Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
სამეურვეო საბჭოს ბავშვების არ სჯერა - გორის III სკოლაში
გორის მესამე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა დაასკვნეს, რომ
მეშვიდე კლასის მოსწავლეები არ ამბობენ სიმართლეს. კერძოდ, მოსწავლე
აღნიშნავს, რომ პედაგოგმა კარზე დააკაკუნა,თუმცა ვიდეოში კაკუნი არ
ჩანსო, წერია ოქმში.
სათვალთვალო კამერიდან ამოღებული მოკლე ვიდეო კი უხმოა...საინტერესოა, მუნჯურ ვიდეოში კაკუნის ხმას როგორ გაიგეს? თანაც მოსწავლეს არ დააზუსტებინეს ეს ფაქტი.
სამაგიეროდ, დაუჯერეს იმ სამ პედაგოგს, რომელთა ახსნა-განმარტებები ერთი და იგივე ფაქტზე სხვადასხვაა:ერთი ამბობს, პედაოგმა პედაგოგს გასაღებების ასხმულა სახეში მოარტყა, მეორე ამბობს, რომ მხარში გადაარტყა, მესამე ამბობს, რომ უბრალოდ სასტვენის ზონარი მოხვდა მხარში.
ერთ-ერთი მოსწავლე, რომელსაც არ დაუჯერეს, სკოლის დირექტორის მეგობრის შვილია. მისი ახსნა-განმარტება სწორედ დირექტორის გადაწყვეტილების წინააღმდეგაა მიმართული.
რას იხილავდნენ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე?
საქმე ეხება გორის მესამე სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომას, რომლის წევრებმა ძალაში დატოვეს სადისციპლინო კომიიის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, სპორტის მასწავლებელი თეა კეჩხუაშვილი სამსახურიდანაა გათავისუფლებული.
გორის მესამე სკოლის სამეურვეო საბჭომ განიხილა თეა კეჩხუაშვილის საჩივარი, რომლის მიხედვით დირექტორ ვახტანგ სუხიტაშვილის ბრძანება უსამართლო და არაკანონიერია;
2 ნოემბერს სუხიტაშვილმა გაათავისუფლა სპორტის მასწავლებელი თეა კეჩხუაშვილი. მანამდე, სპორტის მასწავლებლის საქმიანობა შეისწავლა სადისციპლინო კომისიამ.
ბრძანება, წესდების მიხედვით, ჯერ სკოლის შიგნით, გასაჩივრდა. ასეც მოიქცა სპორტის აწ უკვე ყოფილი პედაგოგი თეა კეჩხუაშვილი. მის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავს.
სამეურვეო საბჭოს სხდომა 1 დეკემბერს გაიმართა. ჯერ მოუსმინეს სადისციპლინო კომიისი წარმომადგენელს სოფო ბარნოვს, შემდეგ სკოლის დირექტორს ვახტანგ სუხიტაშვილს, ბოლოს კი საკუთარი აზრი სამეურვეო საბჭოს წევრებმა გამოთქვეს:
მოუსმინეს სოფიკო ბარნოვს, რომელიც ამბობს:
,,2022 წლის 6 ოქომბერს სკოლის სპორტულ დარბაზში სპორტის გაკვეთილი პარალელურად უტარდებოდა ორ კლასს. მე-7 კლასს (თ. კეჩხუაშვილი) და მე-11 კლასს (ალ. ჯიოშვილი). სკოლის დირექტორის მოადგილე ნანა ნინოშვილი 7 ოქტომბრის მოხსენებით ბარათში, ასე განმარტავს, რომ კლასების რაოდენობიდან და საგაკვეთილო ცხრილიდან გამომდინარე სპორტის ერთი საგაკვეთილო საათი ეთმობა ორ კლასს, რომლებთანაც გაკვეთილის ჩატარების საშუალებას იძლევა სპორტული დარბაზის ფართობი. წლების განმავლობაში ასე ტარდებოდა და ტარდება სპორტის გაკვეთილები, რაც მიუღებელი აღმოჩნდა თ. კეჩხუაშვილისთვის და გამოიწვია კონფლიქტი კოლეგასთან დ.ახალბედაშვილთან"
,,თეა კეჩხუაშვილი არ ელოდება მოვლენების განვითარებას, თავიდანვე ძაბავს ვითარებას და შედის კონფლიქტურ სიტუაციაში დავით ახალბედაშვილთან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თეა კეჩხუაშვილი ამახვილეს ყურადღებას იმაზე, რომ დავით ახალბედაშვილს არ ჰქონდა უფლება შესულიყო მის გაკვეთილზე, თუმცა არ აღნიშნავს იმას, რომ მას, როგორც პედაგოგს, არ ჰქონდა უფლება, რომ არ შეეშვა მე-11 კლასელები სპორტულ დარბაზში, რომლებსაც ჰქონდათ სპორტის გაკვეთილი".
