Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
ზაზა აბისონაშვილი - გორის ეტალონი მოსწავლე
გორის მე -12 საჯარო სკოლის მე -10 კლასის მოსწავლე ზაზა აბისონაშვილი და მისი კლასის დამრიგებელი ერთწლიან 100 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. პრიზი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ ჩემპიონატ "ეტალონის" გამარჯვებულისთვის მერიამ დააწესა.

ინტელექტუალურ შეჯიბრებაში გამარჯვებულებს გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა უმასპინძლა, მიღწეული წარმატება მიულოცა და სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

,,გორის ეტალონ მოსწავლესთან ერთად" ჩემპიონატის მეორე და მესამე საპრიზო ადგილები ასევე მე -12 სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა იანი სტეფანიანმა და ნინი მაისურაძემ დაიკავეს.



გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ,,ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მოსაპოვებლად კონკურსი 25 ნოემბერს დისტანციურ რეჟიმში გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

კონკურსის მესამე ფინალური ეტაპი ,,საქართველოს ეტალონი მოსწავლის" გამოსავლენად მუნიციპალიტეტების დონეზე გამარჯვებული მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტჩემპიონატი ,,ეტალონი" ყოველწლიურად იმართება. ჩემპიონატის მიზანი ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება და წახალისებაა.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.