Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
დაცულია თუ არა მონაზონი ძალადობისგან? - გამოხმაურებები ცხრამუხაში მომხდარ ფაქტზე
70 წლის ასაკის მონაზონი, რომელიც ხაშურის ,,ევექსის'' კლინიკაში გუშინ მოათავსეს, დღეს თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს.

მასზე ხაშურის სოფელ ცხრამუხის ეკლესიაში ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ორი პირი, ორივე წარსულში ნასამართლევი.

დაკავებულები არიან 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ. მათ ბრალად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ - დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ ქალები ეკლესიის შიგნითაც და გარეთაც ძალადობისაგან, სიღარიბისგან, ექსპლუატაციისგან დაუცველები არიან:

,,გამაოგნებელია ხაშურში მონაზონზე ძალადობის და გაუპატიურების ეს უმძიმესი ისტორია. ახსნა ვერ ექნება ამ ამბავს! სიტყვები ამ მყოფნის. თან აშკარად არ ჩანს ეს აფექტური ამბავი. ორგანიზებული და ჯგუფური დანაშაული ჩანს. როგორ გადალახეს ეს კულტურული საზღვრები ამ ადამიანებმა, ესეც არ მესმის. ამ დანაშაულის მსხვერპლი კი ყველაზე სუსტი - ხანდაზმული ქალი აღმოჩნდა. მონაზვნების უსაფრთხოებაზე ადრეც დამიწერია. ისინი ეკლესიის შიგნითაც და გარეთაც ძალადობისგან, სიღარიბისგან, ექსპლუატაციისგან დაუცველები არიან და ეკლესიას მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის შიდა პოლიტიკა არ აქვს. მონაზონ ქალს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. საპატრიარქოს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გამოღვიძებას და პატრიარქატის განაყოფიერებაში საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებას. მონაზვნების უსაფრთხოების დაცვის საკითხზე თავად მონაზვნებმაც უნდა ამოიღონ ხმა. ასკეტიზმი არ ნიშნავს ექსპლუატაციას და დაუცველობას.''

ქალთა ორგანიზაცია ,,საფარის'' წარმომადგენელი ბაია პატარია წერს, რომ აუცილებელია ქალზე ძალადობის ფაქტები გააპროტესტოს ისეთმა ინსტიტუტმა, როგორიც თვით საპატრიარქოა:

,,გაუპატიურებული მონაზონი ქალი 70 წლისა ყოფილა და ისე სასტიკადაა ნაცემი, რომ კატასტროფის მანქანას თბილისში გადმოყავს. ახლა მაინც ამოიღოს ხმა საპატრიარქომ და დაგმოს ქალზე ძალადობა! პ.ს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქმრისგან ცემა და გაუპატიურება უკეთესი ვარიანტია, მწარედ ცდება. პ.პ.ს. და საერთოდ, რა ჯოჯოხეთში ვაცხოვრებთ ქალებს?!''

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.