,,დავით ახალბედაშვილი შედიოდა სპორტის კათედრის წევრ მასწავლებლის ოთახში, წებოვანი ლენტის გამოსატანად. თეა კეჩხუაშვილი შეგნებულად გვერდს უვლის იმ საკითხს, რომ ამ შემთხვევაში პირადად ის არღვევს მე-11 კლასის მოსწავლეების სწავლის უფლებებს და საუკეთესო ინტერებს. ამ დროს მკვეთრად იზრდება მოსწავლეთა უსაფრთხოების რისკებიც, რადგან ისინი საგაკვეთილო პროცესის დროს არ იმყოფებიან გაკვეთილზე."
რას ამბობენ მე-7 კლასელები?!
თუ რატომ ვერ მოახდენდა გავლენას დისციპლინური კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მე-7 კლასის მოსწავლეების ახსნა-განმარტებები, სოფო ბარნოვმა ვრცლად ისაუბრა.
კერძოდ, მე-7 კლასის მოსწავლე ლ.ხ. გასაუბრების ოქმში მიუთითებს რომ: დათო მასწავლებელმა მიმართა თეა მასწავლებელს, რომ საქმე მაქვს უნდა შემოვიდე, ჩახიდებული ხელი გააწევინა და შემოვიდა".
,,თუმცა მოსწავლე არ აზუსტებს თეა კეჩხუაშვილის ჩახიდებული ხელი სად იყო ჩახიდებული, კარებებს შორის თუ დავით ახალბედაშვილს ხელით იჭერდა, რომ არ შემოსულიყო" - კითხულობს ბარნოვმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ მე-7 კლასელ მოსწავლეს: იგი განმარტავს, რომ ,,დავიწყეთ ვარჯიში, ამ დროს კარზე დააკაკუნა მეორე სპორტის მასწავლებელმა დათომ, მასთან ერთად იყო ბევრი უფროსკლასელი მოსწავლე. თეა მასწავლებელი ეუბნებოდა, არ შემოგიშვებო, ხოლო დათო მასწაველებელი უფრო მაღალი ტონით ეუბნებოდა, უნდა შემოვიდეო. შემდეგ ეს საუბარი გადაიზარდა ყვირილში. თეა მასწავლებელი დათო მასწავლებელს ჩაუდგა კარში, ხოლო დათო მასწავეელბელი ძალის გამოყენებით, ხელის მიწოლით შემოვიდა დარბაზში. თეა მასწაველებმა ხელით დაიჭირა დათო მასწაველებელი, რომ არ წაქცეულიყო. ამის შემდეგ გაგვიყვანა მთელი კლასი დირექტორის კაბინეტთან" - აღნიშნა მე-7 კლასელმა მოსწავლემ.
სოფო ბარნოვის აზრით, ამ მოსწავლეების ჩვენებებს დისციპლინური კომიტეტი ვერ გაიზიარებდა იმიტომ, რომ კადრებში ჩანს, რომ არავითარ დაკაკუნებას იქ ადგილი არ ჰქონდა, რადგან დავით ახალბედაშვილი კარს აღებს გასაღებით, ამასთან მოსწავლე არ უთითებს, რომ დავით ახალბედაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თეო კეჩხუაშვილსო.
,,ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ თეა კეჩხუაშვილი არ უშვებს კოლეგას, რომ მან თავისი მოვალეობა შეასრულოს და გამოიტანოს სპორტის პედაგოგების ოთახიდან დოკუმენტაცია და ის ნივთი, რაც სჭირდება." - აღნიშნავ სოფო ბარნოვი.
ბავშვების ახსნა-განმარტებების მოკლე განხილვის შემდეგ სოფო ბარნოვი ძალიან ვრცელ დროს უთმოს იმ პედაგოგებისა და დამლაგებლის ჩვენებებს, რომლებიც მთლიანად თეა კეჩხუაშვილის წინააღმდეგაა აგებული. არც ერთი მათგანი არ ამახვილებს ყურადღებას, თუ რას აპროტესტებდა თეა კეჩხუაშვილი. საერთოდ არ ახსოვთ, რომ თეა კეჩხუაშვილიც გაკვეთილს ატარებდა და იგი სწორედ თავისი გაკვეთილის ნორმალურად ჩატარებას და სასკოლო სისტემის მოწესრიგებას ითხოვდა.
