Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
,,გადავარჩინოთ მიშა'' - აქცია თბილისში
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართა - ,,თავისუფლება მიშას''.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის წევრებმაც.

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა ადამიანებმა, მათ შორის, სააკაშვილის ოჯახის წევრებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვებმა მოითხოვეს საზღვარგარეთის კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანა.

19 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების სახიფათო რაოდენობა აღმოაჩინეს. კლვევის ეს ნიმუშები ნიუ-იორკის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში გააგზავნეს.

"ჩვენ ველით ტოქსიკოლოგის განმარტებებსაც....კი, ბატონო, არის ეს მეტალები. ორ დღეში ველოდებით განმარტებებს, რა გამოიწვია იმ ვერცხლის წყალმა: ის, რომ მას 40 კილო აქვს დაკლებული ამ დროის განმავლობაში, ის რომ ვეღარ დგება და ვერ დადის, ის რომ საკვებს ვერ იღებს? ბევრი მიზეზია, სისუსტე აქვს საშინელი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, რომელსაც რადიო თავისუფლება საპროტესტო აქციის მსვლელობისას ესაუბრა, - ბევრი ექიმი მონაწილეობდა ამ დასკვნის შედგენაში, რომლის მიღებასაც ველოდებით. ბევრი დიაგნოზია დასმული, საკმაოდ ვრცელი სიაა, მაგრამ ჩვენ ველოდებით ერთ დასკვნას აშშ-დან, რომელსაც რამდენიმე დღეში მივიღებთ".

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია.

"მსჯავრდებული სააკაშვილი საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები უტარდება. საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით, ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდებთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

გიული ალასანიამ ასევე გააკეთა კომენტარი პენიტენციური სისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილის მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სამსახურისთვის არავის მიუწოდებია.

"ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ამის იქით აღარაფერი არსებობს. ჩვენი, მედიკოსების აზრი რომ არ გაითვალისწინეს, იმიტომ ვართ ახლა ასეთ მდგომარეობაში. მოთხოვნა არის კატეგორიული, პროფესიონალური: ყველამ, ვისაც ურთიერთობა აქვს პაციენტ მიხელ სააკაშვილთან, ყველამ იცის, რომ მისი მდგომარეობის მართვა საქართველოში შეუძლებელია. არასათანადო მკურანლობის გამო მივიდა იგი ამ მდგომარობამდე. ექიმებმა უნდა თქვან, რომ მათ არ ძალუძთ სააკაშვილის მკურნალობა... მინდა მოსახლეობას მივმართო. აქ ქალბატონი გიულია და, შეიძლება გული ვატკინო, მაგრამ უნდა ვთქვა: პაციენტი არის ძალიან ცუდად და შეუძლებელია მისი საქართველოში გადარჩენა. ის აუცილებლად უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ პოლიპროფილურ კლინიკაში."

"მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს"..."თავისუფლება მიშას" - ამ შინაარსის ტრანსპარანტები ეკავათ კანცელარაიასთან შეკრებილებს.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.