოატარეს), ხოლო მის ძეს ალექსანდრეს ცხვირი მოჰკვეთეს და ფეხის ძარღვები გადაუჭრეს და ა. შ.

ალექსანდრე ამილახვრის ცნობით, მათი ერთი აზნაური, რომელმაც ძალდატანებით მიცემული პირვანდელი ჩვენება მოგვიანებით შეცვალა - მოკლეს, ხოლო ელიზბარ თაქთაქიშვილის ვაჟს - ხელი მოჰკვეთეს და თვალები დასთხარეს.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.