პირიქით, თეა კეჩხუაშვილის მიმართ აგრესიას გამოხატავენ და სწორედ ამ აგრესიის გამომხატველია ის ჩვენებები, რაც პედაგოგებმა დაწერეს.
მაგალითად, პედაგოგი ხათუნა გათაშვილი წერს, რომ თეა კეჩხუაშვილმა სახეში შემოარტყა დავით ახალბედაშვილს ზონარი, რომელზეც ასხმული იყო გასაღები.
პედაგოგი დავით ახალბედაშვილი კი წერს, რომ გასაღებების ასხმულა შემოარტყა მხარში და არა სახეში.
პედაგოგი ალექსი ჯიოშვილი წერს, რომ სასტვენის საკიდი და არა გასაღებების ასხმულა გადაარტყა მხარზე.
იმ ფაქტზე, რომ გასაღებების ასხმულა არ ჩანს ვიდეოკადრებში, სოფო ბარნოვი განმარტავს, რომ ე.წ. გადარტყმის მომენტს კამერისკენ ეფარება ალექსი ჯიოშვილი.
საინტერესოა, სწორედ ის ფაქტი, რომ სამივე პედაგოგი (მათგან ორი უშუალოდ დაინტერესებული და აგრესიულად განწყობილი) სხვადასხვა ჩვენებებს აძლევს. დისციპლინურმა კომისიამ სამივეს ჩვენება დაიჯერა. ხოლო მე-7 კლასელი მოსწავლეების ჩვენებებს კი არ დაუჯერა.
სკოლის დირექტორის გამოსვლა სიტყვით
სკოლის დირეტორმა ვახტანგ სუხიტაშვილმა თავისი გამოსვლა დაიწყო იმით, თუ რა მოხდა იმ დღეს, როდესაც თეა კეჩხუაშვილის გათავისფლების შესახებ ბრძანება გამოსცა. ამჯერად, მისი ყურადღების ქვეშ არ ექცევა სასკოლი პროცესის მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ერთ დარბაზში რამდენიმე გაკვეთილი ტარდება; არც კი უხსენებია, თუ რა ძალისხმევა გასწია იმისათვის, რომ ეს კონფლიქტური სიტუაციები აერიდებინა პედაგოგებისათვის, ხოლო ბულინგი მოსწავლეებისათვის.
აქაც ვახტანგ სუხიტაშვილი წუხდა იმაზე, რომ პრინტერის მინა გატეხა მის კაბინეტში შეჭრილმა პედაგოგმა, რომელიც თვლიდა, რომ უსამართლოდ მოექცნენ.
თავის სიტყვით გამოსვლაში დირექტორი სამეურვეო საბჭოს წევრებს უხსნიდა,თუ რა საშინელი ფაქტი მოხდა მის კაბინეტში, როდესაც თეა კეჩხუაშვილი შეიჭრა და საქმის მასალები მოითხოვა.
სკოლის დირექტორის გამოსვლა გააპროტესტა თეა კეჩხუაშვილის ადვოკატმა ლექსო მერებაშვილმა. მისი განმარტებით, დირექტორი იხილავდა უკვე მოქალაქე თეო კეჩხუაშვილის ქმედებას და არა როგორც პედაგოგ თეა კეჩხუაშვილის ქმედებას.როდესაც თეა კეჩხუაშვილი დირექტორის კაბინეტში ,,შეიჭრა", ის უკვე გათავისუფლებული იყო და აპროტესტება გათავისუფლების ფაქტს.
თეა კეჩხუაშვილი აღნიშნავს, რომ დირექტორმა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან პოლიცია იძიებს, თუ რა მოხდა დირექტორის კაბინეტში.
რაც შეეხება ბრძანებას, თუ რამდენად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, სკოლის დირექტორმა განმარტა, რომ ის ბავშვების საუკეთესო ინტერესების დასაცავად გამოსცა. თმცა, ამაში არ იგულიხსმება მე-7 კლასელები, რომელთა შორის დირექტორის უახლოესი ნათესავის და მეგობრის შვილი სწავლობს.
