Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლი ომბუდსმენის წარმომადგენლებმა შეამოწმეს - რეკომენდაციები
ომბუდსმენის ოფისის მიერ შემოწმებული დაწესებულებიდან "ა(ა)იპ სახლი საზღვრებს გარეშე"-ს გარემო და ინფრასტრუქტურა ყველაზე მეტად კეთილმოწყობილია. პანსიონატის ეზო გამწვანებულია, მოწყობილია დასასვენებელი სივრცე, გარე ავეჯით. შენობა ინფრასტრუქტურულად გამართულია, სველი წერტილები მოწესრიგებულია და აღჭურვილია ჰიგიენური საშუალებებით.

დაწესებულება აღჭურვილია ზედა სართულზე, ეტლით მოსარგებლეთათვის ადაპტირებული გარე ლიფტით. შესაბამისად, ეტლით მოსარგებლე და იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც უჭირთ გადაადგილება, ეზოთი სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.

ზოგადი სანიტარიული და უსაფრთხოების მდგომარეობა აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს. შენობის ზოგადი და ბენეფიციართა ჰიგიენური მდგომარეობა უზრუნველყოფილია. შენობას ეტყობოდა პერიოდული დასუფთავების კვალი. სველი წერტილები სუფთა მდგომარეობაში იყო, მათი რაოდენობა ასევე აკმაყოფილებს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

კვების საკითხი სხვა დაწესებულებების მსგავსად, ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლშიც პრობლემატური იყო. მართალია, სამზარეულოები აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და ჭურჭლით, მაგრამ კვების მენიუს დაწესებულების ხელმძღვანელი ადგენს და მასში დაცული არ არის საკვების კვებითი ღირებულება და კალორაჟი. პრობლემურია სპეციალური საჭიროებების მქონე ბენეფიციართა კვების საკითხიც, არ არის გათვალისწინებული დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბენეფიციარების სპეციფიკური კვებითი საჭიროებები, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ დაწესებულების ხელმძღვანელობა არც კი იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ დაწესებულებაში ირიცხებოდნენ დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბენეფიციარები.

ერთ-ერთ ბენეფიციარს, რომელსაც ჩარიცხვისას წარმოდგენილი ფორმა 100-ით დიაგნოსტირებული აქვს რეკურენტული დეპრესია, არ უტარდება ფსიქიკური მდგომარეობის მონიტორინგი, და არც რეკომენდებული მედიკამენტი (ანტიდეპრესანტი) ეძლევა მომსახურებაში.

სხვა დაწესებულებების მსგავსად, ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლშიც, მნიშნელოვანი გამოწვევებია ბენეფიციართა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით.

დაწესებულებაში დაცული სამედიცინო დოკუმენტაცია არასრულია, არ იძლევა ბენეფიციართათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების შესახებ რაიმე მნიშვნელოვან და საყურადღებო ინფორმაციას. არ არის ასახული ხანდაზმულთა დიაგნოზები და შესაბამისი დანიშნულებები.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულება აღჭურვილია ჟანგბადის აპარატით, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, იძლევა ჟანგბადდამოკიდებული ბენეფიციარების მოვლის საშუალებას. გარდა ამისა, მედიკამენტები ხანდაზმულებს მიეწოდებათ მზრუნველების მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტები საყოფაცხოვრებო ტიპის კარადაში ინახება და არა სპეციალურ შესანახ ადგილას.

მედიკამენტების მარაგი ინახება ცალკე, დაწესებულების ხელმძღვანელის ოთახში.

ხანდაზმულთა სახლს არ ჰყავს ექიმი, მაგრამ დაწესებულების ხელმძღვანელის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში იძახებენ სასწრაფო-გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურს. მისივე გადმოცემით, თავად პროფესიით ექთანია და თავადაც უწევს პირველად სამედიცინო მომსახურებას ხანდაზმულებს.

დაწესებულებაში უგულებელყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები პერსონალის მიმართ. მზრუნველებს არ აქვთ გავლილი ხანდაზმულთა მოვლისთვის აუცილებელი სპეციალიზებული, ასევე, ძალადობისგან და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის ტრენინგები. დაწესებულების ხელმძღვანელის განმარტებით, რამდენიმე წლის წინ პერსონალს ჩაუტარდა ტრენინგი, თუმცა ვერ შეძლო ამის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალის რაოდენობა აკმაყოფილებს კანონმდებლობით მოთხოვნილ სტანდარტს.

აქვე, ყურადსაღებია, რომ დაწესებულებას არ ჰყავს მამრობითი სქესის მომვლელი, რომელიც უზრუნველყოფდა მამრობითი სქესის ბენეფიციარების მოვლას ისე, რომ არ შელახულიყო ხანდაზმულთა ღირსება.

მონიტორინგის დღეს პანსიონატში ბენეფიციართა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციური აქტივობა არ შეიმჩნეოდა. ბენეფიციართა ნაწილი ტელევიზორს უყურებდა, დანარჩენები კი, ეზოში ისხდნენ;

ბენეფიციარები დღის განმავლობაში არ შესულან საძინებელ ოთახებში.

საწოლები განლაგებულია ოთახებში, გასწორებულია ერთნაირად, აქვთ პატარა ტუმბო და ტანსაცმლის კარადა, მაგრამ ბენეფიციართა ინდივიდუალური მოთხოვნილებების და ინტერესების წახალისება არ იგრძნობა, ბენეფიციარის პირად სივრცეში არ ჩანს ბენეფიციართა ინტერესების გამომხატველი ინდივიდუალური ნივთები ან ოჯახის წევრების სურათები ან გასართობი საშუალებები და საკითხავი ლიტერატურა.

ექსპერტი/ფსიქიატრის აზრით, ხანდაზმულთა სათემო სერვისების ბენეფიციართა ფსიქოსოციალური რებილიტაციის რესურსები და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვის მოტივაცია დაბალია, ბენეფიციართა დიდი ნაწილი დღის უმეტეს დროს საწოლში ან საწოლის მიმდებარე დერეფანში იმყოფება.

დაწესებულებაში ბენეფიციარებზე ზრუნვა ძირითადად ჰიგიენური და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით შემოიფარგლება, ბენეფიციარების ძირითადი გასართობი საშუალებაა ტელევიზორი და არ მიმდინარეობს ინდივიდუალური ზრუნვა მათ ფსიქო-ფიზიკურ-სოციალურ რეაბილიტაციაზე, სათემო სერვისებს არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის დამხმარე და პროფესიული კადრი.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.