Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
როგორ მოეწყო სტალინის მემორიალური სახლი ბელადისვე სიცოცხლეში
,,შთამბეჭდავია ჩუქურთმები, ორნამენტებით შემკული სვეტები. წითელი მარმარილოთია მოპირკეთებული ვესტიბიული.'' - ასეა შეფასებული სტალინის სახლ-მუზეუმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მუზეუმის ორსართულიანი საექსპოზიციო დარბაზი.

ეკლარის ქვით მოპირკეთებული ორსართულიანი შენობა 1957 წელს გაიხსნა, თუმცა მუზეუმის კომპლექსის შემადგენლობაში შედის მემორიალური სახლი (სადაც სტალინი დაიბადა), რომელიც ჯერ კიდევ 1937 წლიდან სტალინის სიცოცხლეშივე არსებობდა.

გორის არქივის მეცნიერ-თანამშრომელმა ქეთევან მაჭარაშვილმა მოიძია მასალები, თუ როგორ გაშენდა მემორიალური სახლი.

1935 წელს აღებული და კერძო პირებისგან გამოსყიდული იქნა სტალინის სახლის გარშემო მიდგმული სახლები.

1947 წელს მუზეუმის მშენებლობის კვარტალში მოყოლილ კიდევ 39 ოჯახს მიეცა სახლების შეფასების აქტი.

1951 წელს ისტორიული სახლის დაზიანებულ საძირკველს ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები.

1952 წელს აღებული იქნა სტალინის სახლის სამხრეთით მდებარე სტალინის, შაუმიანის, ალიმბარაშვილის ქუჩების შუა მდებარე კვარტალი.

სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოს კაპიტალური მესერით შემოფარგვლის მიზნით 1956 წელს გამოყოფილი იქნა ხარჯები. დაიწყო პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები.

საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1957 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად, მუზეუმის ახალი შენობის ექსპლოატაციაში გაშვებასთან დაკავშირებით აღებული იქნა ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სტალინის მუზეუმის ძველი შენობა.



იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი დაიბადა 1879 წლის 21 დეკემბერს, ტიფლისის გუბერნია ქალაქ გორში. მისი მშობლები იყვნენ ეკატერინე (კეკე) გელაძე და ბესარიონ ჯუღაშვილი.

1888 წელს იოსები შევიდა გორის სასულიერო სასწავლებელში. 1894 წელს იოსებ ჯუღაშვილმა წარმატებით დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი და იმავე წელს ჩაირიცხა ტიფლისის მართმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში(1894-1899).

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.