სამეურვეო საბჭოს წევრების აზრი
სამეურვეო საბჭოს წევრებმა მშობლებმა: სოფიო ვარდიაშვილმა, სოფიო სამადალაშვილმა, ეკატერინე ავაზნელმა გამოთქვეს აზრი, რომ კარგი იქნებოდა დისციპლინურ კომიტეტს თეა კეჩხუაშვილისათვის და დავით ახალბედაშვილისთვის გამოეტანათ სასტიკი საყვედურები და ამით დასრულებულიყო ეს კონფლიქტი, რადგან ამ დროში, მიუხედავად ზემოთ მოყვანილ მოწმეთა ჩვენებებისა, ძნელია სამსახურის დაკარგვა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ არიან მომხრენი თეა კეჩხუაშვილის სამსახურში აღდგენის, როგორც ქალის, მარტოხელა დედისა და ოჯახის მარჩენალის, რადგან ,,ცოდოა"", ისინი აღნიშნავდნენ, რომ თეა კეჩხუაშვილის მიერ ჩდენილი დარღვევა არ იყო ისეთი ხასიათისა და ისეთი უხეშის, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტას ამართლებდა.
სამეურვეო საბჭოს წევრებმა პედაგოგებმა: ლეილა რაზმაძემ, შორენა ციცქიშვილმა, ნონა ღვინიაშვილმა, მზა გაზაშვილმა, თამარ ხოხაშვილმა, მშობლებმა თამარ აბრამიძემ, მარინე ბლუაშვილმა (თავმჯდომარე) და გიული საათაშვილმა აღნიშნეს, რომ:
,,საერთოდ დასაქმებულის მიერ ვალდებულების დარღვევა არის თუ არა ,,უხეში, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ინდივიდუალური შეფასების საგანია, რაც ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით ფასდება, პირველ რიგში კი, სამსახურის დანიშნულებისა და დასაქმებულის ფუნქცია მოვალეობებით. თეა კეჩხუაშვილმა ჩაიდინა ისეთი დისციპლინური გადაცდომები, რომელიც მასთან ხელშეკრულების შეწყვეტას ამართლებს"
რას ნიშნავს სამეურვეო საბჭო
სკოლის ავტონომიურობის შესანარჩუნებლად სასკოლო საზოგადოებამ სამეურვეო საბჭო ობიექტურად მოაზროვნე მასწავლებლებით, მოსწავლეებითა და მშობლების უნდა დააკომპლექტოს. რათა შემდეგი 3 წლის განმავლობაში ამ ადამიანებმა მართონ სკოლა. კერძოდ, აირჩიონ დირექტორი, დაამტკიცონ ბიუჯეტი, შინაგანაწესი, დირექტორის მიერ მომზადებული წლიური ანგარიში, გამოხატონ თანხმობა სასწავლო გეგმისა და სასწავლო მასალის შესახებ, განიხილონ საჩივრები და მიიღონ შესაბამისი ზომები, დაგეგმონ და განახორციელონ კლასგარეშე აქტივობები, შეისწავლონ მშობელთა განწყობები ა.შ.
ასეთი შინაარსის ტექსტია გამოქვეყნებული მასწავლებელთა საიტზე, რომლის ავტორია მეგი კავთიაშვილი.
მან ეს სტატია იმ დროს დაწერა, როდესაც ქვეყანაში სამეურვეო საბჭოების არჩევნები ტარდებოდა. ექსპერტი სვამს რამდენიმე კითხვას:
I – ნამდვილად გვინდა, რომ მშობელი ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუ მხოლოდ იმიტომ ვირჩევთ მას სამეურვეო საბჭოში, რომ კანონში გვიწერია? კანონი იმიტომ მივიღეთ, რომ ეს მოგვწონს, თუ იმიტომ, რომ ვიცით, ეს არის დემოკრატიის წესი.
II – გვაძლევს თუ არა განათლების სისტემა იმის შესაძლებლობას, რომ სკოლა იყოს ავტონომიური და მართოს სამეურვეო საბჭომ?
III – შეგვიძლია სკოლაში დავნერგოთ დემოკრატიული კულტურა, სადაც მშობლები რეალურად იქნებიან ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, იმიტომ, რომ საქმე მათ შვილებს ეხება.?
თუ ამ კითხვებზე პახუხის მოძებნა დაგჭირდებათ, შესაძლებელია მესამე სკოლის სამეურვეო საბჭოს იმ ოქმის გაცნობა, რომლითაც არც მოსწავლეებსა და არც მშობლებს დაუჯერეს.
თეა კეჩხუაშვილის გათავისუფლების ფაქტზე საქმის განხილვა გაგრძელდება სასამართლოში, სადაც უკვე მხარეები საჯარო სხდომაზე წარსდგებიან და ვიდეოგადაღება განხორციელდება.
მთავარ ფოტოზე: მარცხნიდან თეა კეჩხუაშვილი, შემდეგ - სამეურვეო საბჭოს წევრები

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |